საზოგადოებრივი ჰიტლერის "საბჭოთა ტური" და ფიურერის მკვლელობის მცდელობა სმოლენსკში 21 თებერვალი, 16:01 არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჰიტლერი მთელი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს, ბუნკერში იყო და იქიდან მართავდა სიტუაციას. ბუნკერს თავს, ის მხოლოდ ომის ბოლო პერიოდში აფარებდა თავს. მანამდე კი, ვიდრე ფრონტზე სიტუაცია ფაშისტური გერმანიის საკეთილდღეო იყო, ფიურერი მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში მოგზაურობდა, მონაწილეობდა სამხედრო შტაბის ოპერატიული შეხვედრებში, რომელიც ფრონტის ხაზის სიახლოვეს იმართებოდა... ![]() ჰიტლერს ასევე უყვარდა მისი ჯარების მიერ ოკუპირებული ევროპული სახელმწიფოების დედაქალაქების მონახულება. ის იქ სპეციალური, ბრონირებული მატარებლით ან მასზე მიმაგრებული სპეციალური თვითმფრინავით ჩადიოდა. სსრ კავშირში ვიზიტამდე, ფიურერი პარიზში იყო და თავისი მონაპოვრით დატკბა. ხოლო, შემდეგ, ამ გრძნობის გაძლიერება, სსრ კავშირში მოგზაურობით გადაწყვიტა. ჰიტლერი ლიტვაში «ბარბაროსას» გეგმა, ომის დაწყების პირველ თვეებში, საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა, რაც გერმანელებს სწრაფი გამარჯვების იმედს აძლევდა. იმაში დარწმუნებული, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ჰიტლერი ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ლატვიაში ჩადის. ![]() მან კლაიპედაში, ერთ–ერთი სახლის აივნიდან, ლატვიაში მყოფ, გერმანელ მეომრებს და იქ იძულებით მიყვანილ მშვიდობიან მოსახლეობას მიმართა. დღეს ის სახლი ქალაქის ღირსშესანიშნაობად ითვლება და ადგილობრივი გიდები მას ტურისტებს აჩვენებენ. არიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც სახლისთვის კულტურული და ისტორიული სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ჰიტლერის საიდუმლო ბუნკერი უკრაინაში ![]() სსრ კავშირის ტერიტორიაზე, ფიურერის პირადი ბაზა «ვერფოლი» (გერ.Werwolf - მგელი, მაქცია), სოფ. სტრიჟავკას (ვინიცის რაიონი, უკრაინა) მახლობლად მდებარეობდა. ეს რამდენიმე სართულიანი, კარგად აღჭურვილი ბუნკერი იყო, რომელშიც ჰიტლერი 1–2 საათით კი არ ჩადიოდა, იქ რჩებოდა და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა კიდეც. ეს 1942-43 წლებში ხდებოდა, როდესაც ომის მსვლელობა, გერმანელებს მოგების იმედს ჯერ კიდევ აძლევდა... ფაშისტების შტაბს და საბჭოთა არმიას შორის 10 კმ. იყო ამ ბუნკერიდან ჰიტლერი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში მიემგზავრებოდა. მარიუპოლი, ბერდიჩევი, ხარკოვი, ჟიტომირი – ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც ჰიტლერი ჩავიდა, რომ ადგილზე გასცნობოდა სიტუაციას და სამხედრო თათბირი ჩაეტარებინა. ![]() 1943 წელს, ერთ–ერთი ასეთი თათბირი მან ზაპორიჟიაში გამართა. სწორედ იმ დროს, 25 კორპუსის სატანკო ჯგუფმა დასავლეთის ფრონტის ხაზის გარღვევა მოახერხა და საბჭოთა არმიამ ზაპოროჟიასკენ აიღეს გეზი... ფაშისტების ოპერატიულ შტაბსა და საბჭოთა მეომრებს შორის, მხოლოდ 10 კმ. იყო დარჩენილი, როდესაც ჰიტლერმა თათბირი შეწყვიტა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა. წარუმატებელი მკვლელობის მცდელობა სმოლენსკში მიუხედავად იმისა, რომ ვინიცის ბუნკერი, სსრ კავშირის ტერიტორიაზე, ფიურერის მთავარ სამხედრო ბაზად ითვლებოდა, კიდევ ერთი ბუნკერი, რომელსაც ის სტუმრობდა, სოფ. წითელ ბორში, სმოლენსკის მახლობლად მდებარეობდა. ოფიციალური მონაცემებით, ის იქ სულ 2–ჯერ იყო: 1941 წლის შემოდგომაზე და 1943 წლის მარტში, თუმცა, შეიძლება სხვა დროსაც ჩასულიყო. სწორედ სმოლენსკში მეორე ვიზიტის დროს, თვითმფრინავში, რომლითაც ის იქ ჩავიდა, მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილე ოფიცრებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს. მაგრამ, ის არ აფეთქდა და ჰიტლერი გერმანიაში მშვიდობიანად დაბრუნდა. ჰიტლერის საბჭოთა კავშირში ნებისმიერ გადაადგილებას, თან უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები ახლდა. მას უამრავი ადამიანი იცავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მშვიდად მაინც არ გრძნობდა თავს და მუდამ დივერსიის და საჰაერო თავდასხმის მოლოდინში იყო. ![]() არხის სხვა სიახლეები:* ცხოვრება თამაში არ არის, სადაც ფინალისკენ სწრაფვა საჭიროა... რაში მდგომარეობს ცხოვრების აზრი?* სახალისო სურათები, კარგი განწყობისთვის* 7 მარტივი და ერთი რთული გამოცანა (პასუხები აქვს)* ზოგისთვის გმირი – ზოგისთვის ბოროტმოქმედი... გასული საუკუნის ყველაზე დაუნდობელი ლიდერები* 12 წლის წინ შიმპანზე ადამიანის მამა გახდა – "ანგოლას ბავშვი–სასწაული"* მარტივი წესი, რომელსაც ცხოვრების შეცვლა და შემსუბუქება შეუძლია* სახალისო ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე619 3-ს მოსწონს
|