ფოტოგრაფია ამაღელვებელი ისტორიული ფოტოები, რომლებიც გულგრილს ვერავის დატოვებს 17 თებერვალი, 12:14 ისტორია ისეთი მეცნიერებაა, რომელსაც ადამიანები სახელმძღვანელოებისა და ენციკლოპედიის საშუალებით ეცნობიან. ბოლო დროს ისტორიასთან შეხება ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდა. საუბარია მსოფლიო აბლაბუდაზე. დღეს, ყველა ვინც ისტორიით არის დაინტერესებული, შეუძლია მსოფლიო ქსელში შევიდეს და მისთვის საინტერესო ეპოქის ან კონკრეტული მოვლენის შესახებ არსებული ვიდეომასალა ან ფოტოკადრები სახლიდან გაუსვლელად იხილოს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საინტერესო, რარიტეტული ფოტოების ნახვა მხოლოდ არქივის საშუალებით იყო შესაძლებელი, ახლა კი კაცობრიობის ისტორიის ნებისმიერი პერიოდის შესწავლა არა მხოლოდ წიგნების, არამედ ფოტოების საშუალებითაც შეიძლება. დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ საინტერესო ისტორიულ კადრებს, რომლებიც შესაძლოა ბევრ თქვენგანს აქამდე არსად უნახავს.![]() კატა კუთვნილი რძის პორციას იღებს, სანამ მეორე საკუთარ რიგს მოთმინებით ელის, 1954 წელი![]() ეს ფოტო მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს არის გადაღებული. მასზე გამოსახული არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბიჭუნა ამაზონის ჯუნგლებში იპოვეს. ისინი ფიქრობდნენ რომ ბიჭი სოციალიზებული არ იყო და ხალხის ეშინოდა, თუმცა ერთი შეხედვით ის სრულიად ნორმალურად გამოიყურებოდა, მას თმაც მოვლილი ჰქონდა და საკმაოდ ადეკვატურადაც ეცვა. აღმოჩნდა, რომ ბიჭი იშვიათი გენეტიკური დაავადებით იტანჯებოდა, მაგრამ როგორ აღმოჩნდა ის ჯუნგლებში?![]() მშვენიერი, ახალგაზრდა გოგონები დროს გერმანიის ერთ-ერთ სანაპიროზე ატარებენ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს სანაპირო ამჟამინდელი კალინინგრადის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს. ფოტო კი ომის დაწყებამდე, გასული საუკუნის ოცდაათიან წლებშია გადაღებული.![]() ფოტოზე მზრუნველი მიმტანი გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ცირკის დათვის ბელს თაფლით კვებავს.![]() მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძოლის ველზე გაგზავნამდე ჯარისკაცები შეყვარებულებს და ცოლებს ემშვიდობებიან.![]() საუკეთესო მეგობრები![]() პატარა კერი ფიშერი დედისს, დები რეინოლდსის სცენაზე გამოსვლას კულისებიდან ადევნებს თვალს, 1963 წელი![]() პატარა გოგონა პინგვინებთან ერთად ხელჩაკიდებული ლონდონის ზოოპარკში სეირნობისას, 1937 წელი![]() ებრაელი ქალი, ზის სკამზე რომელსაც აწერია "მხოლოდ ებრაელებისთვის", ავსტრია, 1938 წელი![]() პატარა ბიჭუნა თავის საუკეთესო მეგობართან საწოლს იზიარებს![]() მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიწასთან გასწორებული დრეზდენი![]() პატარა ფრანგი ბიჭუნა, 1952 წელი1744 შეფასება არ არის |