კულტურა 66 წლის იგორ სარუხანოვი მეშვიდედ დაქორწინდა 30 წლით უმცროს ქალზე 2023, 14 თებერვალი, 16:06 ![]() რუსეთის დამსახურებული არტისტი იგორ სარუხანოვი, უფრო ცნობილი როგორც "სკრიპკალისა", ახალ მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. ასე რომ, ვინმე ლესია სადოვსკაია გახდა იგორის რიგით მეშვიდე კანონიერი მეორე ნახევარი.მის შესახებ ცნობილია, ის რომ, მოდის დიზაინერია და ქმარზე 30 წლით უმცროსია. ხანშიშესული როკ შემსრულებელი, როგორც ჩანს, უზომოდ ბედნიერია და ცდილობს თავისი სიხარული გაუზიაროს ყველას. ასე მაგალითად, სარუხანოვმა განაცხადა, რომ მან ახალგაზრდა ცოლის წყალობით, უკვე დაიკლო წონაში და 112-დან 100 კილოგრამამადე ჩამოვიდა; კიდევ დაიკლებს! ![]() ლესამ საზოგადოებას განუცხადა, თუ როგორ შესთავაზა სარუხანოვმა მას ცოლობა. „უცებ ხელი გამომიწოდა. ძალიან რომანტიული იყო. თუმცა, მუხლზე არ დაჩოქილა, ”- აღიარა 66 წლის მუსიკოსის მეუღლემ. იგორ სარუხანოვი ამის გარდა იმითაც კმაყოფილია, რომ ცოლს კარგი მზითევი მოყვა ავტომობილის სახით. ”მე მას ვაჩუქე ბეჭდები და საყურეები. მან დიდი ხნის წინ იყიდა მანქანა თავისთვის - ასე რომ, ჩემი ცოლს მზითევი მოყვა, - დაიკვეხნა სარუხანოვმა. ![]() ნამდვილი წარმატება 1980-იანი წლების შუახანებიდან იწყება, როდესაც მან პირველი პრემია დაიმსახურა სოპოტის ფესტოვალზე, როგორც სიმღერის ავტორმა "Позади крутой поворот».(ასრულებდა ანა ვესკი). პოპულარობა მოიპოვა ისეთი სიმღერებით, როგორიცაა Скрип колеса, Дорогие мои старики, Придуманная любовь, Поплакала и хватит და სხვა. 214 1-ს მოსწონს
|