x
მეტი
  • 06.10.2024
  • სტატია:137466
  • ვიდეო:351968
  • სურათი:511371
შვედეთის პრემიერის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, განათავსოს ამერიკული ბირთვული არსენალი
image
"შვედეთი მზადაა ამერიკული ბირთვული არსენალი განათავსოს შვედეთში, თუ რუსეთი "ნატოს" ალიანსის რომელიმე წევრს დაესხმება თავს"-განაცხადა შვედეთის პრემიერმა ულფ კრისტერსონმა შვედეთის რადიო "Sveriges Radio"-ს ეთერით გამოსვლისას.


შვედეთს ალბათ გათვიცნობიერებული აქვს ის საფრთხეც, რომ რუსეთ-ალიანსის დაპირისპირების შემთხვევაში ის ხდება რუსული ბირთვულ ქობინიანი რაკეტები ერთერთი სამიზნე ამ შემთხვევაში.



შვედეთის პრემიერმა დააკონკრეტა, რომ ამ ეტაპზე ანუ როცა არანაირი დაპირისპირება არაა რუსეთსა და ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის, შვედეთში ამერიკული ბირთვული არსენალის განთავსების საჭიროება არაა.


შვედეთის პრემიერის სიტყვებით, ასეთი ნაბიჯის გადადგმისათვის შვედეთი მზადაა, მაგრამ ამ ეტაპზე ამისი საჭიროება არაა, რადგან რუსეთ-ალიანსს შორის სამხედრო კონფლიქტს ადგილი არა აქვს.



"ცუდი სცენარის შემთხვევაში ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავდაცასავი საშუალება, რომელიც პოტენციურ მტერს მის ქვეყანაზე ბირთვული თავდასხმის სურვილს გაუქრობს"-განაცხადა შვედეთის პრემიერმა.



"თუ ალიანსის ტერიტორიაზე იქნება ომი, ეს ნიშნავს, რომ ამ ომში ავტომატურად ჩართვა მოუწევს შვედეთსაც, ეს კი შვედეთისათვის საფრთხის შემცველია, რადგან ის აღმოჩნდება ბირთვული თავდასხმის საფრთხის ქვეშ, შესაბამისად ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი ეფექტური იარაღი თავდაცვისათვის, როგორიც ბირთვულ ქობინებიანი რაკეტებია, ეს იქნება ერთგვარი ქოლგა მანამდე, სანამ რუსეთს ექნება ბირთვული არსენალი"-ასეთი განმარტება გაუკეთა თავის გამოსვლას შვედეთის პრემიერმა.



და მაინც-დამატების სახით, რა მიამიტები არიან ეს ევროპელები. როგორ წარმოუდგენიათ, რომ ერთ დღეს რუსეთი უარს იტყვის ბირთვულ არსენალზე და დარჩება ისე, როგორც დარჩა რამდენიმე წლით "ჩაჩოჩებული" მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატეებმა სრულიად უადგილოდ, არანაირი საჭიროების გარეშე ჩამოაგდო ბირთვულო ბომბები დამარცხებულ იაპონიის ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკში.



რუსეთს აქვს ამბიციები, ისევე როგორც ამერიკან ან ჩინეთს პირველობისათვის პაექრობაში. ეს ასე, რომ არ იყოს რუსეთი და ჩინეთი გახდებოდნენ ალიანსის წევრები, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ ბირთვული არსენალის მაქსიმუმამდე შემცირება გახდებოდა შესაძლებელი.



ისე კი ცალკე თემაა, დავუშვათ ჩვენ, რომ გვქონდეს ამისი პოტენციალი, რატომ უნდა შეგვიზღუდოს ვინმემ ბირთვული ქობინის ქონა?



0
96
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
96