x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
"გუთნის რუსეთიდან ატომურ საბჭოთა კავშირამდე" - რა გზით ააღორძინა სტალინმა საბჭოთა კავშირის ეკონომიკა?
image

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში მოქმედი უმსხვილესი უცხოური კომპანიების 34%-მა შეზღუდა თავისი საქმიანობა რუსულ ბაზარზე, 15%-მა გადაწყვიტა მისი დატოვება რუსული ფილიალის სხვა მფლობელზე გადაცემით, ხოლო კიდევ 7%-მა განაცხადა, რომ გადის მაგრამ არ ყიდოს ბიზნესს. ასეთი გახლავთ სტრატეგიული კვლევების ცენტრის მონაცემები 2022 წლის სექტემბრისთვის. თუმცაეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლური კომპანიები ტოვებენ რუსულ ბაზარს - ასე მოხდა 1917 და 1937 წლებში. მაგრამ ყოველ ჯერზე ირკვეოდა, რომ მათ გარეშე შეუძლებელი იყო ეკონომიკის აღორძინება.


სტალინმა მოახერხა სსრკ-ში უცხოური ფირმების და სპეციალისტების მოზიდვა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისთვის, შემდეგ კი ისინი მოიშორა- და შექმნა მითი ქვეყნის მასშტაბით საერთო სახალხო პროექტების შესახებ, რომლებსაც ხალხის "მხრებზე გადაიარა".


ეს მითი დღესაც საფუძვლად უდევს საბჭოთა კავშირის სიდიადის წარმოდგენას, რის მიხედვითაც იგი დაეწია აშშ-ს; გუთნის და ნავთქურის ქვეყნიდან იქცა ტრაქტორის ქარხნების და დნეპროჰესის ქვეყნად. დიახ, ეს მითი ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ფაქტია, რომ სსრკ-ში ამერიკას თავად ამერიკელებმა „გაუსწრეს“. ხოლო ოქრო, რომელიც საჭირო იყო მათი მომსახურებისთვის, რუსეთშიდაც თავად ამერიკელები ეძებდნენ და მოიპოვებდნენ.




თანამედროვე ისტორიის საბჭოთა სახელმძღვანელოებში და ეკონომიკის სამეცნიერო ნაშრომებში სსრკ-ს ყველა მიღწევას მუდმივად ადარებდნენ მეფის რუსეთში არსებულ 1913 წლის მდგომარეობას.ისტორისკოსების თქმით, რევოლუციამდელ რუსეთთან შედარება აუცილებელი იყო, რადგან მსოფლიო ომის წლებში მკვეთრად შეიცვალა საბჭოთა ეკონომიკა: რამდენჯერმე გაიზარდა ინდუსტრიული წარმოება და ელექტროენერგიის გამომუშავება, გაჩნდა საკუთარი სააავტომობილო და ავია ინდუსტრია, ასე რომ ყოფილმა "აგრარულმა" ქვეყანამ ახლა მტკიცედ დაიკავა მეხუთე (და ზოგიერთის შეფასებით, მესამეც კი, აშშ-სა და გერმანიის შემდეგ). ) ადგილი მსოფლიო ინდუსტრიულ წარმოებაში.


ახალ ხელისუფლებას 10 წელი დასჭირდა, რათა რევოლუციით განადგურებული მეფის რუსეთის ინდუსტრიული დონისთვის რომ მიეღწია. რა თქმა უნდა, იმ დროს სხვა ქვეყნებიც არ იყვნენ გულხედაკრეფილები.


მაგრამ 1927 წელს სტალინს არ სურდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, გადაწყვიტა მომავალში დიდი ეკონომიკური ნახტომი გაეკეთებინა და დაწეოდა (შემდეგ კი გაესწრო) მეტოქეებითვის.


"ჩვენ 50-100 წლით ჩამოვრჩებით მოწინავე ქვეყნებს, ეს მანძილი ათ წელიწადში უნდა გავიაროთ."


ამგვარად დაიბადა ინდუსტრიალიზაციის გეგმა და გამოცხადდა „ხუთწლიანი გეგმების“ სტრატეგია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიეყვანა სსრკ გამარჯვებამდე. სსრკ-ში იყო საკმარისი იაფი მუშახელი, განსაკუთრებით გლეხების გაღატაკების შემდეგ, საბედნიეროდ, დაცარიელებული სოფლებიდან ისინი ახლა ქალაქებში მიილტვოდნენ და ოცნებობდნენ პროლეტარები გამხდარიყვნენ. მაგრამ კიდევ ორი ​​რამ იყო საჭირო: სპეციალისტები და ფული.


განათლება გაიყინული იყო "ზოგადი ნახევრად წიგნიერების" დონეზე, ცარისტული პერიოდის კარგი ინჟინრები (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ან დაიღუპნენ, ან დატოვეს ქვეყანა, ან კიდევ დახვრიტეს. ვინც იყვნენ დარჩენილები, ტექნოლოგია იმდენად შორს წავიდა ბოლო ათწლეულში, რომ მათ გადამზადება მოუწევდათ.


ბოლშევიკებს ფულის პრობლემაც ჰქონდათ. განადგურებულ სოფლის მეურნეობას, რომელიც „გაკულაკებით“ მიაღწიეს, შემოსავალი აღარ მოჰქონდა. სსრკ-ს სურსათი ექსპორტზე არ გაჰქონდა, არამედ ყიდულობდა. ცოტაოდენი ნავთობი, ქვანახშირი და სხვა წიაღისეული იყიდებოდა დასავლეთში. ეს იყო ფაქტობრივად ყველაფერი.ინდუსტრიალიზაციისთვის ფული და სპეციალისტები იყო საჭირო.



ფულის შოვნა უფრო ადვილი იყო. პირველ რიგში, იყიდებოდა რაიმე არასაჭირო ნივთები. უძველესი ხატები, ოქრო ეკლესიების გუმბათებიდან, საკურთხველებიდან ვერცხლის ჭურჭელი - ეს ყველაფერი 20-იანი წლების დასაწყისიდან რეგულარულად დოლარებში გროვდებოდა. მაგრამ ასევე იყო ნახატების აშკარად "ჭარბი" რაოდენობა მუზეუმებში.


პირველ ხუთწლიან გეგმამდე, აქტიურად დაიწყეს ხელოვნების ნიმუშების გაყიდვა ლონდონის აუქციონებზე.


1928 წლიდან 1933 წლამდე 6000 ტონაზე მეტი (და სხვანაირად როგორ უნდა დაეთვალათ?) ხელოვნების ნიმუში 20 მილიონ ოქროს რუბლად გაიყიდა, "3 მანეთი თითო კილოგრამ რემბრანდტში", ასე ხუმრობდნენ იმ პერიოდში.


"ეკონომიკური ნახტომისთვის" და ფულადი ბიუჯეტის უზრუნველსაყოფად, 1920-იანი წლების შუა ხანებში შეიქმნა საკავშირო ასოციაცია "ანტიკვარი" (რსფსრ გოსტორგის მთავარი ოფისი ანტიკვარიატი ყიდვა-გაყიდვისთვის), რომელიც ექვემდებარებოდა სახალხო კომისარიატს. ასოციაცია მუზეუმებისა და ბიბლიოთეკის ფონდებიდან საზღვარგარეთ კულტურული ფასეულობების რეალიზაციას ახდენდა


როგორც ნებისმიერ საბჭოთა დაწესებულებას ან საწარმოს, "ანტიკვარსაც" ჰქონდა გეგმა - გაეტანა წელიწადში 5 მილიონი მანეთის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები და იშვიათი წიგნები. (დღევანდელი კურსით ორნახევარი მილიარდი რუბლი).


"ანტიკვარის" პირველი მსხვერპლი იყო ლენინგრადის მუზეუმები-ერმიტაჟი და გარეუბანში მდებარე სასახლეები - პავლოვსკი, გაჩინა, სტროგანოვი და სხვა. ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ამ მუზეუმებიდან 16 მილიონი მანეთის ნიმუშები გავიდა (1927–28 წლების ფასებში).


„ანტიკვარის“ და სხვა კანტორების საქმიანობის წყალობით შესაძლებელი გახდა თითქმის ნახევრი თანხის შეგროვება. კიდევ რაღაც (2, 4 მილიონი ოქროს ფული) იაგოდამ, სტალინის თხოვნით, ბურჟუებისგან ჩამორთმეულ ნივთებით "ამოქაჩა".


ასეთი სახსრებით, უკვე შესაძლებელი იყო საქმის დაწყება. საჭირო იყო მხოლოდ შესაბამისი ადამიანების მოწვევა „იქითა მხრიდან“.


და ასეთი ხალხი ოპოვეს კიდეც.


გერმანიას, ვერსალის 1919 წლის ხელშეკრულების თანახმად, აკრძალული ჰქონდა სამხედრო ქარხნების აშენების უფლებას, ისინი პრინციპში არ იყვნენ წინააღმდეგი სსრკ-ს ტერიტორიაზე დაეწყოთ მშენებლობა (რა თქმა უნდა, გარკვეულ ხელსაყრელხელ პირობებში: რამდენიმე ჭურვები და ტანკები თქვენ და ცოტა ჩვენც). მაგრამ გერმანელებს უკან დაახევინეს ამერიკულმა ფირმებმა აშშ-დან, სადაც ზოგადად გრელდებოდა დიდი დეპრესია. ასე რომ, მათთან შესაძლებელი იყო გარიგება.



თავიდან, დასაწყისისთვის ინდუსტრიალიზაციისთვის ფული უნდა ყოფნოდათ.


მაგრამ სტალინს სულ სხვა გათვლები ჰქონდა, დასავლური რესურსები სსრკ-ს ეკონომიკის გაძლიერებისთვის კიდევ მრავალი წელი უნდა გამოეყენებინათ, ამიტომ ბრძანა ქვეყანაში მოეწვიათ არა მხოლოდ მშენებლები, ინჟინრები და მენეჯერები, არამედ სამთო სპეციალისტები. პირველ რიგში, ოქროს საბადოებზე. რათა უცხოელებზე გადახდის საშუალება ჰქონოდათ.


ოქრო, როგორც მოგეხსენებათ, ხელმისაწვდომი იყო ციმბირში, სადაც ნახევარი საუკუნის წინ უკვე იყო "ოქროს ციებ-ცხელება" - არანაკლები, ვიდრე ალასკაში. უბრალოდ, ამ ძვირფასი ლითონის წარმოების მოცულობა გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში სულაც არ იყო შთამბეჭდავი.


ადრე მდიდარი საბადოები ახლა უკვე გამოცარიელებული იყო, გიგანტური ზომის თვითნაბად ოქროს ზოდებს და ოქროს საბადოს ახალ ძარღვებს დიდი ხანია ვეღარ პულობდნენ. დარჩენილი იყო მხოლოდ ოქროს შემცველი ქვიშა, რომელსაც ხელოსანთა ასეულეობით პატარა არტელები, როგორც რევოლუციამდ, ყველაზე პრიმიტიული ხერხით, „გარეცხვით “მოიპოვებდნენ...მაგრამ სტალინი სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენდა ციმბირის ოქროს საბადოების მიმართ (კითხვის გაგრძელება>>>)


3
687
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
687
  
2023, 24 თებერვალი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 თებერვალი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3