x
image
თეონა გორდეზიანი
პატარა ამბავი, რომელიც დაგარწმუნებთ რამდენი რამის შეცვლა შეუძლია, თითქოს უმნიშვნელო მომენტებს

image

მოსწავლეს კლასელმა ზურგზე ქაღალდი მიაკრა, რომელზეც ეწერა: „მე ბრიყვი ვარ“ და სხვა კლასელებს სთხოვა, არ გაემხილათ ეს, მისთვის.
კლასელებმა დაიწყეს დაცინვა, ქირქილი, სიცილი...
ლანჩის შემდეგ, მათემატიკის გაკვეთილი მოდიოდა.
მასწავლებელმა დაფაზე დაწერა რთული ამოცანა, რომელზეც პასუხის გაცემა ვერავინ შეძლო, გარდა სტიკერიანი ბიჭისა.
მისთვის აუხსნელი სიცილის ფონზე, დაფასთან მივიდა და ამოცანა ამოხსნა.
მასწავლებელმა მოუწოდა მოსწავლეებს, ბავშვისთვის ტაში დაეკრათ და სამარცხვინო სტიკერი აეძროთ,
ხოლო შემდეგ, მიმართა მას:
„როგორც ჩანს, შენ არაფერი იცოდი ქაღალდის შესახებ, რომელიც ზურგზე გეკრა. ამის თაობაზე, ორად-ორ რამეს გეტყვი:
პირველი - მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში, ადამიანები ბევრ საზიზღარ ეტიკეტს მოგაწებებენ, რათა შეაჩერონ შენი წინსვლა.
ყველაფერი, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ იგნორირება გაუკეთო იარლიყებს, რომლებსაც ადამიანები მოგაკერებენ და გამოიყენო ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რათა ისწავლო, გაიზარდო და გაიუმჯობესო საკუთარი თავი.
მეორე - ცხადია, რომ არ გყავს ნამდვილი მეგობარი, რომელიც ამ სტიკერის შესახებ გეტყოდა.
რამდენი მეგობარიც არ უნდა გყავდეს, მთავარია, მათი ერთგულება.
ხოლო, თუ არ გყავს მეგობრები, რომლებიც გიცავენ ზურგსუკან, ერთგულად და გულწრფელად ზრუნავენ შენზე, სჯობს, იყო მარტო."
უცნობი ავტორი
0
191
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0