კონფლიქტები ლალი მოროშკინა: „მეგობრებო, საზარელი ამბავი გვჭირს!" 2023, 11 თებერვალი, 19:14 ჟურნალისტი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „მეგობრებო, საზარელი ამბავი გვჭირს! გუშინ დავდე „BBC"-ის და „DW"-ის კადრები განადგურებული ბახმუტიდან. ეს მხოლოდ უკრაინის ტრაგედია არაა, პლანეტარული ჭირი გვჭირს. ამასობაში, უკრაინის დროშიანი სექტანტები „აჰაჰავებენ" და ღადაობენ ამ ენით აუღწერელ ტრაგედიაზე. რაღაც ახალი ჯიშის ზომბები გამოვიყვანეთ ლუგარში?", - წერს მოროშკინა. აქვე, გთავაზობთ, ლალი მოროშკინას გუშინდელ პოსტს, სადაც, როგორც თავად ამბობს, მიწასთან გასწორებული ბახმუტის კადრებს აქვეყნებს: „ბახმუტი „BBC"-ის კადრებში... ამასობაში ზელენსკი, განგრეულ კაიფში დამკვეთებს ეკეკლუცება... ეს გინდოდათ საქართველოში? მოკითხვა „შეშფოთებულ" დასავლეთს!", - წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს: 596 2-ს მოსწონს
|