x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ გაცნობის და მოხიბვლის დიდოსტატი არ ბრძანდებით – ეს რჩევები თქვენთვის არის

როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ადამიანს იმის გარკვევა, მოსწონს თუ არა სხვა ადამიანი, წამის მეასედში შეუძლია. რაც იმას ნიშნავს, რომ სხვაზე დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად, კრიტიკულად ცოტა დრო გვაქვს. თუმცა, რამდენიმე ფსიქოლოგიური ხრიკის გამოყენებით და ფლირტის სწორედ წარმართვით, შანსების გაზრდა შესაძლებელია. როგორ?


image


თუ საკუთარი თავი მოხიბვლის და საერთოდ, სპონტანური გაცნობის დიდოსტატად არ მიგაჩნიათ, ქვემოთ მოცემული 8 რჩევა აუცილებლად გააღვიძებს თქვენში შინაგან ქარიზმას.


1. «სამის კანონი»: 3-3 წამით, 3-ჯერ შეხედვა


მზერა — ფლირტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისით იწყება ყველაფერი და მის გარეშე დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მეცნიერული კვლევის თანახმად, არსებობს ზოგიერთი ნიუანსი, რომელიც შემთხვევით შეხედვას განასხვავებს ყურადღების მისაქცევი მზერისგან. ჯერ ერთი, ვინმეთი დაინტერესების შემთხვევაში, ერთჯერადად მისკენ გახედვა და მიშტერება, მისთვის სიგნალის გასაგზავნად და ყურადღების მისაქცევად, საჭირო არ არის. საშუალოდ, 3 მზერითი კონტაქტი სავსებით საკმარისია. გარდა ამისა, ბევრი რამ მზერის ხანგრძლივობაზეც არის დამოკიდებული: ცნობილია, რომ დაინტერესების მზერა, საშუალოდ, 3 წამს გრძელდება, მაშინ როდესაც, შემთხვევითი მზერის ხანგრძლივობა, მხოლოდ 1 წმ-ია.


2. ნიკაპი მთავარია


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც მზერას უკავშირდება, პერსპექტივაა, – ის თუ რა კუთხით, რომელი მიმართულებიდან გიყურებთ თქვენი ინტერესის ობიექტი. ადამიანებში სქესობრივი დიმორფიზმის კოდი, სიმაღლის გათვალისწინებით არის ჩადებული. მამაკაცები შეჩვეულები არიან ზემოდან ქვემოთ ყურებას, ამიტომ მათ მოსწონთ ქალბატონები, რომლებსაც დიდი თვალები, პატარა ნიკაპი და გადაბრუნებული სამკუთხედის ფორმის სახე აქვთ. ხოლო ქალები, ქვევიდან ზემოთ იყურებიან — შედეგად, მათთვის მამაკაცის მომხიბვლელობის ნიშანი, განიერი ყვრიმალებია. ამიტომ, თუ გინდათ, რომ საპირისპირო სქესის ადამიანს თავი მოაწონოთ, მას უნდა მიუახლოვდეთ და შესაფერისი პოზიცია დაიკავოთ: მამაკაცი მხრებში უნდა გაიმართოს და თავი მაღლა ასწიოს, რომ წარმოსადეგი გარეგნობა მიიღოს, ხოლო ქალბატონმა, პირიქით, – უფრო ნაზი რომ გამოჩნდეს, თავი ოდნავ უნდა დახაროს და გვერდით გადახაროს.


3. შეხების ოქროს წესი


ფლირტის წესების თანახმად, გატაცების ობიექტს, კონტაქტის დასამყარებლად, რაც შეიძლება ხშირად უნდა შეეხოთ. მაგრამ, ეს ასე არ არის. სინამდვილეში, შეხება დროული და მეორე ადამიანისთვის სასიამოვნო რომ იყოს, გარკვეული კონტაქტის დამყარება, წინასწარ არის საჭირო. როგორც კი ამ პირობას შეასრულებთ, ანუ ოდნავ დაუახლოვდებით, შეეცადეთ, მსუბუქად შეეხოთ მისი ხელის მტევანს ან მხარს. ხოლო შემდეგ, იმის გარკვევაა მნიშვნელოვანი, თქვენი ამგვარი ქმედება, მისაღებია თუ არა მისთვის. თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ დისტანციის შესამცირებლად, შეგიძლიათ შეხების სხვა შანსებიც გამოიყენოთ. მაგ., სეირნობისას, – ხელკავი, ხელის გადახვევა, დაჯდომა-ადგომისას ხელის შეშველება და ა.შ. მაგრამ, თუ იგრძენით, რომ პირველი შეხებისას გაგერიდათ ან რამით გაგრძნობინათ, რომ თქვენი ქმედება არ ესიამოვნა, გარკვეული პერიოდის მანძილზე უნდა მოითმინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, დაახლოების ნაცვლად, უკუშედეგი მიიღოთ.


4. სავიზიტო ბარათი, როგორც გაცნობის საშუალება


ეს ვარიანტი უფრო მეტად მსუბუქი სქესის წარმომადგენლებისთვის არის. ამასთან, მხოლოდ გაბედულებისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი გარდაუვალია: როგორც მინიმუმ, თქვენ იმ ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ, რომელიც მოგწონთ, ხოლო ის, თქვენით დაინტერესებული არ არის. თუ ვინმე მოგეწონათ, მაგრამ მეტისმეტად ნერვიულობთ და არ შეგიძლიათ მასთან საინტერესო საუბრის წამოწყება, შეეცადეთ სავიზიტო ბარათი გადასცეთ, ზედმეტი სიტყვების გარეშე. ასე მამაკაცს აგრძნობინებთ, რომ მისით ხართ დაინტერესებული, ხოლო შემდეგი სვლა უკვე მასზე იქნება დამოკიდებული: თუ მოეწონეთ, – აუცილებლად დაგიკავშირდებათ. თუ დარწმუნებული არ იქნება თავის გრძნობებში, მაინც დარეკავს – თუნდაც, კიდევ ერთი შეხვედრისთვის. და თუ მიზეზიც აქვს (მაგ., უკვე შეყვარებულია) და მას ეს არ აინტერესებს, მაშინ თქვენთვისაც ყველაფერი გასაგები იქნება.


5. ორაზროვანი ფრაზები


ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე, გულწრფელობა და გახსნილობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. მაგრამ, ფლირტის დროს, საჭირო არ არის იმ ყველაფერზე საუბარი, რაც თავში მოგივათ. იმ შემთხვევაში, თუ ის პირადზე კითხვას დაგისვამთ, შეგიძლიათ მაგ., კითხვაზე კითხვით უპასუხოთ ან უპასუხოთ და ფიქრის და ფანტაზიისთვის სივრცე დაუტოვოთ.


6. შექება ნაკლის აღიარებით


აქ საუბარია საკუთარი ნაკლის აღიარების ხერხით, თანამოსაუბრის ბუნებრივად შექებაზე. დავუშვათ, რომ თქვენ არ ფლობთ, მაგ., ჩინურ ენას, ხოლო თქვენი ინტერესის ობიექტმა ის კარგად იცის. იმის ნაცვლად, რომ ის აქოთ და ადიდოთ, რაც შესაძლებელია გულწრფელობაში არ ჩაგეთვალოთ, თემის საკუთარ თავზე გადატანას შეეცადეთ და უთხარით: «რა მაგარია! ეს ისეთი რთული ენაა, რომ მე მის შესწავლას, ალბათ, ვერ შევძლებდი!»


7. კრიტიკა არავის მოსწონს


თუ თქვენი ინტერესის ობიექტი რამეზე საუბრობს, ხოლო თქვენ მის აზრს არ იზიარებთ, კამათში არ ჩაერთოთ. თუმცა, დათანხმებაც არ არის აუცილებელი. თვალსაზრისებს შორის განსხვავება, უთანხმოების მიზეზად არ უნდა იქცეს. იმის ნაცვლად, რომ უთხრათ: «ცდები» ან «სისულელეს ნუ ამბობ», შეგიძლიათ უთხრათ: «ძალიან საინტერესოა! საკითხისთვის ამ თვალსაზრისით არასდროს შემიხედავს. იქნებ ამიხსნა, ასე რატომ ფიქრობ?»

ანუ, იმის ნაცვლად რომ განსაჯოთ, ინტერესი გამოავლინეთ. მიეცით მას საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება და აგრძნობინეთ, რომ ის თქვენთვის საინტერესოა.


8. სოციალური დომინირების გამოხატვა


ეს პუნქტი მხოლოდ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ეხებათ. არსებული სტატისტიკის თანახმად, მამაკაცები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ ქალბატონებში, როგორც წესი არავერბალური ჟესტების სპეციალურ ნაკრებს ფლობენ. ისინი ურცხვად და პირდაპირ უყურებენ ადამიანებს, ხშირად გადაადგილდებიან სივრცეში (მაგ., ბარში, კაფეში), დიდი ადგილის დაკავებას ცდილობენ (ფართოდ შლიან მუხლებს, ხელებს შლიან დივნის ან გვერდით მდებარე სკამის საზურგეზე) და მარტივად შედიან ურთიერთობაში სხვა მამაკაცებთან, მაგ., იდაყვის გაკვრა, მხარზე ან ზურგზე ხელის დარტყმა, მხარზე ხელის გადადება...

როგორც ხედავთ, აქ რთული არაფერია... ხოლო, ეფექტურობაში მაშინ დარწმუნდებით, როდესაც ამ რჩევებს საქმეში გამოიყენებთ და არა მარტო ვინმეს მოსახიბლავად, არამედ საერთოდ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას.


image


არხის სხვა სიახლეები:


* მარტივი წესი, რომელსაც ცხოვრების შეცვლა და შემსუბუქება შეუძლია

* ფერიების და ელფების ნახვა დღესაც შეიძლება

* S, M და L ზომის ერთი და იგივე სამოსი. 15 ფოტო, რომელიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ

* თუ გინდათ, რომ ყოველთვის უბადლოდ გამოიყურებოდეთ – რჩევები სამოსთან დაკავშირებით

* ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ქალებზე ამბობენ – 9 მცდარი სტერეოტიპი

* როგორ წარმოედგინა სტალინს ადამიანის თავისუფლება?

* სახალისო ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* ვეშაპმა დაივერს დახმარება სთხოვა (+ ვიდეო)



1
206
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
206
  
2023, 22 თებერვალი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1