x
მეტი
  • 01.02.2023
  • სტატია:125331
  • ვიდეო:355892
  • სურათი:498185
"ესაა რეალობა და ამაზე ბევრად უარესი....ერთი ნაბახუსევი, ერთი გადაღლით წაბორძიკება და მორჩა... მიფრინავ..."
image
მოქალაქე შაკო ჩიკვილაძე, ბოლო დროს მშენებლობებზე გახშირებულ უბედურ შემთხვევებს ეხმაურება, ნიმუშად ფოტოს დებს და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარის პოსტს აქვეყნებს:



"ესაა რეალობა და ამაზე ბევრად უარესი და ექსტრემალური სურათები, რომლებიც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ჩემთვის უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანების შესრულებით...
მეც ვმდგარვარ ასე და შემიკრია "აბალოვკა", მომიქსოვია "ვიაზანი" და ჩამისხია ბეტონი კოლონებში... ყველა ასე იყო და ჩვეულებრივი და ბუნებრივია ეს მათ საქმეში...
დამკვეთები კი ჩქარობენ, გაჩქარებენ, გსაყვედურობენ რომ ნელა მუშაობ, დროში ვერ ეტევი, აგერ (პირობითად) ჯემალის ბრიგადა გჯობია, უფრო სწრაფები არიან და გადარბიან კორპუსებს შორის გადებულ ფიცრებზე... შენც გადარბიხარ, აბა ხომ არ ჩამორჩები ჯემალის ბრიგადას? მერე ხელფასს დაგაკლებენ, სახლში მშიერი ცოლ-შვილი, ვალები... ფეხიც გიცდება და ვარდები...
არა უშავს ჯემალის ბრიგადაშიც დამარცხდა რამდენიმე კაცი, მთავარია მშენებლობა სწრაფი ტემპით მიდის...
ისევ შენი ბრალია... შენი ახალგაზრდობის და გამოუცდელობის, ან ასაკის და დაუძლურების, ან წინდაუხედავობის...
ან... სხვა რამის... ათასი მიზეზი შეიძლება მოიფიქრონ...

image

1209 კაცი ბოლო 7 წელიწადში... ოფიციალური სტატისტიკაა... ეს იცით რას ნიშნავს? უხეშად რომ დათვალო ყოველ მესამე დღეს ერთი ოჯახი უბედურდებოდა, ერთი ბავშვი ობლდებოდა, ახალმოყვანილი ცოლი ან შეყვარებული ქვრივდებოდა და დედა შავს იცმევდა... უმეტესობა ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე მხიარული ბიჭები... 18-დან 35 წლამდე... ერთი ნაბახუსევი, ერთი გადაღლით წაბორძიკება და ვსიო...
მიფრინავ...
ზემოდან ქვევით და ამავდროულად ქვემოდან ზევით... სულ ზევით... დაკოჟრილი ხელებით, ოფლით დაცვარული სახით და გადაღლილი თვალებით..."-




ოფიციალური სტატისტიკით, 2011-2016 წლის ივნისის ჩათვლით საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 252 ადამიანი ხოლო 724 დაშავდა.

ბოლო მონაცემებით 1209 მუშა დაიღუპა ან დასახიჩრდა.

მიმდინარე წლის 9 თებერვალს ნინო ჟვანიას #10-ში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა, 25 მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, შარშან დეკემბერში აღმაშენებლის გამზირზე კორპუსის მშენებლობაზე ორი მუშა გარდაიცვალა.2017 წლის 13 დეკემეერს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე სასტუმრო Sheraton Metechi Palace-ში სარემონტო სამუშაოებს ერთი მუშა, 25 წლის ახალგაზრდა შეეწირა.

2015 წელს სპორტის სასახლის უკან, გამოთვლითი მატემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ერთბაშად ობიექტზე მომუშავე ოთხი მუშა დაიღუპა.


და ეს არის მხოლოდ ნაწილი, უბედური შემთხვევების არასრული ჩამონათვალისა...




14 თებერვალს სტუდენტურმა მოძრაობა “აუდიტორია 115” -მა საპროტესტო აქცია თსუ-ს პირველი კორპუსიდან მსვლელობით დაიწყო და რუსთაველის გამზირზე დასრულდა სლოგანით "გახადე შრომა უსაფრთხო" -პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

"უკვე მეცხრე თვეა პარლამენტში კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს, მაინც აწყდება დაბრკოლებებს და მისი განხილვა დაუსაბუთებლად ჭიანურდება. კანონში კვლავ გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი საკითხები", - ნათქვამია განცხადებაში.

image


0
580
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0