სხვა "რა მატლიც ხარ იმ მატლად დარჩები ყველა რომ შენ გაგსრისავს ბოროტების ბუდევ" -რამ გააბრაზა ხატია წერეთელი? 2023, 17 თებერვალი, 14:18 მომღერალ ხატია წერეთელს როგორც აღმოჩნდა, "ფეისბუქის" გვერდი გაუტეხეს და ფეისბუქმეგობრებს განუმარტავს, რომ თუ რაიმე არადეკვატური მესიჯი მოუვიდა მისგან, სინამდვილეში ხატია კი არა, ვიღაც "ნაგავია", რომელმაც გაუტეხა გვერდი: "არ გეღირსოს იმაზე საინტერესო ცხოვრებაში ვიდრე ჩემს პირად მიმოწერებში ქექვაა, შენი დივიდენდი ცხოვრებაში მხოლოდ ჩემი პაროლის გაგებაა. ვერ გაიხარებ რა მატლიც ხარ იმ მატლად დარჩები ყველა რომ შენ გაგსრისავს ბოროტების ბუდევ
PS, მეგობრებო ვინმეს ჩემგან თუ მოგივიდათ ბოლო თვეების ან წლის განმავლობაში რამე არაადეკვატური რაც არ შემეფერება ან წაგშალეთ ვინმე მესინჯერიდა იცოდეთ რომ ამას ჩემს მაგივრად აკეთებდა ერთი ნაგავი რომელმაც დამიჰაკა მესინჯერი"-წერს ხატია წერეთელი.
42 წლის ხატია წერეთელი, 2011 წელს გაიცნო საზოგადოებამ, მონაწილეობდა "ნიჭიერში", სადაც ''შატილის ასულოს'' გარემიქსებული ვარიანტი წარმოადგინა, ასევე მონაწილოებდა "საქართველოს ვარსკვლავში", თუმცა ყველაზე ცნობადი გახდა სიმღერით "ქართული ჯარი", რომელმაც კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა პარალელურად გაჰიტდა:
"სხვათაშორის მაშინ მოულოდნელი იყო კრიტიკა თუმცა ისევ და ისევ შემიძლია ვთქვა რომ კრიტიკამ იმუშავა კვლავ გაჰიტდა ჩემი სიმღერა და მადლობა იმ ადამიანებს რომ არ დამტოვეს უყურადღებოდ
ჩემთვის სასიამოვნოა როცა ავღანეთში, ესპანეთში იტალიაში, მღერიან ამ სიმღერას თან ის ადამიანები ვისაც ქართული ენა არ ესმით."-აღნიშნა ხატიამ ერთ-ერთ ინტერვიუში. თავად აღნიშნავს, რომ "მომღერლის" გარდა არის მასაჟისტი, ჯაზის მომღერალი, პოპს გასართობად მღერის, ჟურნალისტი, ეთნოგრაფი, დიზაინერი და PR სპეციალისტი ტელე -რადიო განხრით. 330 3-ს მოსწონს
|