საზოგადოება მსოფლიოს პირველი ციფრული პორტალი ვილნიუსსა და ლუბლინში მდებარეობს 2023, 8 თებერვალი, 12:36 ![]() თუკი ტელეპორტაციაზე ოცნებობთ ვილნიუსში უნდა გაემგზავროთ, ან ლუბლინში, სადაც მდებარეობს დიდი მრგვალი ეკრანები, რომლის დახმარებით შეგიძლიათ 'შეიხედოთ' ერთი ქალაქიდან მეორეში. ლიტვაში და პოლონეთში აშენებული ეს ციფრული პორტალები ადამიანებს საშუალებას აძლევს 600 კილომეტრის დაშორებით ერთმანეთი რეალურ დროში ნახონ. ეს დღევანდელ ეპოქაში, რა თქმა უნდა გასაკვირი სულაც არაა, თუმცა, 'პორტალის' ინსტალაცია მეტად შთამბეჭდავია, ვიდრე, უბრალოდ, ვიდეო ზარით საუბარი.
![]() პორტალი ვილნიუსში ![]() პორტალი ლუბლინში ![]() პორტალი ვილნიუსში პორტალები დამონტაჟებულია ვილნიუსის მატარებლის სადგურსა და ლუბლინის ცენტრალურ მოედანზე. ინტერნეტისა და ეკრანების საშუალებით აქ გამვლელებს ერთმანეთის დანახვა შეუძლიათ. ამ იდეის ავტორია მეცნიერი ბენედიქტას გილის.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |