x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136042
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
60 დასავლელი ექსპერტი მიმართავს "ნატოს"-არ მიიღონ უკრაინა ალიანსში
image

60-ზე მეტმა ექსპერტმა საგარეო პოლიტიკაში ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც მოუწოდებს ნატოს, არ დაჰპირდეს უკრაინას ალიანსში გაწევრიანებას ბლოკის სამიტზე, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. მიმართვის ტექსტი Politico-მ გამოაქვეყნა.



ავტორებმა ბლოკში კიევის პოტენციური წევრობის შესახებ ნებისმიერ სიგნალს "არაგონივრული" უწოდეს. მათ გაიხსენეს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი რომლის მიხედვითაც ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ჩაითვლება თავდასხმად ყველა წევრზე.


„ზოგიერთი ამტკიცებს, რომ უკრაინის ნატოში შესვლა შეაკავებს რუსეთს უკრაინაში ხელახლა შეჭრისგან. ეს არის სურვილი და არა ჭეშმარიტება“, - აცხადებენ ექსპერტები.



მათ ასევე უწოდეს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კიევის ალიანსში გაწევრიანება, როგორც „მოტივაცია“ მოსკოვისთვის, გააგრძელოს ომი. ავტორების აზრით, „რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევები შეიძლება გადაწყდეს უკრაინის "ნატოში" შესვლის გარეშე“.


ამ ამბავს სოციალური ქსელით გამოეხმაურა სამხედრო ექსპერტი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე:


"60 დასავლელი (რაც წავიკითხე, ამერიკელებია) ექსპერტი ნატოს წერილით მიმართავენ და აფრთხილებენ არ მიიღონ უკრაინა ნატოში, რადგან ეს რუსეთთან ბირთვულ დაპირისპირებას გამოიწვევს.

თქვე ფარჩაკებო, ახლა რომ წერთ მაგ წერილს, მხოლოდ ახლა დაგებადათ ეს დასკვნები?
წლების წინ ან თუნდაც ომამდე რატომ არ დაწერეთ იგივე? თუ ადრე ვერ განსჭვრიტეთ და ახლა გაგინათდათ? თქვენით დაგებადათ ეს აზრი ყველას ერთად, თუ ვინმეს მიერ დაგეგმილი კამპანიის ნაწილია?
ადრე მსგავსი არ გამიგია.
ცალკე დავწერ უკრაინის სამობილიზაციო ნიუანსებზე და მიხვდებით, რატომ უნდა დაეწერათ ადრე, თუ ასეთი მაგრები არიან."-წერს ამირან სალუქვაძე.
1
161
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
161
  
მიმართვა რათ უნდათ,არ მიიღებენ და არც უკრაინას დასჭირდება. თუ რუსეთი დაამარცხა და გაყარა,ნატოში რაღა უნდა? თუ აგებს,ტერიტორიების ნაწილზე უარი უნდა თქვას და შევიდეს წაგებულ სამხედრო ბლოკში. უკრაინელმა რო თქვას,ნატო და რუსეთი ჩემს ტერიტორიაზე ომობენ,ჩემი ხალხი იხოცება და ჩემი ქალაქები ინგრევაო,ნატოს წევრები მაინც ვიყოთ ამის დედაც ვატირეო,ვერ გაამტყუნებს ვერავინ. მაგარი ბარდაგია მსოფლიოში,ნუ უკრაინაში განსაკუთრებით. უკრაინა არის იმის დასტური,თუ როგორ მოქმედებს ამერიკა. იარაღი ამერიკული,ხოლო ხალხი სხვა,რომლებიც იხოცებიან ამერიკის ინტერესებისთვის. ეს არის ამერიკის ნამდვილი სახე,მარა უკრაინელბმა ჯერ გაითავისეს ეს. ამიტომაც ვფიქრობ რო ყველაზე სულელი და იდიოტი ერია მსოფლიოში. ვისაც უნდა იმას ეწყინოს,ეგრეა ნამდვილად. ჩვენც არ ვართ დიდად მათზე უკეთესები,მარა აქ ხალხს იმდენი გონი მაინც აქვს რო ამერიკისთვის არ იბრძოლოს. თუ რევოლუცია მოხდა და უხსენებლები დაბრუნდენ,ომი დაიწყება და იქნება 5 დღეზე ნაკლები ვადის,რადგან არავინ არ იბრძოლებს. ყველამ ყველაფერი იცის და ვერავის წაიყავან ომში ამერიკის ან უკრაინის ინტერესისთვის. აბა,3.6 მილიონიანი ქვეყნის ინტერესში არანაირად არ შედის ომი 140 მილიონიან და ერთერთ ყველაზე დიდი შეიარაღების მქონე ქვეყანასთან. ტერიტორიების დაბრუნება კი გვინდა,მარა ომით არა. არა იმიტო რო ამ მიწებისთვის არავინ იბრძოლებს,არ შეიძლება ომით დაიბრუნო შენი მიწები და მერე გჯეროდეს რო მშვიდობას შეინარჩუნებ. როცა მამას შვილს და შვილს მამას მოუკლავ,მას ვერ დაელაპარაკები მშვიდობაზე. გავა დრო და ის შენს მოსაკლავად მოვა. ეს კავკასია და არავინ არ გაგიტარებს ოჯახის წვერის მკვლელობას. შვილიშვილებს გადასცემს ამ ამბავს და იქება დაუსრულებელი ომი.
0 1 1