x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შინაური ცხოველები მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში

თურქეთსა და სირიაში მომხდარმა 7, 7 და 7, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის საშინელმა მიწისძვრამ, რომელიც 10 პროვინციას შეეხო, 40 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეხანძრე–მაშველებს ნანგრევებიდან მხოლოდ ადამიანები კი არა, შინაური ცხოველებიც ამოჰყავთ.


image


თუმცა, უნდა ითქვას, რომ რესურსები, ადამიანების გადასარჩენადაც არ არის საკმარისი... მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოხალისეები გულგრილობას არ იჩენენ ოთხფეხა მეგობრების მიმართ და მათ ყველანაირად ეხმარებიან.


image


ნანგრევებიდან ათასობით კატა და ძაღლი ამოჰყავთ. ხოლო, მზრუნველი ადამიანები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვებს აგროვებენ, რომ სტიქიას გადარჩენილები ცხოველები, შიმშილით არ დაიხოცნენ.


image

საერთაშორისო დახმარების მიუხედავად, თურქეთში სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის და შინაური ცხოველები, სტიქიის ზონაში, მთლიანად მოხალისეებზე და მზრუნველ ადამიანებზე არიან დამოკიდებულნი...



აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიწისძვრით დაზარალებული ცხოველების გარდა, რეგიონში კინოლოგებიც მუშაობენ, სპეციალურად ასეთი სიტუაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლებით. უამრავი მოწყობილობა არსებობს, ასეთი სტიქიური უბედურების შემდეგ, გადარჩენილების საპოვნელად. მაგრამ, სამძებრო–მაშველი ძაღლები, ამ ამოცანას უფრო ეფექტურად უმკლავდებიან, ვიდრე ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგიები.

მაგ., ქ. მალათიაში, მაძებარი ძაღლი "Köpük" (ქაფი), მიუხედავად იმისა, რომ თათები დაიზიანა, მაინც აგრძელებს სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას. ის დანგრეულ ქალაქში, პრაქტიკულად პირველი დღიდან იბრძვის ადამიანების და ცხოველების სიცოცხლის გადარჩენისთვის.


image



image

არხის სხვა სიახლეები:


* მარტივი წესი, რომელსაც ცხოვრების შეცვლა და შემსუბუქება შეუძლია

* ფერიების და ელფების ნახვა დღესაც შეიძლება

* S, M და L ზომის ერთი და იგივე სამოსი. 15 ფოტო, რომელიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ

* ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ქალებზე ამბობენ – 9 მცდარი სტერეოტიპი

* როგორ წარმოედგინა სტალინს ადამიანის თავისუფლება?

* სახალისო ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* თუ გაცნობის და მოხიბვლის დიდოსტატი არ ბრძანდებით – ეს რჩევები თქვენთვის არის



0
267
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0