x
image
თამილა გურაშვილი
როგორ გადაარჩინა ძაღლმა 1 წლის გოგონა სპიტაკის მიწისძვრის დროს

image
Სპიტაკის სასაფლაოზე, მიწისძვრის დროს გარდაცვლილების საფლავებს შორის არის ერთი უჯვრო საფლავი, რომელსაც აწერია სახელი "ჟუჟა".

Მიწისძვრიდან მე_4 დღეს ამოთხარეს ნანგრევებიდან 1 წლის გოგონა და ძაღლი ჟუჟა. 4 დღის განმავლობაში უჯიშო ჟუჟა გვერდით ეწვა გოგონას, ათბობდა და შეიძლება ძუძუსაც აწოვებდა, თორემ ჩვილი 4 დღეს უწყლოდ ვერ გაძლებდა.
Როდესაც მაშველები იძახდნენ, თუ ცოცხლები ხართ ხმა გაგვაგონეთო და მიაყურადებდნენ, ძაღლის ყმუილის მეტი არაფერი ისმოდა. Იმდენ ცოცხლად ჩამარხულებში ძაღლს ძებნას ვინ დაუწყებდა და ჟუჟამ გააკეთა წარმოუდგენელი რამ. Გოგონას მსუბუქად უკბინა.
Ჩამოწოლილ სიჩუმეში მაშველებს ბავშვის ტირილი შემოესმათ. Საჩქაროდ ამოთხარეს ის ადგილი და ნანგრევებში მოყოლილ ჟუჟას და მასთან ჩახუტებულ გოგონას მიაგნეს.
Ჟუჟამ საპატიო ადგილი დაიკავა ლალი სარიანის ოჯახში . Იცოცხლა 12 წელი და რომ მოკვდა, ოჯახმა კანონიკური წესის გარეშე, დამსახურებისამებრ ადამიანების სასაფლაოზე დამარხეს." წერს ძაღლების მწვრთნელი ზურაბ შენგელია
0
93
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0