საზოგადოება „დამღალა სიძლიერემაც... ყოველ წელს თებერვალში თავიდან ვკვდები“ - მაია ასათიანი 2023, 17 თებერვალი, 12:01 ტელეწამყვანი მაია ასათიანი „ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ „სთორიში” ემოციურ ტექსტს აქვეყნებს და საკუთარ გარდაცვლილ შვილზე, ნუცა მახვილაძეზე წერს. როგორც მაია საუბრობს, ყოველ თებერვალს თავიდან კვდება და ახლიდან იბადება, იმ იმედით, რომ გაზაფხული მოვა. . „თებერვალი ყველაზე მეტად მიჭირს…ყველა წამს და წუთს ხელახლა გავდივარ…ბოლო ზარს, ბოლო საუბარს: „ნუ გეშინია დედა, კარგად ვარ” – ნათქვამ სიტყვებს და მერე აღარ პასუხს და ათიათასობით მისთქოლს მის ტელეფონზე…ყოველ წელს თებერვალში თავიდან ვკვდები და ახლიდან ვიწყებ ცხოვრებას…იმ იმედით, რომ გაზაფხული მოვა…გაზაფხული კი არ მოდის”, – წერს მაია ასათიანი. როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა თუ იცის, რა მძიმე მისთვის 4 კედელში გამოკეტვა. „დამღალა სიძლიერემაც“ - წერს ჟურნალისტი. 504 1-ს მოსწონს
|