კინო 9 მსახიობი, რომლებმაც რეჟისორებს იმედები გაუცრუეს 2023, 20 თებერვალი, 17:25 კინორეჟისორებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პროექტისთვის საუკეთესო და შესაფერისი კანდიდატურები შეარჩიონ, ხოლო სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ ვის ანდობენ ამა თუ იმ ფილმში კონკრეტული როლის შესრულებას, კასტინგს ზოგჯერ რამდენიმე ეტაპადაც კი ტარებენ. ამ 9 ფილმის შემთხვევაში შიდა მოსმენები ან არასაფუძვლიანად ჩატარდა ან რეჟისორებმა ვარსკვლავებზე მეტისმეტად დიდი იმედები დაამყარეს. ფაქტია, რომ მსახიობებმა მათზე დაკისრებული მოვალეობის სრულყოფილად შესრულება ვერ შეძლეს და თავიანთი არასათანადო თამაშითაც ფილმის წარმატებას ხელი შეუშალეს.ჯენიფერ ლოურენსიჯენიფერ ლოურენსს ჩვეულებრივი დიასახლისების როლებთან შედარებით აჯანყებულთა ლიდერების როლები გაცილებით უფრო კარგად გამოსდის. რეჟისორ დევიდ ო. რასელის ამერიკულ კრიმინალურ შავ კომედიაში "ამერიკული შეხლა-შემოხლა" მსახიობმა როზალინ როზენფელდის გმირს თავი ვერ გაართვა. კრიტიკოსები ფიქრობდნენ რომ ამის მიზეზი შესაძლოა მისი პატარა ასაკი ყოფილიყო. მათი აზრით, ჯენიფერმა საკუთარი გმირის შექმნა მწირი ცხოვრებისეული გამოცდილების გამო ვერ შეძლო.რობერტ დაუნი - უმცროსითუ თავად არტურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟის - შერლოკ ჰოლმსის აღწერას თვალს გადაავლებთ მიხვდებით რომ ის იყო ძალიან მაღალი, გამხდარი, არწივის ცხვირითა და კვადრატული ნიკაპით. შერლოკის წინა ვერსიები ამ მოთხოვნებს მეტა-ნაკლებად შეესაბამება, თუმცა რობერტ დაუნი - უმცროსის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით არის. მისი პერსონაჟი არათუ ასე გამოიყურება, არამედ ის უფრო ჯეიმს ბონდივით იქცევა ვიდრე არისტოკრატი დეტექტივივით.კიანუ რივზიშექსპირის პიესის "აურზაური არაფრის გამო" კინოეკრანიზაციაში კიანუ რივზმა ბოროტმოქმედი, დონ ხუანის როლი განასახიერა. მართალია, ფილმი "ოქროს გლობუსზე" და "ოქროს პალმის რტოზეც" კი იქნა ნომინირებული, თუმცა ის ასევე სწორედ კიანუ რივზის უღიმღამო თამაშის გამო "ოქროს ჟოლოზეც" იქნა წარდგენილი.სოფი ტერნერიმაყურებელს რატომღაც სჯეროდა, რომ რეჟისორები "იქს-ადამიანებში" ჯინ გრეის როლზე შეილინ ვუდლის აიყვანდნენ, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. ამგვარად, ფრენჩაიზის ნაწილი სოფი ტერნერი გახდა. "სამეფო კარის თამაშებში" მან აჩვენა, რომ მას კარგად თამაში შეუძლია, თუმცა "ბნელ ფენიქსში" მსახიობმა ფაქტიურად საკუთარი თავი დამარხა. შედეგად, მის გმირს მოსაწყენი და "უმარილო" უწოდეს.ტომ კრუზიმწერალმა ლი ჩაილდმა თავისი საკულტო გმირი ჯეკ რიჩერი ასე აღწერა: სიმაღლე - 195 სმ, წონა - 100-113 კგ, გულმკერდის გარშემოწერილობა - 127 სმ. ტომ კრუზი, რა თქმა უნდა, ძალიან ნიჭიერი მსახიობია, მაგრამ ის თავისი 170 სანტიმეტრის სიმაღლით, მწერლის მიერ შექმნილი პერსონაჟის პროპორციებში საერთოდ არ ჯდებოდა. მკითხველები, ისევე როგორც მაყურებლები მიხვდნენ რომ რეჟისორმა ტომ კრუზის არჩევით შეცდომა დაუშვა: ალბათ, მაყურებელთა უმრავლესობისთვის ეკრანზე მაინც კანონიკური გარეგნობის პერსონაჟის ნახვაა სასურველი.ორლანდო ბლუმიფილმში "ზეციური სამეფო" ორლანდო ბლუმმა ახალგაზრდა მამაკაცის, ბალიანის როლი შეასრულა, რომელიც კარგავს ოჯახს და ჯვაროსნებთან ერთად იერუსალიმში მიემგზავრება. მსახიობი, კრიტიკოსების აზრით, ასეთი რთული როლისთვის მზად არ იყო: მათი აზრით, მას ამისთვის არც ემოცია და არც პროფესიული გამოცდილება არ ეყო.ემი ადამსიკრიტიკოსები ემი ადამსის სამსახიობო შესაძლებლობებს ყოველთვის სათანადოდ აფასებდნენ, მაგრამ ფილმში "ფოლადის ადამიანი" რაღაც ისე ვერ წავიდა. ემის მიერ შესრულებული ლოის ლეინი, აუდიტორიისთვის ცარიელი, მოსაწყენი და საკმაოდ უსიცოცხლო აღმოჩნდა. სუპერგმირული კინოსთვის არ არის აუცილებელი გენიოსი იყო, თუმცა ადამსმა ფილმში თავისი მინიმუმის ჩვენებაც კი ვერ შეძლო.ენ ჰეთევეიფილმში "პრინცესას დღიურები" მთავარი გმირი ემა მორლი სულელ გოგონად არის პოზიციონირებული. ძნელია ენს შეუხედავი უწოდო, ვინაიდან მას მეტისმეტად ეფექტური გარეგნობა აქვს, რომლის დამახინჯებაც ბევრი მცდელობის მიუხედავად ვიზაჟისტებმაც ვერ შეძლეს, ამიტომ ფილმში "მახინჯი იხვის ჭუკიდან" ეფექტურ გედად გარდაქმნის პროცესი არ არის, ხოლო პირველი სცენები ჯერ კიდევ ჩვეულებრივ ემასთან კარიკატურულად გამოიყურება.ჯულია რობერტსიფილმში "ფიფქია: ჯუჯების შურისძიება" ჯულია რობერტსმა ამჯერად, ბოროტი დედოფლის როლი მოირგო, თუმცა მაყურებელი ეკრანზე მისი პირველივე გამოჩენისთანავე მიხვდა რომ მსახიობს ასეთი "ჯადოსნური" როლები არ უხდება. როგორც გაირკვა, ყველასთვის საყვარელ "ლამაზმანს" უარყოფითი პერსონაჟების თამაში უკიდურესად რთულად გამოსდის.1114 1-ს მოსწონს |