საზოგადოებრივი თემურლენგის წყევლა: რატომ დააბრუნებინა სტალინმა დიდი ემირის თავის ქალა სამარხში 2021, 20 აგვისტო, 8:34 არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ დიდი სამამულო ომის დაწყება, 1941 წლის ივნისში, სამარყანდში (უზბეკეთი), საბჭოთა არქეოლოგების მიერ, თემურლენგის სამარხის გახსნის შედეგი იყო. არის, თუ არა კავშირი ამ ორ მოვლენას შორის და რეალურია, თუ არა, თემურლენგის წყევლა? ![]() დიდი ემირი თემურლენგი (1336-1405 წწ.), ჩინგიზ-ყაენის ერთ–ერთი შვილთაშვილი იყო და მას სამშობლოში თემირს (თურქულად, «რკინა») ეძახდნენ. მან უდიდესი როლი შეასრულა შუა საუკუნეების ისტორიაში. თემურლენგმა სახელი წინა აზიაში, ინდოეთში და ჩინეთში ლაშქრობებით გაითქვა. დაიპყრო ხვარზმი და გაანადგურა ოქროს ურდო. აზიის დიდი ნაწილის დაპყრობის შემდეგ, მან ძლიერი სახელმწიფო შექმნა, რომლის დედაქალაქი სამარყანდი იყო. ხოლო, თავად თემურლენგი «დიდი ემირის» წოდებას ატარებდა.
როგორ გაჩნდა ლეგენდა, წყევლის შესახებ თემურლენგის ნეფრიტის საფლავის ქვაზე, უამრავი წარწერაა არაბულ ენაზე. ლეგენდის მიხედვით, ერთ–ერთის შინაარსი ასე ითარგმნება: «როდესაც ავდგები, სამყარო შეინჯღრევა». სხვა ვერსიით, სარკოფაგის შიგნით ასეთი წარწერა იყო: «ყველა, ვინც ჩემს სიმშვიდეს დაარღვევს, ამ, თუ მომდევნო ცხოვრებაში, ტანჯვა ელის და დაიღუპება». გადმოცემით, 1747 წელს, მისი საფლავის ქვა ნადირ-შაჰმა (ირანის შაჰი, 1736–1747 წწ.) წაიღო და იმავე დღეს, ირანში, დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ხოლო, თავად შაჰი, რომელიც ისევ სამარყანდში იმყოფებოდა, ავად გახდა. ქვა მაშინვე ადგილზე დააბრუნეს, ხოლო ნადირ–შაჰი სმშობლოში დაბრუნდა. საბედისწერო გათხრები 1941 წლის ივნისში საბჭოთა ხელისუფლებამ გურ-ემირის მავზოლეუმის სამარხების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო – დირექტივას ხელს, თავად სტალინი აწერდა. გათხრების ოფიციალური მიზეზი, უზბეკი პოეტის ალიშერ ნავოის (1441–1501 წწ.) იუბილე იყო, რომელიც თემურიდებთან დაახლოვებული პირი იყო. თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გათხრების რეალური მიზეზი, სამარხში ძვირფასი არტიფაქტების აღმოჩენის იმედი იყო. სამარხის გახსნა 21 ივნის, დილით დაიწყო და თითქოს რაღაც, უხილავი ძალა, ამ პროცესს, ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა. ჯერ იყო, და შუქი ჩაქრა, შემდეგ — ჯალამბარი გაფუჭდა. შესვენების დროს, სადილზე, კინოოპერატორი მალიკ კაიუმოვი, რომელიც ყველაფერს ფირზე აღბეჭდავდა, ახლომდებარე ჩაიხანაში წავიდა და იქ სამ მოხუცს შეხვდა. ერთ–ერთმა მას ხელნაწერი წიგნი აჩვენა. წიგნი არაბულ ენაზე იყო და მასში შემდეგი რამ ეწერა: «ვინც თემურლენგის სამარხს გახსნის — მეომრის სულს გაათავისუფლებს... და იქნება დიდი ხოცვა–ჟლეტა, ისეთი სისხლიანი და საშინელი, როგორიც სამყაროს არასდროს უნახავს».
ნეშთის დაბრუნება კაიუმოვმა, ერთ–ერთი ინტერვიუს დროს, გაიხსენა, რომ 1942 წლის ოქტომბერში, რჟევის (ტვერის ოლქი, რუსეთი) ფრონტზე ყოფნისას, ჟუკოვთან შეხვედრა მოახერხა. მან მარშალი, თემურლენგის ნეშთის სამარხში დაბრუნების აუცილებლობაში დაარწმუნა... და თითქოს, ემირის თავის ქალის მავზოლეუმში დაბრუნების ბრძანება, თავად სტალინმა გასცა.
სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ დამთხვევა იყო და რომ ომი მაინც დაიწყებოდა, რადგან სსრ კავშირზე თავდასხმის გეგმა, ჰირლერს 1940 წელს უკვე ჰქონდა. რაც შეეხება წითელი არმიის წარმატებას, არც ეს იყო გამორიცხული, რადგან ჰიტლერის არმია ხანგრძლივი ომისთვის მზად არ იყო და ადრე, თუ გვიან, ომის მსვლელობაში, გარდატეხა მაინც მოხდებოდა. თუმცა, ვინ იცის... P. S. რაც შეეხება ნეშთის ექსგუმაციის შემდეგ ჩატარებულ კვლევის შედეგებს, მეცნიერებმა ისეთი რამ აღმოაჩინეს, რამაც მათი გაკვირვება გამოიწვია: გაირკვა, რომ დიდ ემირი, რომელიც საკუთარი მონღოლური წარმომავლობით ამაყობდა, წითური თმა ჰქონდა და სიმარლით – 170 სმ. იყო. ხოლო, მისი სახის ნაკვთები, უფრო ინდოევროპელის გარეგნობას შეესაბამებოდა (შედარებით ვიწრო სახე, ამოწეული ცხვირის ფუძე და თვალებს ზემოთ, შუბლის რელიეფური ნაწილი), ვიდრე მონღოლოიდურს. ამ აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებს ეჭვიც კი გაუჩნდათ, რომ ნეშთი თემურლენგის არ იყო. ამიტომ, მას დამატებითი კვლევები ჩაუტარეს და მრავალრიცხოვან ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით დიდი მხედართმთავარი კოჭლი იყო, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გერ-ემირის მავზოლეუმში მართლაც თემირლენგი იყო დაკრძალული. ![]() აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანს, რომლის ნეშთსაც იკვლევდნენ, მარჯვენა ხელი და ფეხი ტრამვირებული, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ჰქონდა. ხოლო, ძვლები ცუდად იყო შეზრდილი. გარდა ამისა, მეცნიერებმა გააქარწყლეს მითი, რომლის მიხედვით, თემურლენგი თმას ხნით იღებავდა. კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მისი წითური თმა ნატურალური იყო და სავსებით შესაძლებელია, რომ ხმა, მისი ხნით შეღებვის შესახებ, თავად თემურლენგმა გაავრცელა, რომ მონღოლოიდური რასისგან თავისი განსხვავებულობა, რამენაირად შეენიღბა. არხის სხვა სიახლეები:
6. მან ირწმუნა საკუთარი თავის და გადარჩა. თქვენ როგორ მოიქცეოდით?
6453 3-ს მოსწონს
|