სხვა არქეოლოგთა წარმოუდგენელი აღმოჩენა: ინკების ტომის გოგო, რომელიც 500 წელზე მეტი ყინულის საფარმა შეინახა 2018, 24 დეკემბერი, 14:54 ![]() ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ანჯელიკას კორტელისის ხელმძღვანელობით შეისწავლა მუმია, ე.წ. მაიდენის ნიმუში. 13-15 წლის გოგონას უნიკალური მუმია აღმოაჩინეს 1999 წელს ვულკან ლიულიალიაკოს ფერდობზე, რომელიც ზღვის დონიდან 6739 მეტრში, არგენტინისა და ჩილეს საზღვარზე მდებარეობს. მოზარდი გოგონას სხეული, რომელიც დაახლოებით 500 წლის წინ, მსხვერპლად შეწირეს, ბოლო საუკუნეების მანძილზე ყინულის ზედა ნაწილში იმყოფებოდა, რამაც ხელი შეუწყო მის შესანიშნავად შენახვას. მის მახლობლად ასევე აღმოაჩინეს ახალგაზრდა ბავშვების გაყინული გვამები: 5 წლის გოგონას და 5 წლის ბიჭის. არქეოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ბავშვები მსხვერპლად შეეწირეს. ამას მოწმობს შემდეგი: ოქრო, ვერცხლი, ტანსაცმლი, თასები, ექსტრავაგანტული თავსამკაულები, რომელიც დამზადებულია ფრინველის თეთრი ბუმბულიდან. ![]() ![]() ![]() ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ბავშვები ინკებმა თავიანთი სილამაზის მიხედვით აარჩიეს (გარდა ამისა, ბავშვები უფრო სუფთა არსებად ითვლებოდნენ, ვიდრე მოზარდები). ინკები ხშირად ირჩევდნენ ბავშვებს მსხვერპლად. ძირითადი ინფორმაცია მოიკვლიეს თმის საშუალებით. მეცნიერებმა ჩაატარეს ანალიზი და აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით ერთი წლით ადრე მსხვერპლს აძლევდნენ კოკაინის ფოთლებს და ალკოჰოლს. კოკაინის ფოთლები მუმიის პირშიც იყო შემოჩენილი. გარდა ამისა, ბავშვებსს მსხვერპლშეწირვამდე საუკეთესო პროდუქტით კვებავდნენ: - სიმინდითა და გამშრალი ხორცით, თუმცა, მანამდე ისინი ჭამდნენ მხოლოდ კარტოფილს და ბოსტნეულს. უახლოეს მომავალში, მეცნიერები აპირებენ, განიხილონ მუმიების თმა სტრესის ჰორმონზე, კორტიზოლის გამოვლენისათვის. ის გროვდება იმათ თმაზე, ვინც გადაიტანს საშინელებას. ![]() 560 შეფასება არ არის
|