x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"გუთნის რუსეთიდან ატომურ საბჭოთა კავშირამდე" - რა გზით ააღორძინა სტალინმა საბჭოთა კავშირის ეკონომიკა?(ნაწილი მეორე)
image

პირველი ნაწილი იხილე ამ ბმულზე


მაგრამ სტალინი სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენდა ციმბირის ოქროს საბადოების მიმართ. 20-იანი წლების შუა ხანებში ის ერთმანეთის მიყოლებით, დიდი ინტერესით კითხულობდა ბრეტ ჰარტისა და ბლეზ სენდარსის წიგნებს ამერიკული „ოქროს ციებ-ცხელების“ შესახებ და მის წარმოსახვაში უკვე იყო ოქროს მთები, რომლებიც სსრკ-ს მსოფლიო ეკონომიკის მწვერვალზე აიყვანდა.


სტალინი ხვდებოდა, რომ გამოფიტულ ციმბირის ოქროს საბადოებშიც კი, გაცილებით მეტის „აღება“ შეიძლებოდა - თუ მძლავრ ტუმბოებს და სამრეწველო აღჭურვილობას გამოიყენებდნენ, როგორც, მაგალითად, ამერიკელებმა გააკეთეს ალასკაში.


1927 წელს ახალი ტექნოლოგიების გასაცნობად აშშ-ში, ახლად ორგანიზებული "გლავზოლოტოს " ტრესტის ხელმძღვანელი ალექსანდრე სერებროვსკი გააგზავნეს.სსრკ ნარკომფინის კოლეგიის წევრი, რომელსაც ტროცკი ერთ დროს "საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთ საყრდენს" უწოდებდა.




თავისი გვარის შესაბამისად, სერებროვსკი (სერებრო-ვერცხლი)ნათელი და თვალსაჩინო პიროვნება იყო. სსრკ-ში „ძველი სკოლის“ ერთ-ერთი ნიჭიერი ინჟინერი, რომელსაც უკვე ჰქონდა საკმაო გამოცდილება სხვადასხვა სამრეწველო სფეროში, ინგლისურიც კარგად იცოდა, გააჩნდა პიროვნული ხიბლი და ადვილად შედიოდა ადამიანებთან კონტაქტში. ეს თვისებები აუცილებელი იყო, რადგან ალასკაში მას არა მხოლოდ უნდა ენახა, თუ როგორ მოიპოვებენ ამერიკელები ოქროს, არამედ უნდა გაეფორმებინა კონტრაქტები საჭირო აღჭურვილობის შესაძენად და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებიც მოეზიდა სსრკ-ში.



"ოქროს კაცი" ალასკიდან


სერებროვსკი ალიასკაზე ჩავიდა, როგორც "ძვირფას თავებზე" მონადირე - რომელმაც ზუსტად იცის, ვისი გადაბირება სურს საბჭოთა მხარეზე. მთავარი სამიზნე იყო ამერიკელი სამთო ინჟინერი ჯონ ლიტლპეიჯი, რომელიც ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი ოქროს საბადოს დირექციას. მას რეკომენდაციას უწევდნენ, როგორც ოქროს მოპოვების ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან და გამოცდილ სპეციალისტს. ეს უბრალო და ალალი გულის კაცი, რომელსაც ახლახან შეუსრულდა 33 წელი, დათანხმდა, გამხდარიყო მეგზური "წითელი ქვეყნის საბადოებში.

imageფოტოზე: ალექსანდრე სერებროვსკი



ლიტლპეიჯს იმ დროისთვის ალასკაზე მუშაობის 14 წლიანი მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, იქ შექმნა ოჯახი და ზოგადად სრულიად კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით. ამიტომ სერებროვსკის დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოუწია, რათა მისი ნდობა მოეპოვებინა.


ერთად ორი თვიანი მოგზაურობის დროს, ჯონი უფრო და უფრო სიმპატიით განეწყო ამ "დიდებულ რუსის"მიმართ, აღფრთოვანებული იყო მისი პროფესიონალიზმით, დაუღალავი ენერგიით, თავმდაბლობით და საღი განსჯით.


ერთხელაც სერებროვსკიმ ფრთხილად შეაპარა, რომ ცოლ-შვილთან ერთად გადასულიყო ციმბირში, აღუწერდა მის სილამაზეს (ალასკა მშვენიერია, მაგრამ ციმბირი კიდევ უკეთესია, მაშინვე შეგიყვარდებათ!), დაპირდა ბრწყინვალე კარიერას და დიდ ხელფასს, ლიტლპეიჯმა სრული ამერიკული გულწრფელობით უპასუხა:


- არ მომწონს თქვენი ქვეყნის წყობა. არ მომწონს ხელისუფლებაში მყოფი ბოლშევიკები.


სერებროვსკიმ მოჩვენებითი გაოცებით ჰკითხა:


- რაშია საქმე, რატომ არ მოგწონს?


-თქვენ გაქვთ ჩვევა, დახვრიტოთ ინჟინრები.


სერებროვსკიმ გაიღიმა და მშვიდი ხმით უპასუხა:


- აი, მე ვარ ბოლშევიკი, მრავალი, მრავალი წელია. ასე საშიში გეჩვენები?





ამ დიალოგის გახსენებისას, ლიტლპეიჯი წერს, რომ ის ნამდვილად შოკირებული იყო. რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ბოლშევიკი, მაგრამ, არა ისე, როგორც ეს თვინიერი და პროფესიონალი ადამიანი.


სერებროვსკიც, რომელიც შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა საკუთარი სტერეოტიპებით "ამერიკული კაპიტალიზმის" შესახებ, მალე თავადაც არანაკლებ შოკირებული დარჩა. აი, როგორ იხსენებდა ამას მისი „გიდი“:


” სერებროვსკი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ოქროს საბადოს, " ალასკა ჯუნოს" გენერალურ მმართველს შევახვედრე, ჩვენ ის მივედით შესვენების დროს და დავინახეთ მმართველი, რომელიც გამოვიდა გვირაბიდან ჭუჭყიანი სამუშაო ტანსაცმლით


სერებროვსკის რომ გავაცანი, გაოცდა. მან განზე გამიყვანა და მკითხა:


-თქვენ ამბობთ, რომ ეს არის გენერალური მმართველი?


ვუპასუხე:


- დიახ, ის არის.


სამივე წავედით კომპანიის სასადილოში, ერთ-ერთ გრძელ მაგიდასთან დავსხედით მუშებთან ერთად და ვისადილეთ.ავიღეთ, რას გვინდოდა. საბადოს რიგითო მუშები უსმენდნენ ჩვენს საუბარს და ხანდახან ერთვებოდნენ საუბარში.


ამ ჩვეულებრივმა ეპიზოდმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სერებროვსკიზე; ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ შესაძლებელი იყო გენერალური მენეჯერი საკუთარ მუშებთან ერთად სადილზე დამჯდარიყო ყოველგავრი ჭოჭმანის გარეშე. შემდეგ მას შევახსენე, რომ ალასკაში უფროსებს და მუშებს შორის კლასობრივი სხვაობა არ იყო.


-რუსეთში ასე არ არის?- ვკითხე. -მეგონა იქ ყველა თანასწორი იყო.


სერებროვსკიმ უცნაურად შემომხედა.


-ჯერ არა- მიპასუხა მან.




სამი თვის განმავლობაში სერებროვსკიმ შეძლო, ოჯახის ახლო მეგობარი გახდა და საბოლოო მიზანსაც მიაღწია. ლიტლპეიჯის ოჯახში ბჭობის შემდეგ, ყველაფრის აწონ-დაწონვის და სერებროვსკის დაპირებული მაღალი შემოსავლის დათვლის შემდეგ, წყვილმა გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში გამგზავრება.



ოფიციალურად, ამერიკა იმ წლებში არ თანამშრომლობდა ბოლშევიკებთან (მან სსრკ აღიარა მხოლოდ 1933 წელს). მიუხედავად იმისა, კერძო კომპანიებს ბოლშევიკურ რუსეთში ბიზნესის წარმოებიდ ინტერესი გააჩნდათ, თუმცა მცირე გამოცდილება ჰქონდათ. სხვა საქმეა გერმანელები. დიდი ხნის განმავლობაში ისინი მივლინებით მიდიოდნე "კომუნისტებთან" და ბევრი უკვე თვლიდა თავს ამ "შეშლილი ქვეყნის ექსპერტად". ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სსრკ-სკენ მიმავალ გზაზე, ლიტლპეიჯი ბერლინში შეჩერდა, კეთილგანწყობილმა გერმანელმა ინჟინრებმა ურჩიეს ადგილობრივი წესების დაცვა. დიახ, სსრკ-ში ინჟინერს მუშებთან კონსულტაცია არ უნდა ჰქონოდა, უკეთესია დაუკავშირდეს უფროსებს და პარტიულ მუშაკებს . მაგრამ ამავე დროს, არ უნდა გაკვირვებოდა თუ ისინი დროდადრო სადმე გაქრებოდნენ. ეს ყოველთვის ხდება, რადგან საბჭოთა მილიცია მუდმივად იჭერს "მავნებლებსა და დივერსანტებს". მილიციას უნდა დაეხმაროს - და გაამართლოს მათი ქმედებები. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

imageფოტოზე: ჯონ ლიტლპეიჯი




თავიდან ლიტლპეიჯი ოჯახით მოსკოვში სასტუმრო "მეტროპოლში" დასახლდა, ერთ კვირაში, წითელ მოედანზე 1 მაისის აღლუმზე მოხვდა შემთხვევით, თუმცა ბრბოს გამოეყო და სასტუმროში დაბრუნდა, მოგვიანებით მწარედ ინანა, ამბობდა, რომ "ხელიდან გაუშვა შანსი, ენახა მავზოლეუმის ტრიბუნაზე მდგომი სტალინი."


პირველად ის ოჯახთან ერთად ეკატერინბურგში (მაშინ სვერდლოვსკში), შემდეგ - სამხრეთით, პერმის რეგიონში გააგზავნეს, აქ იყო ოქროს საბადოები რომლებიც "მოწესრიგებულიყო". იჯახი მშვნივრდა მოეწყო : ოჯახს უსასყიდლოდ გამოუყვეს დიდი სახლი (ცხადია, ყოფილი მემამულის), დაუნიშნეს მზარეული, მოსამსახურეები და ბავშვებისთვის ძიძა. ალასკაში ეს არც დაესიზმრებოდა. მაგრამ ლიტპეიჯმა ვერ მოიშორა თავისი „დემოკრატიული“ ჩვევა: ის გამუდმებით ჩადიოდა მუშებთან ერთად მაღაროში, ასწავლიდა მათ, თუ როგორ უნდა ემუშავათ სანგრევი ჩაქუჩებით, იცავდა უსაფრთხოების ზომებს. რამდენჯერმე ამას თითქმის სკანდალი მოჰყვა, მაგრამ სულ რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც აღდგენილმა მაღარომ სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა და ინდუსტრიაში ყველაზე ეფექტური გახდა, პარტიის ხელმძღვანელობამ დააფასა ამერიკელის ინიციატივა. სამთო საქმის ახალ სახელმძღვანელოში, რომელიც გამოიცა სსრკ-ში 1929 წელს, უკვე კონკრეტულად იყო აღინიშნული, რომ ინჟინრები უნდა ჩასულიყვნენ მაღაროებში და მათან უნდა ემუშავათ და ეხელმძღვანელად


მიუხედავად ამისა, რომ საბადო, იმპორტული ტექნიკით იყო აღჭურვილი და „ამერიკული მოდელით“ მუშაობდა, 10-ჯერ ნაკლებად ეფექტური გამოდგა, ვიდრე ალასკის ანალოგიური საბადოები. თავიდან ლიტლპეიჯი ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, თუმცა თარჯიმნის დახმარებით გაერკვა სიტუაციაში და გაკვირვებული დარჩა, აღმოჩნდა, რომ მუშებს ფიქსირებულ ხელფასზე ამუშავებდნენ, ამიტომ არ ჰქონდათ მუშაობის სტიმული. მან შესთავაზა ხელფასი გამომუშავების მიხედვით, მაგრამ მაშინვე აუხსნეს, რომ ეს „კომუნისტური არ იყო“ და ჯობდა ყველაფერი ისე დაეტოვებინა, როგორც იყო.

image




სამუშაოსადმი დამოკიდებულება, რომელიც მას აქ შეხვდა, საკმაოდ კურიოზულად მიაჩნდა : „რუსებს, მუშებს და კომუნისტ მმართველებს ჰქონდათ გადაჭარბებული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეეძლო ამერიკულ ტექნოლოგიას; მათ უარყვეს რელიგია ნებისმიერი ფორმით, ღმერთის ადგილზე მექანიზმები დააყენეს და მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მანქანებს სათანადოდ უნდა მოეპყრო, რომ გამართულად იმუშაონ“, - წერდა ის.


რა თქმა უნდა, მან როგორღაც მოახერხა პირველი საბადოს და გადამამუშავებელი ქარხანის ამუშავება, მაგრამ მარტო ლიტლპეიჯი არ იყო საკმარისი ყველა საბადოზე. გარდა ამისა, იგი იძულებული გახდა მცირე დროით ამერიკაში დაბრუნებულიყო, რომ ქალიშვილები სკოლაში მიეყვანა - და სერებროვსკიმაც დრო იხელთა. მან დაავალა ჯონს ეპოვა და სსრკ-ში ჩამოეყვანა ამერიკელი სამთო ინჟინრების დიდი გუნდი.


1929 წელს საბჭოთა კავშირში ლიტპეიჯთან ერთად 175 ადამიანი ჩავიდა, რა თქმა უნდა მან ფუფუნებაში ცხოვრებისა და ბოლშევიკებისგან მიღებული უზარმაზარი ხელფასების შესახებ უამბო.


თავად ჯონმა კი " გლავზოლოტოს" ცენტრალური ოფისის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სერებროვსკი. დაპირებისამებრ, მისი კარიერა სსრკ-ში სწრაფად განვითარდა.


იგი დადიოდა ალტაიში, ტრანსბაიკალში, იაკუტიაში, ყაზახეთში, ლიტლპეიჯი გულმოდგინედ ამატებდა ახალ და ახალ ოქროს საბადოებს . ის უკვე თავისუფლად ლაპარაკობდა რუსულად და "გლავზოლოტოს" კოლეგები მას ჩვეულებრივ „ივან ედუარდოვიჩს“ ეძახდნენ. მათ საბჭოთა მოქალაქეობის მიღებაც კი შესთავაზეს - მაგრამ ჯონმა გადაწყვიტა არ ეჩქარა.


მალე საბჭოთა ოქროს საბადოებში ამერიკულმა აღჭურვილობამ სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა. ლიტლპეიჯისა და მისი კოლეგების წყალობით, 1934 წლისთვის სსრკ-მ ოქროს წარმოებთ გადაასწრო აშშ-ს და მზად იყო გაესწრო მთლიანი ბრიტანეთის იმპერიისთვის. მოსკოვში მორიგი ვიზიტის დროს ჯონი დაიბარეს კრემლში - და თავად

სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ კალინინმა ლიტლპეიჯს შრომის წითელი დროშის ორდენი გადასცა - იშვიათი ჯილდო უცხოელისთვის.


მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ჯონ ლიტლპეიჯი არ მუშაობდა არც დიდებისთვის და არც ორდენებისთვის. მხოლოდ ფულისთვის. თუმცა პარალელურად სულ ეკლებზე იჯდა, არ მოსწონდა საბჭოთა კავშირში მუშაობა.ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირში ცხოვრების დროს, ლიტლპეიჯი ცდილობდა დაენახა მხოლოდ ის, " რაც უნდა ენახა". მაგალითად, შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ დაწერილ მოგონებებშიც კი, მას არასოდეს უხსენებია ათიათასობით პატიმარი, რომლებას ამუშავბდნენ საბადოებში, მხოლოდ ერთხელ ახსენა ისინი.




1937 წლისთვის თითქმის ყველამ, 20000 ამერიკელმა სპეციალისტმა, რომლებიც მუშაობდნენ სტალინის ინდუსტრიალიზაციის გასაძლიერებლად, დატოვა საბჭოთა კავშირი. ზოგმა - საკუთარი ნებით, რადგან აშშ-ში დიდი დეპრესია დასრულდა და სამუშაოს სახლშიდაც იშოვიდნენ. სხვებმა სასწრაფოდ ჩაალაგეს ჩანთები, რადგან მიხვდნენ რომ სსრკ-ში 1937 წლის ტერორის ახალი ტალღას შეიძლება მათ თავზეც გაევლო. მაგრამ უმრავლესობა უბრალოდ გაათავისუფლეს, რადგან მათ თავიანთი საქმე გააკეთეს: ააგეს ქარხნები, მოაწესრიგეს ჩარხები და მოამზადეს საბჭოთა ინჟინრები.


General Electric-მა მიაწოდა გენერატორები დნეპროჰესს, ამერიკის რადიო კორპორაციამ დაიწყო რადიოტექნიკის წარმოება, Albert Kahn Inc. დააპროექტა ჩელიაბინსკის და სტალინგრადის ტრაქტორების ქარხნები, ხოლო International Harvester-მა შეავსო ისინი დაზგებით .

image

Ford Motor Company-მა დაიწყო მანქანების აწყობა ნიჟნი ნოვგოროდსა და მოსკოვში (ГАЗ и АЗЛК-ს ქარხნები), ხოლო კლივლენდის კომპანია Arthur McKee-მ ამ ქარხნებს ლითონი მიაწოდა, აღადგინა მაგნიტოგორსკის კომბინატი და ა.შ. საერთო ჯამში დაახლოებით 2000 უცხოურმა, ძირითადად ამერიკული ფირმამ, შექმნა საბაზისო სტალინური ინდუსტრია და ყველაფერს ამას იხდიდნენ იმ ოქროს საბადოებით, რომლის ამუშავებაც ლიტლპეიჯმა და სერებროვკიმ შეძლეს.


ლიტლპეიჯმა 1937 წელს მოულოდნელად დატოვა სსრკ და აშშ-ი დაბრუნდა. სერებროვსკის ორი თვის შემდეგ მიაკითხეს. მას უბრალოდ "დივერსიის მოწყობაში" და ეჟოვის წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდეს ბრალი და დახვრიტეს 1938 წლის 10 თებერვალს. ლიტპეიჯი მართალი იყო: ბოლშევიკებს ჰქონდათ ცუდი ჩვევა-ინჟინრების დახვრეტა.

2
350
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
350
  
2023, 24 თებერვალი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 თებერვალი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2