სხვა ვინ იყო პეტრე პირველის მამა?-რუსეთის მეფე თუ დედოფლის საიდუმლო საყვარელი ქართველი თავადი? 2018, 13 ნოემბერი, 14:43 დიდი რუსი მეფის, პეტრე პირველის დაბადება თავიდანვე საიდუმლოებით იყო მოცული. ის იყო უმცროსი ვაჟი მეფის, ალექსეი მიხაილოვიჩისა, მეორე ქორწინებიდან. ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ პეტრე პირველი იყო ქართველი თავადის შვილი. ასევე, არსებობს ვერსია, რომ პეტრე არის უცნობი, რომელიც ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნდა ნამდვილი მემკვიდრის ნაცვლად. ვარაუდი, რომ ალექსეი მიხაილოვიჩ რომანოვი არ არის პეტრე დიდის მამა, ისტორიული ფაქტებით ან დოკუმენტებთ არ არის გამყარებული. პირველი, მემკვიდრე დაიბადა მშობლების ქორწინებიდან ერთი წლის მერე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედოფალს თავისი მდგომარეობისთვის შეექმნა საფრთხე და სხვა ადამიანთან ჰქონოდა კავშირი, თუნდაც თაფლობის თვეში. მეორე, პეტრე პირველი ძალიან ჰგავდა თავის უფროს ძმას, ფიოდორ ალექსეევიჩს. მათი პორტრეტები ახალგაზრდობის ასაკში თითქმის იდენტურია. ალექსი მიხაილოვიჩი რომანოვების დინასტიის მეორე რუსი მეფეა. ის ორჯერ დაქორწინდა, პირველ ქორწინებაში მას 13 შვილი ჰყავდა, ხოლო მეორეში - მხოლოდ სამი, მათ შორის იყო რუსეთის მომავალი იმპერატორი, პეტრე დიდი. ალექსი ტახტზე 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი მოულოდნელად დაიღუპა, მალევე კი, დედაც მიჰყვა. მისი მმართველობის პერიოდში იგი ცნობილი გახდა 1648 წელს მოსკოვში ე.წ. "მარილის" აჯანყების მერე. ალექსეი რომანოვმა პირველად ჩაატარა ჯარის რეფორმა და დაამკვიდრა მცნება, დაქირავებული ჯარისკაცი. პეტრე პირველის მამა მეფე ალექსი კომპეტენტურად და დიპლომატიურად აწარმოებდა მოლაპარაკებას სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. მაგალითად, 1654 წლის იანვარში პერეშასლავ რადასთან უკრაინის ტერიტორიის ნაწილის იძულებით მიერთებაზე. ალექსეი რომანოვი ძალიან ადრე გარდაიცვალა - 46 წლის ასაკში, 1676 წლის 8 თებერვალს. იგი დაკრძალეს მთავარანგელოზის (კრემლის) საკათედრო ტაძარში. მას შემდეგ ტახტი მიიღო უფროსმა ვაჟმა მისი პირველი ქორწინებიდან, ფეოდორმა. მაგრამ მისი მმართველობა მხოლოდ 6 წელი გაგრძელდა. 1682 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. რადგან მას არ ჰყავდა მემკვიდრე, ტახტზე ავიდა პეტრე პირველი, მაგრამ მეფობდა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში. მეფე ივანეს მხარდამჭერებმა ორგანიზება გაუწიეს მძვინვარე აჯანყებას და პეტრე დიდი ტახტიდან ჩამოაგდეს. 773 შეფასება არ არის
|