x
image
თეონა გორდეზიანი
სიტყვები, რომელიც ოჯახის მნიშვნელოაზე დაგაფიქრებენ ...

ადამიანი საკუთარი ოჯახის გაგრძელებაა. ოჯახს ერთი სული აქვს. შენში ცხოვრობს შენი ბაბუა, შენი ბებია, შენი დედა, შენი მამა.


ოჯახური ველი მეხსიერებაშია დამახსოვრებული. რაც დარღვეული მიდის თაობებში მოძრაობს, არ ჩერდება, არ ანებებს ამ ველს და ეძებს ყოველთვის სუსტ წარმომადგენელს, რომ იმან ატაროს ის სიმპტომი რაც ვიღაცამ, სადღაც ამ ოჯახში დატოვა. “ ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილი”. რაც ბაბუას აქვს გაკეთებული, დაუმთავრებელი დარღვევა, შვილიშვილი იღებს ან მისი შვილი, ვინმე თაობიდან, რომელიც ამას თავის თავზე აიღებს და იმ სიმპტომით ივლის. შეიძლება ვერც მიხვდეს და მოკვდეს ამ სიმპტომით. შვილიშვილს ჰგონია მთელი ცხოვრება თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.


ჩვენ არ ვართ ცალკე განყენებული ასპექტი. ჩვენ ვართ სისტემის ნაწილი- მეხსიერების ველიდან.


თუ შენ რაღაც დაინახე, გააცნობიერე და მოაგვარე წინაპართა ხაზი ამისთვის მადლიერია შენი. ოჯახის სულის მოძრაობა ყოველთვის ჰარმონიისკენაა მიმართული. მას ჩახერგილობები აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევძელით საშინაო დავალებების გაკეთება, ბებია- ბაბუამ ვერ შეძლო.



სულის მოძრაობა ძალიან ნელია. არსად ეჩქარება, სანამ ვინმე ამ წევრებიდან არ აიღებს თავის თავზე, არ დაინახავს იმას თავისი გასაკეთებელი რაცაა, გამოსასწორებელიც და ამ ჩახერგილობებს გასწორებს.


გამოჟონავს ჰარმონიის წყარო, ნაკადი და ათბობს და არბილებს ამ სიტუაციას და მერე შეიძლება გამოჩნდეს მიმართულება. მერე უკვე ყველა დაინახავს ერთმანეთს.


ოჯახის წევრები ხანდახან ისე ვცხოვრობთ ერთმანეთს “ ვერ ვხედავთ”

image
ავტორი: მოქშა ფეიქარი

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0