x
მეტი
  • 14.04.2024
  • სტატია:134306
  • ვიდეო:352656
  • სურათი:508399
"მეპატრონე გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ, ბრაკონიერებმაც ისარგებლეს ოჯახის ტკივილით და გაანადგურეს ტბორი!" - კადრები ლანჩხუთიდან

image„M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“სოციალურ ქსელში საკმაოდ მძიმე ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც თან ვიდეო მტკიცებულება ახლავს.


"ლანჩხუთში ბრაკონიერები უკვე კერძო მეურნეობებს მიადგნენ!!სოფელ ქვიანში, ავტობანის პირას არსებული კერძო ტბორი განადგურებულია სრულიად! თევზს არ აღენიშნება დაავადებები, პარაზიტები, არ არის უჟანგბადობის პრობლემა! მეურნეობა განადგურებულია ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, რისი გაზიდვაც შეძლეს და მოასწრეს გაზიდეს, რაც დარჩათ ლპება წყალსატევში!


ვიდეომასალა გადაღებულია დღეს დილით, კერძო ტბორის მეპატრონე გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ, ბრაკონიერებმაც ისარგებლეს ოჯახის ტკივილით და გაანადგურეს ტბორი! აი, ასეთი ხალხია!!!


ეს ხალხი იგივეს ყოველდღიურად უკეთებს საქართველოს მდინარეებსა და საერთო სარგებლობაში არსებულ წყალსატევებს, ისინი თევზს არ მოიპოვებენ პირადი მოხმარების მიზნით, მოიპოვრბენ სარეალიზაციოდ და საკმაოდ სოლიდური ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. სხვა შემთხვევაში, თუნდაც ამ ტბორში სასროლი ბადის გამოყენებით, რამდენიმე საათში ათობით კილოგრამი თევზის დაჭერა იყო შესაძლებელი, მაგრამ ეს მათ არ აკმაყოფილებთ, მათი მიზანია მოიპოვონ ასობით კილოგრამიდა მიიღონ დიდი ფინანსური სარგებელი! ბრაკონიერობა საქართველოში დიდი ხანია იქცა ორგანიზებულ დანაშაულად!!! თევზის მარაგები წყალსატევებში კრიტიკულადაა შემცირებული, თუ სახელნეიფო დროულად არ მიიღებს ხისტ გადაწყვეტილებებს კერძო მეურნეობებზე შეტევები გახშირდება! ვინაიდან მდინარეებში თევზი უბრალოდ აღარ არის!!!

გაიღვიძეთ! თვალი გაუსწორეთ რეალობას! ათიათასობით ადამიანი აქ ქარის წისქვილებთან საბრძოლველად არ შევკრებილვართ!"

5
670
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
670
  
2023, 27 მაისი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 მაისი, 12:54
მართალი ხართ
2023, 25 მაისი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 9:23
ადრე ასეთ სტატიებზე "ქართველი ამას არ იზამდა"-ს წერდნენ ხოლმე :)
2023, 25 მაისი, 0:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5