რელიგია ზოგისთვის გმირი – ზოგისთვის ბოროტმოქმედი... გასული საუკუნის ყველაზე დაუნდობელი ლიდერები 2023, 20 თებერვალი, 9:09 როგორც ამბობენ — «ერთი ადამიანისთვის გმირი — სხვისთვის, შეიძლება, ბოროტმოქმედი იყოს!»... და რაც არ უნდა დიდი იყოს მიზანი, რიგ მეთოდებს, რომლითაც ქვემოთ დასახელებული ლიდერები, თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას ცდილობდნენ, გამართლება არ აქვს. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც «მიზანი — სიცოცხლეზე (სხვის სიცოცხლეზე) მეტია». ისტორიას არაერთი დიქტატორი ახსოვს, რომელიც ხალხის სახელით, "ქვეყნისთვის" და "ხალხისთვის" მუშაობდა და "იღვწოდა"... თუმცა აქ, მხოლოდ გასული საუკუნის პოლიტიკურ მოღვაწეებს და ქვეყნის პირველ პირებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის წლებში, არაერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირეს. ვლადიმერ ლენინი, რსფსრს სახალხო კომისართა საბჭოსა და სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს პირველი თავმჯდომარე (1917−1924 წწ.) 1917 წ. ლენინი ოქტომბრის რევოლუციის ლიდერი იყო, რომელმაც მეფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსული დროებითი მთავრობა დაამხო. სამწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, ქვეყანაში ძალაუფლება ბოლშევიკებმა აიღეს. «რევოლუციის, ომისა და შიმშილის ამ პერიოდში, ლენინმა საშინელი უყურადღებობა გამოიჩინა თავისი თანამემამულეების ტანჯვის მიმართ და დაუნდობლად გაანადგურა ოპოზიცია», — წერს ВВС. ბენიტო მუსოლინი, იტალიის ფაშისტი დიქტატორი (1922−1943 წწ.) I მსოფლიო ომიდან დემობილიზაციის შემდეგ, მუსოლინიმ დააარსა იტალიის ფაშისტური პარტია, რომელსაც მხარს იმედგაცრუებული ომის ვეტერანები უჭერდნენ. სწორედ მათგან მოხდა «შავპერანგიანების» რაზმების ფორმირება. მან დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა დაიწყო და 1925 წ. იტალიის ლიდერი გახდა. რამდენიმე თავდასხმას გადარჩენილმა მუსოლინიმ, ერთხელ თქვა: «თუ შეტევაზე გადავდივარ, უკან მომყევით. თუ უკან დავიხევ – მომკალით. ხოლო, თუ დავიღუპები, ჩემს გამო, შური იძიეთ…» 1936 წ. ის ალიანსში შევიდა ადოლფ ჰიტლერთან. შემდეგ კი, მთელი რიგი ანტისემიტური დეკრეტები გამოსცა. 1945 წ. აპრილში, უკვე ხელისუფლებიდან ჩამოშორებულმა მუსოლინიმ გაქცევა სცადა, მაგრამ ანტიფაშისტებმა მოკლეს და მილანის ლორეტოს მოედანზე თავდაყირა ჩამოკიდეს. იოსებ სტალინი, სსრ კავშირის კპ–ს და ცკ–ს პირველი მდივანი (1922−1953 წწ.) გასული საუკუნის 30–იან წლებში სტალინის მიერ გატარებულ ინდუსტრიალიზაციას და კოლექტივიზაციას, თან მასიური შიმშილი ახლდა. ამას გარდა, გულაგის შრომით ბანაკებში, არაადამიანურ პირობებში, მილიონობით ადამიანი იხდიდა სასჯელს. ადოლფ ჰიტლერი, გერმანიის რაიხსკანცლერი (1933−1945 წწ.) 1941 წლის ბოლოს, ჰიტლერის გერმანიის იმპერია, ანუ მესამე რაიხი თითქმის მთელ ევროპას და ჩრდილოეთ აფრიკის უმეტეს ნაწილს მოიცავდა. მან გეგმა შეიმუშავა იდეალური რასის შესაქმნელად. მისი განკარგულებით ებრაელებს, სლავებს, ბოშებს, ჰომოსექსუალებს და პოლიტიკურ ოპონენტებს საკონცენტრაციო ბანაკებში აწამებდნენ, იძულებით ამუშავებდნენ და ანადგურებდნენ. ზოგიერთი ცნობით, ჰიტლერის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ნაცისტებმა განზრახ, დაახლოებით, 11 მლნ. ადამიანი მოკლეს. ფრანსისკო ფრანკო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი (1938−1973 წწ.) ნაცისტური გერმანიისა და ფაშისტური იტალიის დახმარებით, ფრანკომ ესპანეთის სამოქალაქო ომში (1936–1939 წწ.) გაიმარჯვა და ხელისუფლების სათავეში მოექცა. მისი რეჟიმის დროს, ბევრმა სახელმწიფო მოღვაწემ ქვეყანა დატოვა, ხოლო ვინც დარჩა, სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა. ოფიციალური (დასაშვები) რელიგია კათოლიციზმი იყო, კატალონიური და ბასკური, სახლის გარეთ, აკრძალული იყო. ფრანკო რეჟიმს უზარმაზარი საიდუმლო პოლიციის ქსელი ჰქონდა და ყველაფერს აკონტროლებდა. მაო ძედუნი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი (1949−1976 წწ.) ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა მაო ძედუნმა სახალხო რესპუბლიკა დააარსა. მისი ხელმძღვანელობით, მრეწველობა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცა. ხოლო, საფერმერო მეურნეობების ბაზაზე, კოლმეურნეობები შეიქმნა. იმ დროს, ნებისმიერი ოპოზიცია დაუნდობლად უსწორდებოდნენ. მაოს მომხრეების აზრით, მან ჩინეთის მოდერნიზება და გაერთიანება მოახდინა და ის მსოფლიო ზესახელმწიფოდ აქცია. თუმცა, ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მისმა პოლიტიკამ, შიმშილი გამოიწვია, ასევე, იძულებითი შრომისა და სიკვდილით დასჯის შედეგად, უამრავი ადამიანი დაიღუპა. უხეში დათვლებით, მაო ძედუნის პოლიტიკას 40 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლ პოტი, კამბოჯის პრემიერ მინისტრი (1975−1979 წწ.) პოლ პოტი და მისი კომუნისტური, ქმერული მოძრაობა კამბოჯაში, სოციალური პოლიტიკის წარმოუდგენლად სასტიკ მეთოდებს იყენებდა და მიზნად, ხალხის სოფლად გადასახლებით, აგრარული უტოპიის შექმნას ისახავდა. ექიმები, მასწავლებლები და სხვა პროფესიონალები იძულებულნი იყვნენ მინდვრებში ემუშავათ. ნებისმიერი, ვინც საკუთარ თავს ინტელექტუალად ჩათვლიდა — სიკვდილით სჯიდნენ. ხშირად, ადამიანებს მხოლოდ სათვალის ტარების, ან უცხო ენის ცოდნის გამო ასამართლებდნენ. პოლ პოტის მმართველობის 4 წლის მანძილზე, 2 მილიონამდე კამბოჯელი სიკვდილით დასაჯეს, ან მძიმე შრომის და შიმშილისგან დაიღუპა. ინდი ამინი, უგანდის პრეზიდენტი (1971−1979 წწ.) გენერალმა ინდი ამინმა უგანდის არჩეული ხელისუფლება დაამხო და საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის შემდეგ კი, ქვეყანას დაუნდობელი მეთოდებით 8 წელი მართავდა. იმ პერიოდში, უგანდაში, დაახლოებით, 300 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მან ასევე, ქვეყნიდან განდევნა უგანდას აზიური მოსახლეობა (ძირითადად, ინდიელები და პაკისტანელები) და საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავდა სამხედრო ხარჯებზე, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური რეცესია გამოიწვია. აუგუსტო პინოჩეტი, ჩილეს რესპუბლიკის პრეზიდენტი (1973−1990 წწ.) პინოჩეტმა 1973 წელს, აშშ–ს ხელისუფლების მხარდაჭერით, 1970 წ. არჩევნების გზით მოსული, სალვადორ ალიენდე გოსენსის ხელისუფლება დაამხო. სამხედრო გადატრიალების შემდეგ კი, ჩილეს ბევრი მოქალაქე უკვალოდ გაქრა. ხოლო, 35 ათასამდე ადამიანი აწამეს. პინოჩეტი მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე სასამართლოს წინაშე წარდგებოდა, ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალდებით. ამავდროულად, ის თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა, რამაც ინფლაცია შეამცირა და 70-იანი წლების ბოლოს, ეკონომიკური ბუმიც კი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ 80-იანი წლების შუა პერიოდიდან – 90-იანი წლების ბოლომდე, ჩილეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკა ჰქონდა, ლათინურ ამერიკაში. არხის სხვა სიახლეები:* 12 წლის წინ შიმპანზე ადამიანის მამა გახდა – "ანგოლას ბავშვი–სასწაული"* "კატები კარგი პატრონები არიან, მთავარია თქვენ გახსოვთ, თქვენი ადგილი"* შინაური ცხოველები მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში* სოციალურ ქსელში გაზიარებული უცნაური აღმოჩენები* მარტივი წესი, რომელსაც ცხოვრების შეცვლა და შემსუბუქება შეუძლია* S, M და L ზომის ერთი და იგივე სამოსი. 15 ფოტო, რომელიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ* სახალისო ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე451 2-ს მოსწონს 1-ს არა
|