x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რუსი მამაო, რომელიც უკრაინის ომში წავიდა, დონეცკში Tinder-ზე შენიშნეს
რუსი მღვდელი უკრაინის ომში ჯერ კიდევ 2021 წელს წავიდა. იმ პერიოდში რუსული საინფორმაციო საშუალებები წერდნენ, რომ მამაოს ხელში იარაღი კი არ ეჭირა, არამედ “მეომრებზე სულიერად ზრუნავდა.”


აღმოჩნდა, რომ რუსი მამაო, რომლის სახელი და გვარი რომან ზაეცია, მხოლოდ სამხედროთა სულების დახსნაზე როდი ზრუნავს. ის ცოტა ხნის წინ დონეცკში, Tinder-ზეც შენიშნეს.


ომი


როგორც მღვდელი საკუთარ Tinder-ზე წერს, ის მოწიფული მამაკაცია, რომელიც დაშტამპულად არ აზროვნებს და ყველა ფანტაზიას ასრულებს. მამაოს ასევე მითითებული აქვს, რომ მხოლოდ 20 წლამდე ასაკის პირების მხრიდან ისურვებდა გამოხმაურებას. მისთვის ასევე მნიშვნელობა არ აქვს პარტნიორის სქესს და შეუძლია აიღოს გასამრჯელო საკუთარ მომსახურებაში.



ეს ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები სკანდალში ეხვევიან. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რუსეთის პატრიარქი კირილი გასული საუკუნის 70-იან წლებში, შვეიცარიაში ცხოვრების პერიოდში საბჭოთა უშიშროების აგენტად მსახურობდა. აღნიშნულ ფაქტს შვეიცარიის პოლიციის მიერ ახლახან გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტაციის მეშვეობით მოეფინა ნათელი.


ომი


შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესია ოფიციალურად უაღრესად კონსერვატიული ინსტიტუტია, სადაც მკაცრად არის დაგმობილი ჰომოსექსუალობა და ადამიანის სქესობრივი ლტოლვები მორალის მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული.


მაგრამ როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით არის ასე, ხოლო რეალობა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0