x
image
თეონა გორდეზიანი
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ნამდვილი ამბავი ...
ერთი კვირის პატარძალი ვარ და წამიყვანეს სიმინდის ყანებში ჩაფლულ პატარა ლაზურ სოფელში. ყანისა და სიმინდისა მე რა გამეგება, ჩამოვჯექი სახლის წინ ქვის კიბის საფეხურზე და ვაკნაწუნებ საქართველოდან ბებიაჩემის გამოტანებულ, ახლად მოხალულ მზესუმზირას. მთელი სოფელი გასულია სათოხში. შემოვიდა ეზოში ასე 5-6 წლის დიდთვალება ბიჭუკელა და პირდაღებული მიყურებს, ერთ ხელში პაწაწინა თოხი უჭირავს, მეორე ხელში - მჭადის ნატეხი.
მოდი-მეთქი, დავუქნიე ხელი, თურქული ჯერ არ ვიცი, ლაზური მითუმეტეს, დაილოცოს ხელ-ფეხის ენა, ყველას ესმის!
ჯერ კარგად ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მერე ენა გამომიყო და დამეჯღანა, მეც დავეჯღანე. ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და გამიღიმა, მეც გავუღიმე, გამბედაობა მოიკრიბა და მჭადი გამომიწოდა, გამოვართვი და ერთი მუჭა მზესუმზირა შევთავაზე.
რამდენიმე წუთის მერე კიბეზე გვერდიგვერდ ვაკნაწუნებდით ქიზიყის მზესუმზირას და დიდი ხნის მეგობრებივით ვტიკტიკებდით თურქეთის მიწა-წყალზე, ის ლაზურად, მე ქართულად.
დაბრუნდა დაღლილ-დაქანცული ხალხი ყანებიდან. ამ ჩემს პატარა ძმაკაცსაც დაუძახეს. რაღაც სასიამოვნო ჩამირაკრაკა, გამიღიმა და თავისი პატარა თოხის ქნევა-ქნევით გაიქცა, მეც შევედი სახლში სუფრის გასაშლელად.
მეორე დილით გავიხედე და ისევ მოცუნცულდა ჩემი ციცქნა ბერქაი, ახლად გამომცხვარი მჭადით ხელში, ხოდა, ასე მთელი კვირის მანძილზე, ის თავის ენაზე, მე ჩემს ენაზე, ვუზიარებდით ერთმანეთს დარდებს და მშვენივრად გვესმოდა ერთმანეთის.
ერთ დილასაც აღარ მოვიდა ბერქაი, ველოდე, ველოდე, ველოდე... ვეღარ მოვითმინე.
პატარა მდინარის გადაღმა ნაპირზე, ხის მოძველებულ სახლში ცხოვრობდა დიდთვალება ლაზი ბიჭუნა, ბერქაი.
ვაკაკუნე და ვაკაკუნე კარებზე, არავინ გამომეხმაურა, წამოვედი დაღონებული. არც მეორე დღეს და არც მესამე დღეს მოსულა ბერქაი...
გავიდა რამდენიმე წელი და მეზობელ ქალაქში, ობოლი ბავშვების ინტერნატში, უფროს კლასებში გამანაწილეს ქიმიის მასწავლებლად. ერთხელაც, შესვენებაზე, მომიახლოვდა 10 წლის ბიჭუნა და უსიტყვოდ მჭადი გამომიწოდა. უცებ გული გამიჩერდა - ორი დიდი ნაცნობი თვალი მიყურებდა, მოწყენილი და სევდიანი პატარა სახიდან:
- ბერქაი! - შევყვირე გახარებულმა,
ჩავიმუხლე და გავშალე ორივე ხელი, ჯერ შეყოყმანდა, მერე გამოიქცა და ჩამეხუტა:
- სად დამეკარგე, ბერქაი! როგორ გელოდებოდი, რომ იცოდე!
ობოლი ყოფილა ბერქაი, მოხუც ბებიასთან იყო იმ ზაფხულს, მერე კი ბიძებმა ბავშვთა თავშესაფარში წაიყვანეს, თურმე არც კი ჰკითხეს, როგორ უნდოდა მდინარის გადაღმა ერთადერთ გურჯ მეგობართან გამომშვიდობება. სლუკუნებს ბერქაი და ვიცრემლები მეც, მზესუმზირას ხომ მომიხალავო? - მკითხა, აუცილებლად-მეთქი; რომ გავიზრდები, გურჯისტანში ხომ წამიყვანო? - შენ ნასწავლი კაცი იქნები და თვითონ წახვალ-მეთქი.
ბერქაიმ არდაჰანის უნივერსიტეტის ქართული ენა-ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა და ხშირად მესტუმრება ხოლმე თავის ქართველ მეუღლესთან ერთად მზესუმზირის საკნაწუნოდ.

მაია წიკლაური
Ist möglicherweise ein Bild von Baum und außen
მაია წიკლაური
Alle Reaktionen:
Keti Maisuradze, Gvantsa Modebadze und 6.816 weitere Personen
0
100
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0