შოუბიზნესი რიანა კრის ბრაუნზე ლოცულობს 2012, 30 სექტემბერი, 2:37 ![]() ალბათ, ბევრი არ ელოდა მოვლენათა ასეთ განვითარებას, მაგრამ რიანა კრის ბრაუნს ღიად უჭერს მხარს, მიუხედავად იმისა, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამის გამო სასჯელსაც იხდის. სასამართლოს დღეს ბარბადოსელმა ლამაზმანმა რეპერს "თვითერზე'' დაუწერა: "მე ვლოცულობ შენზე და მხოლოდ საუკეთესოს გისურვებ." კრის ბრაუნმაც, რა თქმა უნდა, უპასუხა:"დიდი მადლობა" და როგორც ჩანც, რიანას ლოცვამ მართლაც გაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ანალიზის შედეგად კრისს სისხლში ნარკოტიკების შემცველობა დაუდასტურდა, ის გისოსებს მიღმა მაინც არ გაუშვეს. მოსამართლე პატრისია შნეგმა ვასკვლავს გამოსაცდელი ვადა მისცა და კანონდამღღვევს შეახსენა, რომ მას მოზარდი თაობა უყურებს და ახალგაზრდებს კარგი მაგალითი უნდა მისცეს. სასამართლოს შემდეგი სხდომა პირველ ნოემბერს იგეგმება. ![]() 106 2-ს მოსწონს
|