სხვა რას წერს ავსტრიელი პოეტი და მთარგმნელი ჰუგო ჰუპერტი ქართველებზე... 2023, 21 თებერვალი, 0:47 ქართველები - ეს არის ხალხი, რომელთა უჯრედები ატარებს შუმერების, ურარტუელების, კოლხების, იბერების, ხალიბების, არიელების და სხვა, პირველი ცივილიზაციების და კულტურების შემოქმედთა გენეტიკას. ეს არის დიდი "კარდჰუს ერი", რომელიც იმდენი ჭამეს გარშემომყოფმა მტრებმა, სანამ არ დააქვეითეს მისი ძლიერება. ისტორიის მანძილზე მოუწყვეს რამდენიმე ასეული გენოციდი და ეთნიკური წმენდა, ყოველი საუკუნე ეთნიკურ წმენდაში და ჰოლოკოსტში, სრულად ცეცხლში დაწვაში გამოატარეს... მაგრამ საოცარია, რომ ამან მხოლოდ გამოაწრთო ისინი, როგორც ცეცხლი აწრთობს ფოლადს. თვითგადარჩენა და ჭირში არნახული გაძლება ქართველების ეთნიკურ პროფესიად იქცა. ქართველებს თავისი დედაქალაქი 29-ჯერ სრულად გადაუწვეს და ოცდაცხრაჯერვე სრულად და უფრო დიდი დიდებით აღდგა თბილისი! ქართველები, მათი დედაქალაქი თბილისი და ფრინველი ფენიქსი ერთი რამით ჰგვანან ერთმანეთს - დაბერებული და დამწვარი ფენიქსი საკუთარივე ფერფლიდან აღდგება და ახალ სიცოცხლეს იწყებს. თბილისის და ქართველების ისტორია დაფერფვლის და ფერფლიდან აღდგომის ისტორიაა. მე ვუწოდებ ქართველებს "ფენიქსის ერს".
ჰუგო ჰუპერტი (1902-1982) ავსტრიელი პოეტი. მთარგმნელი, რუსთველოლოგი
წყარო: "ქართველები უცხოეთში'
134 შეფასება არ არის
|