x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ გინდათ, რომ ყოველთვის უბადლოდ გამოიყურებოდეთ – რჩევები სამოსთან დაკავშირებით

მდიდრული და ელეგანტური გარეგნობა – მხოლოდ ტრენდებზე არ არის დამოკიდებული და შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ არის დამოკიდებული. მთავარია სამოსის სწორედ შერჩევა და კომბინირება, როგორც სამოსის სხვა ელემენტებთან, ისე აქსესუარებთან! სწორედ შერჩეული ტანსაცმლით, შეიძლება საკუთარი სხეულის ღირსების წარმოჩენა, და ასევე, ნაკლის დამალვა.

აქ მოცემულია 20 ხრიკი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, თქვენი გარდერობი სილამაზის სტრატეგიულ იარაღად გადაიქცევა.


1. სამოსის კომბინირებისას, 3-ზე მეტი ფერის გამოყენებას მოერიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უგემოვნოდ ჩაგთვალონ ან საერთოდ, დაცინვის ობიექტი გახდეთ.
2. გააკეთეთ აქცენტი ერთ დეტალზე. მაგ., წითელი პერანგი შავ ან ნაცრისფერ შარვალთან ან ქვედაბოლოსთან ერთად ჩაიცვით. ან თუ კაბა ნეიტრალური არის და ძალიან არ ხვდება თვალში, მისი გახალისება აქსესუარებით უნდა მოხდეს.
3. იმ შემთხვევაში, თუ ვიწრო, გამოკვეთილი წელი არა გაქვთ, ატარეთ ერთი ფერის სამოსი და მისი ფონის კონტრასტული ფერის ქამარი.
4. სრული ფეხების შენიღბვის საუკეთესო საშუალება ჯინსის სწორი შარვალი და ქვედაბოლო არის.
5. სრულმა ქალბატონებმა, ჭარბი წონის შესანიღბავად, სწორი კაბები უნდა ჩაიცვან, სიგრძით – მუხლამდე.


image


6. დეკოლტეს და ზურგის ზონაში ღრმად ამოჭრილი კაბა, ვიზუალურად აგრძელებს სილუეტს და უფრო მაღალს ხდის.
7. იმ შემთხვევაში, თუ სახის ოვალი მრგვალი ან მართკუთხა არის, ამონაჭერი ზედა სამოსზე, მრგვალი უნდა იყოს.
8. ვისაც მაღალი ყელი აქვს, ძალიან მოუხდება თავშლები და ყელზე დახვეული სქელი შარფები. და კიდევ – ბლუზები და პერანგები, ჰორიზონტალური ზოლებით.
9. მოკლე კისერს – ვერტიკალური ჭრილი და ვერტიკალური ზოლები "აგრძელებს''.
10. შავი გოლგოთები და შავი ფეხსაცმელი, ვიზუალურად უფრო გრძელ ფეხებს აჩენს.


image


11. მოკლე ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდება, თუ შარვალი ან ქვედაბოლო მაღალ წელზე იქნება.
12. მოკლე კაბა, ვიზუალურად უფრო ამაღლებს, ხოლო თუ კაბის სიგრძე იატაკამდე არის, პირიქით – დაბალს აჩენს.
13. წვეტიანი ფეხსაცმელი ფეხს აგრძელებს, ხოლო მომრგვალებული ცხვირით, პირიქით – უფრო პატარას აჩენს.
14. სამოსი დიდი ზომის ნახატით, მასიური სამკაული და ნათელი ფერები, კარგად მალავს სიგამხდრეს.
15. განიერ მხრებს და მსხვილ ხელებს, ქვედაბოლოზე დიდი ზომის პრინტი აბალანსებს.


image


16. ¾ სიგრძის სახელო ვიზუალურად ამოკლებს გრძელ ხელებს. იგივე ეფექტის მიღება, დიდი ზომის სამაჯურებითაც შეიძლება.
17. ქვედაბოლო და კაბა, რომლის სიგრძე მუხლს ქვემოთ, წვივის ნახევრამდე არის, კარგად მალავს წვრილ და ულამაზო (მრუდ) ფეხებს.
18. ტანზე მომდგარი კაბა ან შარვალი ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, მის ქვეშ უნაკერო თეთრეულის ჩაცმა არის საჭირო.
19. კარგად შერჩეული პუშ-აპი (ინგ. push-up – სილიკონიანი ბიუსტჰალტერი) მოკრძალებული ზომის მკერდის მქონე ქალბატონს, დეკოლტეს ზონაში, ღრმად ამოჭრილი სამოსის საშუალებას აძლევს.
20. ვერტიკალური ზოლები კარგად მალავს დიდ მკერდს. ხოლო სალტეში ჩატანილი პერანგი ან ბლუზა, ზედმეტ ყურადღებას აარიდებს ქალბატონს.


image



image

არხის სხვა სიახლეები:


* სახალისო ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* თომას ანდერსი თბილისში შოუს გამართავს. "Modern Talking"-ის დაშლის მიზეზი

* არაბი შეიხების უცნაური ავტომობილები (ზოგიერთი, "თბილისური" "ფორსაჟის" რეკვიზიტს გაგახსენებთ)

* გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება

* "თაფლობის თვე" – ათასწლოვანი ტრადიციის ფესვები

* იდუმალი სიურპრიზები, რომლის ნახვა არქიტექტურის ძველ ძეგლებზე შეიძლება

* მარტივი ტესტი, ინტუიციის შესამოწმებლად

* მოდის "სიგიჟე" – ყველაზე უხამსი და მოუხერხებელი ვარსკვლავური სამოსი წითელ ხალიჩაზე



0
268
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0