"კლეპტომანი" ვარსკვლავები - ავადმყოფობ, რომელიც მილიონერებსაც კი უხერხულ მდგომარეობაში აყენებს

ზოგიერთ ცნობილ ადამიანს თვალი არ უნდა მოაშორო თურმე–ისინი აუცილებლად რამეს "აწაპნიან". მერე კი მათი ადვოკატები იოლად ამტკიცებენ რომ მათი კლიენტები "კლეპტომანები" არიან.
თითოეულ მათგანს შეუძლია იყიდოს ნებისმიერი ნივთი რომელსაც იპარავეს თუმცა რას გაუგებ მილიონერს რომელიც რამდენიმე ათეული დოლარიდან დაწყებული რამდენიმე ათას დოლარად ღირებულ ნივთს იპარავს.
ერთერთი ყველაზე ცნობილი ჰოლივუდის "კლეპტომანი" ვარსკვლავი უაინონა რაიდერია (Winona Ryder)), რომლის "ანგარიშზეც" რამდენიმე ქურდობაა. Saks Fifth Avenue's –ს 4760 დოლარის ტანისამოსი და Bvlgari–ს 124 ათასი დოლარის საიუველირო ნაწარმი მოპარა.
ცნობილი მსახიობის ლინდსი ლოჰანის (Lindsay Lohan) "ანგარიშზე" კი 2500 დოლარის ღირებულების Dior–ის სამაჯური და 250 ათასი დოლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, ასევე Rolex–ის საათია, ღირებულებით 35 ათასი დოლარი.

ცნობილ მომღერალს პერის ჰილტონს (Paris Hilton) კი "დაავიწყდა" დაებრუნებინა Damiani–ის "ბუტიკიდან" ქირით აღებული საიუველირო სამკაულები ღირებულებით 60 ათასი დოლარი, რომელთა დაბრუნებამ სასამართლოს გზით მოუწია.

მომღერალ ბრიტნი სპირსის (Britney Spears) "ანგარიშზე კი სანთებელა, კაბა ელიტური ტანსაცმლის ქსელიდან და ქალის პარიკია.
