საზოგადოება მიწისძვრამდე და მიწისძვრის შემდეგ - ფოტოები თურქეთიდან 2023, 8 თებერვალი, 17:22 7, 7 - 7, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ მეზობელ თურქეთსა და სირიაში ნამდვილი ბუნებრივი კატასტროფა მოახდინა. ამ დროისთვის მეზობელ თურქეთში დაღუპულია 7000-ზე მეტი ადამიანი და 50 000-მდე დაშავებულია. სტიქიის ზონაში მოხვდა 10 ქალაქი: კაჰრამანმარაში, კილისი, დიარბაკირი, ადანა, ოსმანიე, გაზაინთეფი, შანლიურფა, ადიამანი, მალათია და ჰატაი. ამ სტატიაში გაჩვენებთ ფოტოებს მიწისძვრამდე და მიწისძვრის შემდეგ... მალათია - MALATYA-TREND GARDEN RESİDENCE გაზიანთეფი - გაზიანთეფის ციხე- სიმაგრე მალათია - ჰაჩი იუსუფის ქვის მეჩეთი ჰათაი - HATAY ACADEMY HOSPITAL ჰათაი - რეიჰანლის გზა ჰათაი - ლათინური კათოლიკური ეკლესია ადანა - ჩუქუროვა კაჰრამანამარაში სირიასა და თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზარალებულ ქვეყნებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დამხმარე ჯგუფები მიემგზავრებიან. ქართველი მაშველთა ჯგუფიც თურქეთში იმყოფება. ორივე ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ზუსტი ინფორმაციით თურქეთის 10 ქალაქი სტიქიის ზონად გამოცხადდა. უფალი იყოს ყველას მფარველი. მშვიდობა იყოს მსოფლიოში. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი იხილეთ ასევე - რამდენი ადამიანი დაიღუპა და რამდენი დაშავდა მიწისძვრის შედეგად? ბოლო ვითარება თურქეთიდან (+ფოტოები სტიქიის ზონიდან) 135 3-ს მოსწონს
|