14 თებერვალს, სიყვარულის დღეს საყვარელი მამაკაცისთვის საჩუქრის არჩევა მარტივი არაა.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომელიც იდეალური საჩუქრის არჩევაში დაგეხმარებათ.
1. ვარსკვლავებიანი ცის პროექტორი

ლამაზი და საინტერესო საჩუქარი მეოცნებე ადამიანებისთვის. თუ თქვენი შეყვარებული ცით და ვარსკვლავებით გატაცებულია, აღფრთოვანებული დარჩება.
2. მრავალხელსაწყო

ის ბუნებაში შეგიძლიათ წაიღოთ ან ყოველთვის თან ატაროთ. სასარგებლო და პრაქტიკული საჩუქარია.
3. სამაჯური

ტყავის ნაქსოვი ან ლითონის სამაჯური. უპირატესობა კლასიკურ ვარიანტს მიანიჭეთ, საინტერესო გრავიურაზე დაფიქრდით.
4. მისი სახელობის დღიური

ინდივიდუალური საჩუქარი ყოველთვის კარგია. ახლა საყვარელ ადამიანს თქვენთან შეხვედრა არასდროს დაავიწყდება.
5. ელექტროწიგნი

ნამდვილი საგანძური კითხვის მოყვარულთათვის. უმჯობესია გაჯეტი სპეციალური კალმით შეიძინოთ.
6. წვერის მოვლის ნაკრები

თუ შეყვარებულს წვერი არ აქვს, თმის მოვლის ნაკრებით ჩაანაცვლეთ. ასეთი ნაკრები ძალიან მოდურად გამოიყურება.
7. კონსტრუქტორი

ყველა მამაკაცი ხომ დიდი ბიჭია. აირჩიეთ ფიგურები მისთვის საყვარელი გმირებით. ასე უფრო მოეწონება.
8. მაგიდის ფეხბურთი

ერთად შეგიძლიათ ითამაშოთ. ასევე აეროჰოკეი შეგიძლიათ აჩუქოთ.
9. რომანტიკული ვახშამი

კლასიკა ჯერ არავის გამოურიცხავს. ასეთი საჩუქარი დიდხანს დაამახსოვრდება.
10. ნაკრები ყავის დასალევად

თუ ყავის მოყვარულია, ნამდვილად მოეწონება. ყავის მარცვლები შეარჩიეთ და წინასწარ გაიგეთ, რომელი ბრენდის გამამხნევებელი სასმელი მოსწონს.
11. სამაგიდო თამაში

ასე დროს ერთად სასიამოვნოდ გაატარებთ. თამაში მეგობრებთან სტუმრად წასვლისას თან შეგიძლიათ წაიღოთ.
12. ბლუთუზ დინამიკი

წყალგაუმტარი მოდელები არსებობს მათთვის, ვისაც შხაპის მიღებისას მუსიკის მოსმენა უყვარს.
13. ორიგამის ფიგურა

აწყობა საინტერესოა და ინტერიერს იდეალურად ეთავსება.
14. მაცივარზე მისაკრავი მაგნიტის დაფა „გული“

ძალიან სიმბოლური საჩუქარია. ერთმანეთს საყვარელი შეტყობინებები შეგიძლიათ დაუტოვოთ ან უბრალოდ რაიმეს გაკეთება შეახსენოთ.
15. ნოუთბუქის ზურგჩანთა

პრაქტიკული საჩუქარია, მაგრამ თქვენს ზრუნვას გამოხატავს.
16. წიგნი „კლასიკური კამასუტრა“

საჩუქარი დიდი მინიშნებით. აუცილებლად ერთად უნდა წაიკითხოთ. თეორია პრაქტიკაშიც უნდა განამტკიცოთ.
17. საცობების ყულაბა

ძალიან მოდურად გამოიყურება. თუ ღვინო გიყვართ, კარგი საჩუქარია.
18. უსბ ჰაბი „ძაღლი“

კიდევ ერთი პრაქტიკული საჩუქარი, რომელიც სახლში ყოველთვის საჭიროა.
19. პორტატული დამტენი

ეს მოწყობილობა ბევრი არასდროსაა, ამიტომ არ შეგეშინდეთ, რომ საყვარელ მამაკაცს ერთი სახლში შეიძლება ჰქონდეს.
20. ასაწყობი ჰანტელები

თუ შეყვარებული ძალოვანი ვარჯიშების მოყვარულია, კარგი საჩუქარია. ასეთი ჰანტელები კარგია იმით, რომ ნებისმიერი წონა შეგიძლიათ მიამაგროთ. თან ბინაში მოსახერხებლად ინახება.
ასევე დაგაინტერესებთ:
1. მამაკაცის 21 წესი ქალებისთვის
2. რატომ არის ცოლი ბავშვებზე უფრო მნიშვნელოვანი
3. 10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია
4. რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება
5. რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცოლის ცხოვრებაზე
6. ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ