მსოფლიო გერმანელი ექსპერტი ამბობს, თუ რანაირად შეიძლება დამთავრდეს უკრაინის ომი 2023, 6 თებერვალი, 0:03 აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტი, ჰანს-ჰენინგ შრიოდერი განმარტავს, რომ პუტინის შეჩერება უკრაინაში შესაძლებელია, რისთვისაც დასავლეთმა უკრაინა უნდა გააძლიეროს. სწორედ ამიტომ, მისი აზრით უკრაინისთვის ტანკების მიწოდება კარგი გადაწყვეტილებაა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელი ხალხი ბრძოლას განაგრძობენ და დანებებას არ აპირებენ. მათ საქმის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა სურთ, რაც შრიოდერის აზრით სრულიად რეალისტური პერსპექტივაა. მაგრამ სწორედ ამ მიმართულებით გერმანელი ექსპერტი მოლაპარაკებების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ოღონდ იმისათვის, რათა რუსულმა მხარემ მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვიტოს, უნდა იგრძნოს, რომ უკრაინა ძლიერი ქვეყანაა, რომელთანაც დამპყრობლური ამბიციები არავის გაუვა. ასეთი უკრაინა კი მხოლოდ მაშინ გახდება, თუ დასავლეთი მას სათანადო დონეზე დაეხმარება. ასეთია გერმანელი პოლიტოლოგის მოსაზრება. შრიოდერის აზრით, უკრაინის ომის დასასრულმა ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა უნდა ჩამოაყალიბოს. რუსეთი, ნატო და პოსტსაბჭოთა ქვეყნები ერთად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შექმნან ევროპაში უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, შრიოდერს ესმის, თუ რა რთულია რუსეთის ნდობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის ხშირად არღვევს სხვადასხვა ხელშეკრულებებს. მეორე რაიხის კანცლერი, ოტო ფონ ბისმარკი ამბობდა, რუსეთთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება იმ ქაღალდის ფასიც კი არ არის, რომელზეც ეს შეთანხმებაა დაწერილიო. ძნელია ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო. ქართველებმა არაერთხელ ძალიან მწარედ გამოვცადეთ ბისმარკის სიტყვების ჭეშმარიტი ბუნება. თუმცა ჩანს, ეს ყველამ ზედმიწევნით კარგად ჯერ კიდევ არ იცის. ეს არ იცის არც თავად შრიოდერმა, რომელიც თითქოს კარგად ხვდება რუსული დიპლომატიის ორპირობასა და გაიძვერობას. დასავლეთში რუსეთს ჯერ კიდევ ენდობიან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნდობა არანაირად არ შეიძლება. არადა, გაუგებარია, კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რათა ცივილიზებული სამყარო იმაში დარწმუნდეს, თუ როგორია რუსეთი სინამდვილეში. 711 2-ს არ მოსწონს |
https://www.youtube.com/shorts/j-rUb01p4HQ
ეს კი პოლკოვნიკი დუგლას მაკ გრეგორია
https://www.youtube.com/shorts/jlSyIWzkJeQ
https://www.youtube.com/shorts/eh1F9x4VMEg