პოლიტიკა ნორვეგიის დაზვერვამ ბირთვული იარაღით აღჭურვილი რუსული გემების ზღაში გასვლაზე განცხადება გააკეთა 2023, 14 თებერვალი, 16:48 ნორვეგიის დაზვერვამ განაცხადა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად რუსული გემები ბირთვული იარაღით ზღაში გავიდა. რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის გემებმა პირველად 30 წლის შემდეგ დაიწყეს ზღვაში გასვლა ტაქტიკური ბირთვული იარაღით ბორტზე. ამის შესახებ ნორვეგიის სადაზვერვო სამსახურმა (NIS) წლიურ ანგარიშში განაცხადა. დოკუმენტის თანახმად, საბჭოთა პერიოდში ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდები რეგულარულად გადიოდნენ ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით, მაგრამ ცივი ომის შემდეგ მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა ცნობილი. ამასთან, დაზვერვა ირწმუნება, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ „რუსეთისთვის ბირთვული იარაღის მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა“. ნორვეგიის დაზვერვა თავის მოხსენებაში აღნიშნავს, რომ ბირთვული პოტენციალის ცენტრალური ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ფლოტის წყალქვეშა ნავებზე და ზედაპირულ ხომალდებზე. „ბირთვული იარაღი განსაკუთრებით სერიოზული საფრთხეა იმ ოპერაციების ვარიანტებში, რომლებშიც შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ ნატოს ქვეყნებმა.“- ხაზგასმულია დოკუმენტში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეციის თავდაცვის სამინისტრო ემზადებოდა ბირთვული დარტყმისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთს შეეძლო განეხორციელებინა და ასეთ შემთხვევაში „არაერთი ღონისძიება“ მიიღო. ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, მიქაელ კლასონმა, ასეთი ქმედებები იმით ახსნა, რომ მოსკოვს აქვს „არასასიამოვნო ჩვევა, გააკეთოს ის, რასაც ამბობს“. დეკემბერში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვული იარაღი ქვეყნის თავდაცვისთვის შემაკავებელი ფაქტორია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს ესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომელიც თან ახლავს ბირთვული იარაღის ფლობას და არ აპირებს მის გამოყენებას. 225 შეფასება არ არის
|