x
image
თეონა გორდეზიანი
რაოგორ მიახვედრა აინშტაინმა თავის სტუდენტებს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ...
ამ სიტუაციაში ალბათ ყველა ჩვენგანი ყოფილა, როცა შრომობ და შრომა, წვალება, მონდომება არ ჩანს და ჩანს სწორედ ის რაც შეგეშალა, რაც კარგად არ გამოგივიდა. ადამიანები ასეთები ვართ, გავკიცხავთ ისე არც დავფიქრდებით, გულს ვატკენთ ისე, ვერც კი მივხვდებით.
ყველა ადამიანი სწავლობს დაწყებით კლასებში ანდაზას: " ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო" ... მაგრამ საზოგადოების უმრავლესობას უჭირს ამის გააზრება და გათავისება. სანამ რამეს ვიტყვით სხვაზე, ასჯერ უნდა დავფიქრდეთ ვიდრე გავაკრიტიკებთ, სანამ რამეს მოვიმოქმედებთ უნდა დავფიქრდეთ რა შედეგის მომტანი იქნება...
ეს ამბავი, ნამდვილად დასაფიქრებელია და საუკეთესო გაკვეთილია ნებისმიერი ადამიანისთვის ...
image
ერთ დღეს ალბერტ აინშტაინმა დაფაზე დაწერა:
9 x 1 = 9
9 x 2 = 18
9 x 3 = 27
9 x 4 = 36
9 x 5 = 45
9 x 6 = 54
9 x 7 = 63
9 x 8 = 72
9 x 9 = 81
9 x 10 = 91
დარბაზში მოულოდნელად ქაოსი დაიწყო, რადგან აინშტაინმა შეცდომა დაუშვა. სწორი პასუხი 9×10=90. და ყველა მისი სტუდენტი დასცინოდა მას.
აინშტაინი დაელოდა ყველას გაჩუმებას და თქვა:
მიუხედავად იმისა, რომ ცხრა პრობლემა სწორად გავაანალიზე, არავინ მომილოცა. მაგრამ როდესაც ერთი შეცდომა დავუშვი, ყველამ სიცილი დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი წარმატებულიც რომ იყოს, საზოგადოება მაინც შეამჩნევს მის მცირე შეცდომას. და მათ ეს მოეწონებათ.
ასე რომ, ნუ მისცემთ კრიტიკას უფლებას გაანადგუროს თქვენი ოცნებები. ერთადერთი ადამიანი, ვინც არასდროს უშვებს შეცდომას, არის ის, ვინც არაფერს აკეთებს. "
(აი ზუსტად ასეა დღესაც საზოგადოება სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ საკუთარში დირესაც ვერ ხედავენ)
0
369
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0