სხვა ვეშაპმა დაივერს დახმარება სთხოვა (+ ვიდეო) 2023, 14 თებერვალი, 14:14 დაივერები, რომლებიც ერთი და იგივე ადგილზე, ხშირად ყვინთავენ, ძალიან მალე ამჩნევენ, თუ როგორ იცვლება წყალქვეშა ლანდშაფტი და ფაუნა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისეთი მოვლენებიც არსებობს, რომელიც თითქმის არასდროს იცვლება. მაგ., ვეშაპების თავშეყრის ადგილები და თევზების მიგრაციის მიმართულებები. ხან ისეც ხდება, რომ დაივერები ამა, თუ იმ ძუძუმწოვარს ცნობენ კიდეც. ვეშაპები, როგორც წესი, ადამიანებთან ახლოს არასდროს მიდიან და ყოველთვის დისტანციას იცავენ. მაგრამ, ამ დღეს, თითქოს, საოცრება მოხდა. ერთ–ერთი ვეშაპი ჯგუფს გამოეყო და პირდაპირ ადამიანისკენ აიღო გეზი. როდესაც საკმარისად ახლოს მივიდა, ხახა გააღო... და დაივერი მიხვდა, რომ მას დახმარება სჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ ვეშაპს პირში თევზსაჭერი კაუჭი ჰქონდა გაჭედილი, რომელიც ცხოველს ტკივილს აყენებდა. მას პირი ღია ჰქონდა, მაგრამ ამხელა ცხოველთან მიახლოება, მიუხედავად იმისა, რომ ვეშაპები ადამიანებისადმი აგრესიულობას არ ავლენენ, მაინც საშიში იყო. ვეშაპი კი, წასვლას არ აპირებდა და დახმარებას ელოდა... ბოლოს, დაივერმა შიშს სძლია, ვეშაპთან მიცურდა და ხახაში გაჭედილი კაუჭი ამოაძრო. ცხოველმა პირი რამდენჯერმე გააღო და დახურა, თითქოს იმის შემოწმება უნდოდა, რამდენად კარგად გაუკეთეს "ოპერაცია". ხოლო, ამის შემდეგ, მადლიერების ნიშნად, ზღვის გიგანტმა, თავის გადამრჩენს, ნამდვილი შოუ მოუწყო. მან საკმაოდ გრაციოზულად შეასრულა რამდენიმე ფიგურა, რომელსაც ამ ზომის ცხოველისგან, ნამდვილად არავინ ელოდა. არხის სხვა სიახლეები:* თუ გინდათ, რომ ყოველთვის უბადლოდ გამოიყურებოდეთ – რჩევები სამოსთან დაკავშირებით* როგორ წარმოედგინა სტალინს ადამიანის თავისუფლება?* სახალისო ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე* გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება* "თაფლობის თვე" – ათასწლოვანი ტრადიციის ფესვები* იდუმალი სიურპრიზები, რომლის ნახვა არქიტექტურის ძველ ძეგლებზე შეიძლება* მარტივი ტესტი, ინტუიციის შესამოწმებლად302 2-ს მოსწონს
|