ამოცანები 7 მარტივი და ერთი რთული გამოცანა (პასუხები აქვს) 2023, 20 თებერვალი, 10:54 აქ გამოცანებს გთავაზობთ, რომელიც ყურადღების კონცენტრაციის განვითარებას უწყობს ხელს. გონებამახვილი ადამიანებისთვის, ეს იმდენად მარტივი გამოცანებია, რომ პასუხის გაცემა მათ, შეკითხვის წაკითხვისთანავე შეუძლიათ. დათვლით, თუ ლოგიკას გამოიყენებთ, თქვენი საქმეა. მთავარი ის არის, რომ გამოცანა ყურადღებით წაიკითხოთ, რომ არ მოტყუვდეთ. 1. დეკემბერი იდგა. ბაღში ჯერ ერთი ალუბალი გაყვავდა, შემდეგ 3 ვაშლი და ბოლოს 2 ქლიავი. სულ რამდენი ხე გაყვავდა? 2. ხეზე იჯდა 2 ბეღურა. ერთმა გაფრენის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენი დარჩა? 3. მაგიდაზე 5 ბანანი დევს. დედამ ერთი ბანანი გაფცქვნა და ისევ მაგიდაზე დადო. რამდენი ბანანი დარჩა? 4. დედამ 1 თავი კომბოსტო, 3 ბროკოლი და 5 სტაფილო მოიტანა. სულ რამდენი ხილი მოიტანა? 5. ძროხა 10 ლ. რძეს იწველის. რამდენს იწონის 1 კგ შაქარი, თუ შესქელებული რძის მომზადებისას, რძე ორთქლდება და მხოლოდ მეხუთედი რჩება? 6. დილით ცაში 6 პინგვინი მიფრინავდა. თითოეულს ნისკარტით 2–2 თევზი მიჰქონდა. სულ რამდენი თევზი ჰქონდათ? 7. ქათამს 10 წიწილა ჰყავდა. დილით, 2–ს გარდა ყველა გაიქცა, რამდენი წიწილა დარჩა დედასთან. და კიდევ ერთი ლოგიკური ამოცანა, რომელიც ბევრს აბნევს: 8. რამდენს იწონის ძაღლი, კატა და კურდღელი ერთად? თუ კატა და კურდღელი ერთად – 10 კგ–ს იწონის; ძაღლი და კურდღელი – 20 კგ–ს; ძაღლი და კატა – 24 კგ–ს.
პასუხი: 1. 0. დეკემბერში ხე არ ყვავის. 2. 2 – გადაწყვეტილების მიღება, გაფრენას არ ნიშნავს. 3. 5 4. 0 5. 1 კგ. 6. პინგვინები არ დაფრინავენ 7. 2 8. 27 კგ. ახსნა: ვთქვათ კურდღლის წონა – X–ია მაშინ კატა იქნება 10 – X ძაღლი – 20 – X კატა და ძაღლი ერთად: 20 – X + 10 – X = 24 –2X = – 6 X = 3 ე. ი. კურდღელი იწონის 3 კგ–ს. 10 – 3 = 7 – ეს არის კატის წონა 20 – 3 = 17 – ძაღლის წონა 17 + 7 + 3 = 27 კგ – ყველა ერთად. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:* თუ ტვინის გავარჯიშება გინდათ – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)* 3 მემკვიდრეობა და "ექსპრეს"–თავსატეხი (პასუხები აქვს)არხის სხვა სიახლეები:* ზოგისთვის გმირი – ზოგისთვის ბოროტმოქმედი... გასული საუკუნის ყველაზე დაუნდობელი ლიდერები* 12 წლის წინ შიმპანზე ადამიანის მამა გახდა – "ანგოლას ბავშვი–სასწაული"* "კატები კარგი პატრონები არიან, მთავარია თქვენ გახსოვთ, თქვენი ადგილი"* სოციალურ ქსელში გაზიარებული უცნაური აღმოჩენები* მარტივი წესი, რომელსაც ცხოვრების შეცვლა და შემსუბუქება შეუძლია* S, M და L ზომის ერთი და იგივე სამოსი. 15 ფოტო, რომელიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ* სახალისო ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე1242 4-ს მოსწონს
|