შოუბიზნესი ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკვე მეოთხედ გახდნენ მშობლები 2023, 13 თებერვალი, 14:48 ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მეოთხედ გახდნენ მშობლები. ამის შესახებ PageSix წყვილთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ბავშვის სქესი კვლავ საიდუმლოდ რჩება. 35 წლის ბლეიკ ლაივლის და 45 წლის რაიან რეინოლდსს ასევე ჰყავთ სამი ქალიშვილი: 7 წლის ჯეიმსი, 6 წლის ინესი, და 3 წლის ბეტი. ლაივლის მეოთხე ორსულობა ცნობილი გახდა 2022 წლის სექტემბერში: მსახიობი გამოჩნდა Forbes Power-ის მე-10 წლიურ ქალთა სამიტზე ნიუ-იორკში, ლინკოლნ ცენტრში, ოქროსფერი მინი კაბით, რომელიც ხაზს უსვამდა მის მომრგვალებულ მუცელს. მანამდე რაიან რეინოლდსმა მეუღლის ორსულობაზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მათ ისევ გოგონა ეყოლებათ: მსახიობის თქმით, ის უკვე იყო მიჩვეული ქალიშვილების აღზრდას. "სიგიჟე იქნება! ჩვენ ძალიან აღელვებულები ვართ. ჯერ არც კი ვიცი ბიჭია თუ გოგო. ასე რომ, ვნახოთ", - განაცხადა მსახიობმა. 109 1-ს მოსწონს
|