x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3 მემკვიდრეობა და "ექსპრეს"–თავსატეხი (პასუხები აქვს)

I. ერთმა ჯენტლმენმა ანდერძის შედგენისას, მემკვიდრეობა 3 მსახურს შორის გაანაწილა. დამლაგებელმა მასთან 3–ჯერ უფრო დიდ ხანს იმუშავა, ვიდრე სახლის მმართველმა, ხოლო მზარეულმა — 2–ჯერ მეტ ხანს, ვიდრე დამლაგებელმა.

მის მიერ დატოვებული თანხა, პროპორციული იყო და თითოეულის მუშაობის ხანგრძლივობის შეესაბამებოდა. ხოლო, მემკვიდრეობის საერთო თანხა 7000 დოლარს შეადგენდა.

კითხვა: რა თანხას მიიღებს თითოეული მსახური?

image


II. ბუფალოს და ნიუ–იორკს შორის მატარებელი დადის. მატარებელი ნიუ-იორიდან ყოველ დილით, ზუსტად 9 სთ–ზე გადის და 12 საათის შემდეგ, ბუფოლოში, ზუსტად საღამოს 9 სთ–ზე ჩადის. ხოლო, ნიუ-იორკში მიმავალი მატარებელი, ბუფოლოს ყოველ 30 წთ–ში ტოვებს... და ასე მთელი დღე–ღამის მანძილზე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ნიუ-იორიდან — ბუფოლოში მიმავალ მატარებელში ზიხართ, რომელიც ნიუ–ორკის ვაგზლიდან დილის 9 სთ–ზე გამოდის.

კითხვა: ნიუ-იორკიდან გამოსვლის მომენტიდან, ბუფოლოში ჩასვლის მომენტამდე, ბუფოლოდან უკანა გზაზე მომავალ, რამდენ მატარებელს შეხვდებოდით გზაში?


პასუხები:

imageI. რადგან მემკვიდრეობის თანხა პროპორციული იყო, თითოეულის მუშაობის ვადის ხანგრძლივობის, მაშინ თანხა 10 წილად უნდა გაიყოს (მზარეულმა — 2–ჯერ მეტ ხანს იმუშავა, ვიდრე დამლაგებელმა, დამლაგებელმა კი 3–ჯერ მეტ ხანს, ვიდრე სახლის მმართველმა, ანუ მზარეულმა 6–ჯერ მეტ ხანს იმუშავა, ვიდრე სახლის მმართველმა: მზარეულის – 6, დამლაგებლის –3 და სახლის მმართველის –1). 7000 დოლარის ერთი წილი 700 დოლარი იქნება. ე. ი. სახლის მმართველი 700 დოლარს მიიღებდა, დამლაგებელი — 2100 და მზარეული — 4200.


II. პასუხი არის 25. პირველი მატარებელი, ნიუ–ორკის ცენტრალურ ვაგზალზე, დილის 9 სთ–ზე გამოჩნდა. ეს მატარებელი ბუფოლოდან, წინა დღის, საღამოს 9 სთ–ზე გამოვიდოდა. შემდეგი 12 სთ–ს მანძილზე, თქვენ ბუფოლოდან მომავალ მატარებელს, ყოველ 30 წუთში შეხვდებით, ე. ი. გზაში 23 მატარებელს დაინახავთ. ამას დაუმატეთ პირველი მატარებელი, რომელიც სადგურში, თქვენი იქიდან გამოსვლის მომენტში შევიდა და მატარებელი, რომელიც თქვენი ბუფოლოში ჩასვლის მომენტში, 9 საათზე იქიდან გამოვიდა. სულ — 25 იქნება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ორგიები დედათა მონასტერში

* მობილიზაციას გაქცეული რუსები და ქვეყნები, რომლებმაც ისინი მიიღეს

* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა

* 5 გასართობი თავსატეხი (პასუხები აქვს)

* ყველაზე დიდი დრამა პუტინისთვის

* XX საუკუნის 10 ყველაზე დაუნდობელი ლიდერი

* ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ცხოველები – ტოპ 15



1
239
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
239
  
2022, 30 სექტემბერი, 1:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1