x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
12 წლის წინ შიმპანზე ადამიანის მამა გახდა – "ანგოლას ბავშვი–სასწაული"

ანგოლაში აღმოაჩინეს ბავშვი, რომელიც, სავარაუდოდ, ქალის შიმპანზესთან ურთიერთობის შედეგად დაიბადა. მამის შესახებ ინფორმაცია, სიკვდილის წინ, თავად დედამ გაუმჟღავნა ბიჭს.

ეს უცნაური ისტორია – Africa Daily News პორტალმა გაავრცელა.


image


ანიტა დემბო კამეას ეროვნულ პარკში (Parque Nacional de Cameia), უსაფრთხოების ინსპექტორად, 1998 წლიდან მუშაობდა. მან სიკვდილის წინ, შვილს უთხრა, რომ წლების მანძილზე ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა შიმპანზესთან და სწორედ ის იყო მისი მამა. მოზარდმა დედის სიტყვები მაშინვე დაიჯერა...

მას შემდეგ, 12 წლის აუგუსტო დემბოს ცხოვრება, რომელიც ამჟამად დეიდასთან, ლუანდაში ცხოვრობს, რადიკალურად შეიცვალა. მასზე მაშინვე ალაპარაკდნენ ახალ ამბებში. ხოლო, მეცნიერებმა ბავშვის გენეტიკური კოდის ამოცნობაზე დაიწყეს მუშაობა.... და აუგუსტო ცნობილი სახე გახდა.

ლუანდის მუნიციპალური საავადმყოფოს სპეციალისტის, ანტონიო მენდესის თქმით, აფრიკის ამ რეგიონში, ადამიანებს და პრიმატებს შორის, მსგავსი ურთიერთობა იშვიათი არ არის. თუმცა, ამის შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობს.


image


ხმებმა "უცნაური" ბავშვის შესახებ, ანგოლის პრეზიდენტამდე ჟუან ლორენსომდეც მიაღწია და მან ბიჭს – "ანგოლას ბავშვი–სასწაული", "ღმერთის ნიშანი" და "ანგოლას რესპუბლიკის სიდიადის დასტური" უწოდა. სიახლეს გამოეხმაურნენ ეროვნული პარკის წარმომადგენლებიც. მათ განაცხადეს, რომ გმობენ ცხოველებთან ნებისმიერ შეუფერებელ ქმედებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ექსპერიმენტი შიმპანზეებზე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩატარდა. მაგრამ, ასეთი შედეგი არსად მიუღიათ.

გენეტიკოსების კვლევა, ფაქტთან დაკავშირებით, ჯერ–ჯერობით არ დასრულებულა. ამიტომ, რთული სათქმელია, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, აუგუსტო დედის აღიარება.


P. S. უკანასკნელი კვლევის თანახმად, ადამიანის გენომი 30-35 ათასი გენისგან შედგება. ამასთან, ამ გენების 99% შიმპანზეს გენებს ემთხვევა (გენეტიკური განსხვავებები დნმ-ის დონეზე, ადამიანებს შორის, საშუალოდ, 1000-დან – 1 ნუკლეოტიდია (ე.ი. 0.1%), ხოლო ადამიანებსა და შიმპანზეებს შორის – 100-დან – 1 ნუკლეოტიდი (ანუ 1%)). მაგრამ, კვლევის ყველაზე მოულოდნელი შედეგი, ადამიანს 223 გენის აღმოჩენა იყო, რომელიც ფაუნის არცერთ წარმომადგენელს არ გააჩნია და სწორედ ეს გენები განასხვავებს ადამიანს მაიმუნისგან და პასუხისმგებელია ჩვენს ისეთ თვისებებზე, როგორიც არის გონიერება, მეტყველება და საერთოდ, ყველაფერზე, რითაც ჩვენ ცხოველებისგან განვსხვავდებით. იხ. სრულად >>>

image

არხის სხვა სიახლეები:


* "კატები კარგი პატრონები არიან, მთავარია თქვენ გახსოვთ, თქვენი ადგილი"

* შინაური ცხოველები მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში

* სოციალურ ქსელში გაზიარებული უცნაური აღმოჩენები

* მარტივი წესი, რომელსაც ცხოვრების შეცვლა და შემსუბუქება შეუძლია

* ფერიების და ელფების ნახვა დღესაც შეიძლება

* S, M და L ზომის ერთი და იგივე სამოსი. 15 ფოტო, რომელიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ

* ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ქალებზე ამბობენ – 9 მცდარი სტერეოტიპი

* სახალისო ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე



0
1861
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1861
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0