საზოგადოებრივი ჩონჩხის სანაპიროზე ოქროთი დატვირთული გემი აღმოაჩინეს 16 თებერვალი, 19:44 ნამიბიაში, ჩონჩხის სანაპიროზე, ალმასების მომპოვებლებმა ძველი, დაზიანებული გემი აღმოაჩინეს. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს პორტუგალიური იალქნიანი გემის – "Bom Jesus"–ის ("კეთილი იესო") ნაშთები იყო და ის, თავის დროზე, პორტუგალიის ფლოტის, ერთ–ერთ, ყველაზე დიდ გემად ითვლებოდა. 1533 წელს ოქროს და სპილენძის მონეტებით და 22 ტ. სპილენძის ზოდებით დატვირთული "Bom Jesus"–ი ინდოეთში გაემგზავრა... და უკვალოდ გაქრა. მიუხედავად გასული საუკუნეებისა, გემი ადგილობრივი უდაბნოს კლიმატური მახასიათებლების წყალობით, საკმაოდ კარგად შემოინახა. ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხვდა ის უდაბნოში. სავარაუდოდ, ძლიერი შტორმის დროს, გემი ნაპირს მიუახლოვდა და კლდეებს შეეჯახა. გარეგანი დაზიანებაც სწორედ ამ ვერსიას ადასტურებს. დროთა განმავლობაში კი, ის ქვიშით დაიფარა და მხედველობის არიდან გაქრა. ხოლო, იმის გამო, რომ ზღვის ფსკერის მიმდებარე ტერიტორია, ასწლეულების მანძილზე, ზევით ამოვიდა და სანაპირო ზოლი უდაბნომ დაიკავა, გემი ნაპირიდან საკმაოდ შორს, უდაბნოს სიღრმეში აღმოჩნდა. მის სათავსოებში ბევრი საინტერესო ნივთი აღმოაჩინეს. ზევით აღნიშნული ოქროს და სპილენძის გარდა, იყო სპილოს ძვალი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ჭურჭელი, სპილენძის ჯოხები და იარაღი. ბედის ირონია კი იკაში მდგომარეობს, რომ გემის კატასტროფის მიზეზი, მხოლოდ ცუდი ამინდი კი არა, გადატვირთვაც იყო. როგორც ამბობენ, გემი სწორედ ეკიპაჟის სიხარბემ გაანადგურა. არქეოლოგები კი, ძვირფასეულობის ნაცვლად, რა თქმა უნდა, არტეფაქტებით დაინტერესდნენ, რათა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების* ეპოქა, უფრო ახლოს გაიცნონ. რაც შეეხება თავად განძს, საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, ნაპოვნი გემი, თავისი ტვირთით, პორტუგალიას უნდა დაჰბრუნებოდა, მაგრამ მისმა ხელისუფლებამ ყველაფერი, დიდსულოვნად, ნამიბიას გადასცა. * ისე მოხდა, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ყველაზე მეტი გეოგრაფიული აღმოჩენა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ... იმის გამო, რომ ადრე სატრანსპორტო საშუალებები ისე კარგად არ იყო განვითარებული, ევროპელებს და აზიელებს შორის კომუნიკაცია არ არსებობდა. მაგრამ, მათ ერთმანეთის არსებობის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. ევროპასა და აზიას შორის, უძველესი დროიდან, «დიდ აბრეშუმის გზა» არსებობდა. გაგრძელება >>> სხვა სიახლეები:* 10 უცნაური და კურიოზული ფოტო* იდუმალი ჰუმანოიდები, თუ გოლიათების ცივილიზაცია? – XX საუკუნის ყველაზე საოცარი აღმოჩენა* ხეოფსი პირამიდა წარღვნამდე არსებობდა* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები539 1-ს მოსწონს
|