x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შეამოწმეთ, უნდა ენდოთ, თუ არა საკუთარ ინტუიციას?

ინტუიცია — მიმდინარე მოვლენების შეცნობის და ქვეცნობიერის მეშვეობით, ყოველგვარი ანალიზის და შესაძლო ვარიანტების განხილვის გარეშე, შედეგის განჭვრეტის უნარია. ხოლო, ინტუიციის საფუძველს ემპათია, წარმოსახვა, დაკვირვება და ცხოვრებისეული გამოცდილება წარმოადგენს.

განვითარებული ინტუიციის მქონე ადამიანი სწრაფად პოულობს პრობლემის მოგვარების გზას, სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს, თუ არჩევანის გაკეთება უწევს, სწორედ აწყობს ურთიერთობებს...

გინდათ გაიგოთ, რამდენად განვითარებულია თქვენი ინტუიცია? დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სურათებს და დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, მოცემული ვარიანტებიდან, ერთი ამოირჩიეთ. ხოლო, ტესტზე პასუხის მისაღებად, პასუხებზე მიწერილი ქულები დააჯამეთ.


სურათი №1. ორივე ამტკიცებს, რომ ჩემოდანი მისია, რომელია პატრონი?image


პასუხის ვარიანტები:


ჩემოდანი ქვედაბოლოიან გოგონას ეკუთვნის — 2 ქულა;

ჩემოდანი შარვლიან გოგონას ეკუთვნის — 5 ქულა.


სურათი №2. რა ემოციას ხედავთ?image


პასუხის ვარიანტები:


არანაირი — 1 ქულა;

კმაყოფილება/სიხარული — 2 ქულა;

ბრაზი/მრისხანება/გაღიზიანება — 3 ქულა;

სასოწარკვეთა — 4 ქულა;

ფარისევლობა — 5 ქულა.



სურათი №3. ამოირჩიეთ გამოსახულება, რომელიც თქვენს ყურადღებას ყველაზე მეტად იპყრობს.image


პასუხის ვარიანტები:


1 გამოსახულება — 1 ქულა;

2 გამოსახულება — 2 ქულა;

3 გამოსახულება — 4 ქულა;

4 გამოსახულება — 5 ქულა.


სურათი №4. რა ხდება სურათზე?image


პასუხის ვარიანტები:


ადამიანს მისდევენ და ის საფრთხეშია — 2 ქულა;

ადამიანი ხაფანგში მოხვდა — 3 ქულა;

ადამიანმა სიბნელეში სინათლე იხილა — 4 ქულა;

ადამიანმა გასასვლელი იპოვა — 5 ქულა;

საკუთარი ვარიანტი — 1 ქულა.



სურათი №5. პირველად რა გრძნობა გამოიწვია თქვენში სურათმა?image


პასუხის ვარიანტები:


არანაირი — 1 ქულა;

ხალისის — 2 ქულა;

შიში — 3 ქულა;

ზიზღი — 4 ქულა;

გაკვირვება/ინტერესი — 5 ქულა.


შედეგები:


5-10 ქულა


ინტუიციის გარკვეული გრძნობა გაქვთ, რომელსაც შეუძლია საფრთხის შემთხვევაში ნიშანი მოგცეთ.

ადამიანების უმრავლესობას სწორედ ასეთი — ინსტინქტური, საბაზისო ინტუიცია აქვს, რომელიც ჩვენ წინაპრებისგან გადმოგვეცა. რა თქმა უნდა, საფრთხის შეგრძნება და სიბნელეში გზის გაგნება — მნიშვნელოვანი თვისებაა, მაგრამ ამის გარდა, ინტუიცია გააზრებული და ეფექტური ურთიერთობების აწყობაში, მეგობრების და თანამოაზრეების პოვნაშიც გვეხმარება. მისი მეშვეობით ხდება კარიერის შექმნა და ბიზნესის აწყობა. დაფიქრდით ამაზე! წაიკითხეთ ფსიქოლოგიური ლიტერატურა და იპოვეთ ამ თვისების განვითარების ის მეთოდი, რომელიც თქვენთვის ყველაზე მისაღები იქნება.

ინტუიციის განვითარება შესაძლებელია და ამის გაკეთება გვიან არასდროს არის — ეს კი, ახალ შესაძლებლობებს და პერსპექტივებს გაგიხსნით.


11-15 ქულა


თქვენს ინტუიციას სოციალური მიმართულება აქვს და მის საფუძველს ახლობლების ემოციური მდგომარეობის შეცნობა წარმოადგენს. თქვენ შეგიძლიათ თანაგრძნობა, თანადგომა და ადამიანების დახმარება.

ხშირად ხვდებით, თუ რას იტყვის ადამიანი ან როგორ დაასრულებს ის ფრაზას. შეგიძლიათ საფრთხე იგრძნოთ, არა მარტო საკუთარი თავის, არამედ თქვენი სოციალური ჯგუფის მიმართაც. საფრთხის დროს, შეგიძლიათ ადამიანები უსაფრთხო ადგილზე წაიყვანოთ.

თქვენი თვისება ძალიან ფასეულია ურთიერთობების და მართვის სფეროში დასაქმებისთვის. მაგრამ, არსებობს საკუთარი გრძნობებისადმი მეტისმეტად ნდობის საფრთხე. ავარჯიშეთ საკუთარი ინტუიცია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ სხვა ადამიანების რეაქციებზე დაკვირვებას და მათი აზრის გათვალისწინებას.


16-20 ქულა


ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული მეცნიერების და ხელოვნების სფეროებში. ამას შეგიძლიათ ინსპირაცია, შთაგონება, მიხვედრა, ინსაითი უწოდოთ. თქვენ შეგიძლიათ აღმოჩენების გაკეთება და ახალი, ჯერ არნახული რამის შექმნა. თქვენს გონებას უზარმაზარი ანალიტიკური სამუშაოს შესრულება შეუძლია და შედეგის მიღება, რომელშიც, ლომის წილი, სწორედ ინტუიციურ მიგნებებზე იყოს დამყარებული.

მიუხედავად ამისა, თქვენი განვითარების დონე საშუალებას გაძლევთ, რომ ინტუიცია, მხოლოდ ხსენებულ სფეროებში კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთობებში გამოიყენოთ.

ყურადღებით იყავით თქვენი ქვეცნობიერის მინიშნებების, საკუთარი «მეექვსე გრძნობის» და შინაგანი ხმის მიმართ!


21-25 ქულა


ინტუიციის მხრივ — იშვიათად ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით. ის მხოლოდ განვითარებული კი არა გაქვთ, თქვენს მიერ ისე აღიქმება, როგორც სხვა, ნებისმიერი, პიროვნული თვისება. თქვენ შეგიძლიათ ის გარკვეულ მოვლენებზე დააპროგრამოთ, სიტუაციის გაანალიზების შემდეგ კი, სწორი დასკვნები გააკეთოთ (როგორც შერლოკ ჰოლმსი).

თქვენი ინტუიცია მრავალპროფილიანია. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ეკონომიკაში და ბიზნესში, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში.


image

არხის სხვა სიახლეები:


* გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება

* "თაფლობის თვე" – ათასწლოვანი ტრადიციის ფესვები

* იდუმალი სიურპრიზები, რომლის ნახვა არქიტექტურის ძველ ძეგლებზე შეიძლება

* რომაელების რეაქცია კეისრის მკვლელობაზე

* ცინიკური გარიგება "ეშმაკთან" – რატომ დახუჭა თვალი სტალინმა თვალი ევროპაში დაწყებულ ომზე

* უფრო მეტი, ვიდრე კომპანია – სასარგებლო რჩევა Toyota–ს დამაარსებლისგან

* 12 ფაქტი, რომელიც ყველას გვაერთიანებს, სქესის და ეროვნების მიუხედავად


0
200
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0