x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსი ექსპერტი ამტკიცებს, რომ არსებობს იარაღი, რომელსაც თურქეთში მიწისძვრა შეეძლო გამოეწვია

image

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3432-მდე გაიზარდა, ხოლო სირიაში დაღუპულთა რაოდენობა 800-მდე შეადგინა, ამის შესახებ განცხადება


თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ კოჩამ გააკეთა, ხოლო დაზარალებულთა რაოდენობამ 21 000 -ს გადაჭარბა.


მიწისძვრისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის (AFAD) ხელმძღვანელის ორხან თათარის განცხადებით, სტიქიის დროს დანგრეული შენობების რაოდენობამ 5775 შეადგინა.



შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის სიმძლავრემ 7, 4 მაგნიტუდა შეადგინა. კატასტროფა თურქეთის პროვინცია ქაჰრამანმარასში გამთენიისას მოხდა და კიდევ რამდენიმე მეზობელი ქვეყანა დააზარალა.


მეორე ტალღა მეორე დღით შუადღისას მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7, 6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეპში იყო.


რყევები იგრძნობოდა ლიბანში, ერაყში, ისრაელში, საქართველოში, სამხრეთ შავიზღვისპირა რუსეთში. სეისმოლოგები ამბობენ, რომ მსგავსი მიწისძვრა 80 წელია არ მომხდარა.


ამასობაში, Ura.ru-სთან ინტერვიუში, რუსეთის სამხედრო აკადემიის უფროსმა მკვლევარმა და სამხედრო ანალიტიკოსმა ვლადიმერ პროხვატილოვმა განაცხადა, რომ ასეთი კატასტროფები შეიძლება გეოფიზიკურმა იარაღმა გამოიწვიოს.


ექსპერტს მიაჩნია, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია, თუმცა საგანგაშოა ადგილები, სადაც სტიქია მოხდა. აშკარაა, რომ დარტყმა ეთნიკური თუ სამხედრო კონფლიქტების ცხელ წერტილებში მოხდა, თუმცა კატაკლიზმის არაბუნებრივად გამოწვევის დასამტკიცებელი მეთოდი არ არსებობს.


პროხვატილოვმა გაიხსენა, რომ თურქეთი აქტიურად მონაწილეობს სირიის მოვლენებში, სადაც ომის ინიცირება გარედანაც არ წყდება.


„შეუძლებელია იმის თქმა, რომ გეოფიზიკური იარაღი იყო გამოყენებული თურქეთსა და სირიაში. ეს ყველაფერი მხოლოდ სპეკულაცია იქნება, რომლის მტკიცებულებაც არ არსებობს. არ არსებობს გზაც, რომ შესაძლებელი იყოს იმის დამტკიცება, მიწისძვრა ბუნებრივი იყო თუ ხელოვნური“, - ციტირებს გამოცემა სპეციალისტის სიტყვებს.



მან გაიხსენა, რომ შეერთებულ შტატები ჯერ კიდევ ცივი ომის დროს იყო დაკავებული ტექტონიკური იარაღის შექმნით. HAARP -ის პროექტის ფარგლებში შემუშავდა მაღალი სიხშირის რადიოტალღების იონოსფერული გაფანტვის კვლევითი პროგრამა და შეიქმნა მძლავრი დამასხივებელი. მას შეეძლო მაღალი სიმძლავრის იონური სხივების გაგზავნა იონოსფეროში. სტრატოსფერული შრეებიდან ასხლეტილი, ის ურტყამს სასურველ ადგილს დედამიწის ზედაპირზე, რაც იწვევს მის გადახურებას.


ანალიტიკოსი თვლის, რომ ახლა შეუძლებელია გადამოწმდეს პროგრამა იყო თუ არა გამოყენებული კატასტროფებში-მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, ჩინეთში, ევროპაში, პაკისტანსა და ინდოეთში, თუმცა ეს განხორციელდა პროექტის დასაწყისში.


შეერთებულმა შტატებში აცხადებდნენ, რომ ის სჭირდებოდათ იონოსფეროს, დედამიწის ზედა ფენის შესასწავლად. მაგრამ მსოფლიოში დაიწყო კლიმატის დათბობა, ხშირი მიწისძვრები და სხვა კატაკლიზმები. ექსპერტმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ამის გამო ვენესუელის ხელისუფლება დაადანაშაულა.


პროექტის კიდევ ერთი კრიტიკოსი იყო მინესოტას ყოფილი გუბერნატორი ჯესი ვენტურა.


რუსი ექსპერტის თქმით, სწორედ HAARP-ს გააკრიტიკეს იმის გამო, რომ შეუძლია კონკრეტულ ადგილზე დედამიწის ქერქში არსებული ნაპრალებზე დასხივება. ასე მაგალითად, ზოგს მიაჩნია, რომ პროექტი ირან-ერაყის 2017 წლის მიწისძვრას უკავშირებდა. მას ორივე ქვეყნის 500 მოქალაქე შეეწირა.

0
285
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0