სხვა როგორ მოკვდა სტალინის შვილი იაკობ ჯუღაშვილი 2018, 25 ოქტომბერი, 14:46 ყველას გვახსოვს სტალინის ფრაზა კინოფილმიდან "გათავისუფლება": - მე ჯარისკაცს ფელდმარშალში არ ვცვლი".
ეს პასუხი გაუგზავნა სტალინმა გერმანელ სამხედრო მეთაურებს, მოთხოვნაზე, გაეცვალათ ტყვედ ჩავარდნილი იაკობ ჯუღაშვილი ფელდმარშალ პაულიუსზე. ასევე გვახსოვს კადრები საკონცენტრაციო ბანაკის, სადაც იმყოფებოდა სტალინის შვილი, იაკობი .
რა მოხდა და როგორ დაასრულა სტალინის შვილმა, იაკობ ჯუღაშვილმა სიცოცხლე? 1943 წლის 14 აპრილს, ზაკსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის # 3 ბარაკის ფანჯარიდან გადმოვიდა პატიმარი მაღალი ჩექმებით და ჯარისკაცის შარვლით. ის დაუყოვნებლივ გაემართა ბანაკის გარშემო მდებარე ქვის ღობისკენ. ქვის ღობე ორი მეტრის სიმაღლის იყო და გარშემორტმული იყო მაღალი ძაბვის მავთულხლართებით. - შეჩერდი ! დაბრუნდით თქვენს ბარაკში! წინააღმდეგ შემთხვევაში გესვრით! - ყვიროდა მორიგე. - მესროლეთ კაპრალო! ნუ იქნებით მხდალი! - უპასუხა პატიმარმა, რომელმაც მიაღწია კიდეც მაღალი ძაბვის ბარიერს. თითქმის ამავდროულად გაისმა გასროლა. CC- ის როტენფიურერმა, კონრად ჰაფრიჩმა ესროლა გაქცეულს. პატიმარი გარდაიცვალა. მეორე დღეს მივიდნენ სასამართლო ექსპერტები, ფოტოგრაფი, SS-ის მაღალჩინოსანი სამხედო პირები. სხეული დაწვეს და ბერლინში გადაგზავნეს. ომის დროს გერმანელები გულმოდგინედ იტყუებოდნენ. ისინი თვითმფრინავიდან ყრიდნენ ბუკლეტებს იაკობ ჯუღაშვილის სურათით, სადაც წერდნენ, თითქოს იაკობი თანამშრომლობდა გერმანელებთან. 2013 წლის 15 თებერვალს გერმანულმა ჟურნალმა "Spiegel"- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორბაჩოვმა მათ მისცა წვდომის საშუალება საიდუმლო დოკუმენტებზე, იაკობ ჯუღაშვილის ფაილებზე. ( თითქმის 400 გვერდი) და თითქოს ჟურნალს აქვს ფაქტები, რომ იაკობ სტალინი ნებაყოფლობით ჩაჰბარდა ტყვეობაში. მაგრამ ჟურნალს არ წარმოუდგენია რაიმე დამადასტურებელი ფაქტი. ბუნებრივია, ასეთი მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობდა. სტალინის ვაჟი, საბჭოთა ოფიცერი, ტყვედ ნებაყოფლობით არ ჩაჰბარდებოდა. ბევრი ექსპერტი და ისტორიკოსი თვლის, რომ იაკობმა სიცოცხლე ბანალური თვითმკვლელობით დაასრულა. შეიძლება, რომ ეს არც იყო თვითმკვლელობა. იაკობის საქმეს შეიძლება ეწოდოს გმირობა. მაღალი ძაბვის ღობესთან შეხებისას სიკვდილით იაკობმა ფაშისტებს არ მისცა შანსი, სტალინზე განეხორციელებინათ შანტაჟი. კიდევ არსებობს ვერსია, თითქოს იაკობი გარდაიცვალა 1941 წელს. გერმანელებმა კი იპოვეს მისი ორეული, მოიგონეს მისი ტყვედ ჩავარდნა და ასე ცდილობდნენ სტალინზე მანიპულირებას. 418 შეფასება არ არის
|