x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უგანდელი მამა, რომელსაც 12 ცოლისგან 102 შვილი ჰყავს, ამბობს, რომ "საკმარისია, ზედმეტი მოუვიდა"
image


მუსა ჰასახია კასერას იმდენი შვილი ჰყავს, რომ მათი უმეტესობის სახელები არც ახსოვს.


უგანდელი სოფელში მცხოვრები მამაკაცი მთელი მონდომებით იბრძვის, რათა თავის უზარმაზარი ოჯახი არჩინოს, რომელიც, მისი თქმით, შედგება 12 ცოლისგან (რომელთა სახელების დამახსოვრებასაც უჭირს), 102 შვილისგან და დაუჯერებელია, მაგრამ 578 შვილიშვილისგან და ახლა გრძნობს, რომ ეს საკმარისია.


"თავიდან ეს თითქოს ხუმრობა იყო... მაგრამ ახლა მაქვს პრობლემები", - განუცხადა ჟურნალისტებს 68 წლის მამაკაცმა, რომელიც ცხოვრობს ბუტალეჯას რაიონის შორეულ სოფელ ბუგისაში.



”ჩემი გაუარესებული ჯანმრთელობის გამო და მხოლოდ ორი აკრი მიწა ასეთი უზარმაზარი ოჯახისთვის..... ჩემი ორი ცოლი წავიდა, რადგან მე არ შემეძლო საბაზისო საჭიროებით მათი უზრუნველყოფა, როგორიცაა საკვები, განათლება, ტანსაცმელი.”


ჰასახიამ, რომელიც ერთგვარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა თავის სოფელში, თქვა, რომ მისი ცოლები ახლა იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებს, რათა შეაჩერონ ოჯახის შემდგომი გაფართოება.


„ჩემი ცოლები იღებენ კონტრაცეპტივებს, მაგრამ მე არა. მე აღარ ველოდები მეტი შვილის გაჩენას, რადგან ჩემი უპასუხისმგებლო ქმედებიდან გამომდინარე ჭკუა ვისწავლე, ამდენი შვილზე ვეღარ ვიზრუნებ“, - აღიარა მან.


ჰასახიას შთამომავლობა ძირითადად ცხოვრობს დანგრეულ სახლში, რომლის გოფრირებული რკინის სახურავი ჟანგდება და იქვე ახლო ჩალით გადახურულ ორ ათეულ თიხის ქოხში,


იგი პირველად დაქორწინდა 1972 წელს ტრადიციული ცერემონიით, როდესაც ორივე დაახლოებით 17 წლის იყო, მისი პირველი შვილი სანდრა ნაბვაირი დაიბადა ერთი წლის თავზე.


„რადგან ჩვენ მხოლოდ ორნი ვიყავით, მე და ჩემი ძმა, ნათესავებმა და მეგობრებმა მირჩიეს, ბევრი ცოლი მომეყვანა, რათა ბევრი შვილი მყოლოდა, რათა ჩვენი ოჯახური მემკვიდრეობა გამეფართოვებინა“, - თქვა ჰასახიამ.


მისმა სოციალურმა სტატუსმა, როგორც პირუტყვით მოვაჭრე და ყასაბი, განსაზღვრა ის, რომ სოფლის მაცხოვრებლები თავიანთ ქალიშვილებს სთავაზობდნენ, ზოგიერთი 18 წლისაც არ იყო.


ბავშვთა ქორწინება უგანდაში მხოლოდ 1995 წელს აიკრძალა, ხოლო აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანაში მრავალცოლიანობა დაშვებულია - გარკვეული რელიგიური ტრადიციების მიხედვით.

image

ჰასახიას 102 შვილი 10-დან 50 წლამდეა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა ცოლი დაახლოებით 35 წლისაა.


”პრობლემა იმაშია, რომ მე მახსოვს მხოლოდ ჩემი პირველი და უკანასკნელი დაბადებულის სახელი, მაგრამ ზოგიერთი შვილის სახელები არ მახსოვს”, - თქვა მან და ძველი რვეულებში დაიწყო ქექვა, რაღა მათი დაბადების შესახებ დეტალები დაეზუსტებინა.


მათ ამოცნობაში სწორედ მათი დედები ეხმარებიან.


მაგრამ ჰასახიას ზოგიერთი ცოლის სახელიც კი არ ახსოვს, ამიტომ კონსულტაციას გადის თავის ერთ-ერთ ვაჟთან, შაბან მაგინოსთან, 30 წლის დაწყებითი სკოლის მასწავლებელთან, რომელიც ეხმარება ოჯახის საქმეების მართვაში და ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელმაც მიიღო განათლება.


ასეთ უზარმაზარ ოჯახში დავების მოსაგვარებლად, ჰასახია ამბობს, რომ ისინი ყოველთვიურად ატარებენ ოჯახურ შეხვედრებს.


ადგილობრივმა თანამდებობის პირმა, რომელიც მეთვალყურეობს სოფელ ბუგისას, თქვა, რომ პრობლემების მიუხედავად, ჰასახიამ "შვილები კარგად აღზარდა", მაგალითად, მათგან ქურდობის ან ჩხუბის შემთხვევები არ ყოფილა.

1
307
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
307
  
2023, 3 თებერვალი, 23:06
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1