x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ "ჩააქრეს" სტალინი საბჭოთა მოზარდებმა
image

1946 წლის გაზაფხულზე, ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხნის მუშათა დასახლება აივსო ბროშურებით, რომლებშიც იყო მოწოდება "წადით, იბრძოლეთ მშიერო ადამიანებო".


პროკლამაციის გამავრცელებლები იყვნენ 14 წლის მოზარდები, სამივე იცნობდა მარქსის და ლენინის ნაშრომებს, სამივეს უყვარდა ერთი და იგივე გოგონა.

მათ გადაწყვიტეს არამარტო ებრძოლათ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ სიმბოლურად ბრძოლა გამოეცხადებინათ "ხალხთა ბელადისთვის", თავად სტალინისთვის - რაც იმ დროისათვის ნებაყოფლობითი სასჯელის ტოლფასი იყო.



1946 წლის აპრილი, ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხნის მუშათა დასახლებაში, დილით. ათიოდე ადამიანი დგას რიგში და ელოდება პურის მაღაზიის გახსნას. მათ შორის არის 13 წლის ბიჭი შავი აჩეჩილი თმით.


ომი ერთი წლის წინ დასრულდა, მაგრამ ისევ სიღარიბე სუფევს - პურიც კი ისევ ტალონებზე იყიდება.


შესასცლელთან მრუდად გაკრული ფურცელია მიკრული. კონკრეტულად რა იყო მისი ტექსტი, ახლა ძნელი სათქმელია. მაგრამ აი, კიდევ ერთი მიმართვის ტექსტი, რომელიც იმავე დღეებში გამოჩნდა დასახლების ქუჩებში:


მოწოდება, რომელსაც რიგში მდგომმა ქალმა ხმამაღლა წაიკითხა სასკოლო რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე იყო დაწერილი. მაგრამ თუნდაც, რომ ჩვეულებრივი საწერ ქაღალდი ყოფილიყო, ძნელი მისახვედრი არ იყო, თუ ვინ იქნებოდ პროკლამაციის ავტორი.


„ხედავთ რა წერია ბავშვების ხელით.?ჭკვიანის დაწერილია!” -შეაქო ტექსტის ავტორი რიგიდან გამოსულმა ქალმა.


ამ სიტყვების გაგონებაზე თმააჩეჩილ ბიჭს გულში გაეღიმა. მაგრამ სახიფათო იყო მისგან სიხარულის გამოხატვა: ბოლოს და ბოლოს, სწორედ მან და მისმა ამხანაგებმა ჩამოკიდეს ეს ფურცელი წინა დღით..


რუსეთში და ზოგ ქვეყანაში ადამიანები სოციალურ მედიაში ამაზე უცოდველი კომენტარებისთვის ახლაც აგებენ პასუხს, თუმცა 1946 წელს კი ავტორებს ცალსახად და გარანტირებული განაჩენი ელოდათ - არა მარტო ავტორებს, ასევე მათ ნათესავებსაც.


მაგრამ სამმა სკოლის მოსწავლემ მუშათა დასახლებიდან მაინც გადაწყვიტა პოლიტიკური ბრძოლა. BBC-იმ შეისწავლა საარქივო მასალები, იპოვნა ამ მოვლენების მონაწილეები და აღადგინა პროტესტანტთა ისტორია, რაც წარმოუდგენელია იმ სასტიკი, მკაცრი პერიოდისთვის.





რიგში მდგარ ბიჭს მიშა ულმანი ერქვა, რევოლუციურ ბრძოლაში მისი ამხანაგები იყვნენ შურა(ალექსანდრე) პოლიაკოვი და გენია (ევგენი) გერშოვიჩი.


ომმა შეყარა ბიჭები ჩელიაბინსკში. მომავალი რევოლუციონერები, როგორც ხშირად ხდებოდა 1905 და 1917 წლებში, იყვნენ ინტელექტუალური ებრაული ოჯახებიდან. ყველა - სიმპათიური, შავგვრემანი, სამხრეთელი, რომანტიული გარეგნობით.


ხარკოვიდან ოჯახთან ერთად ევაკუირებული იქნა ამ ტრიოს ლიდერი შურა პოლიაკოვი. ჩელიაბინსკში დედასთან, ბებიასთან, დეიდასთან და დასთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობდა. ის იყო ათლეტურად აღნაგობის მოზარდი, ღრმა და წყლიანი თვალებით, რამაც მის გმირულ გარეგნობას რაღაც მგრძნობელობა შემატა. ფრონტზე გარდაცვლილ მამასაც იგივე თვალები ჰქონდა.

შურა პოლიაკოვის დედა ჩელიაბინსკში ადვოკატად მუშაობდა.

imageფოტოზე: ალექსანდრე(შურა) პოლიაკოვი-1940-იანი წლების დასასრული


გენია გერშოვიჩიც მამის გარეშე იზრდებოდა. მაგრამ სხვა მიზეზის გამო. იგი დაიბადა ლენინგრადში და 1934 წელს კიროვის მკვლელობის შემდეგ, მამამისი დააპატიმრეს, როგორც "ტროცკიტ-ზინოვიევის იატაკქვეშა" წევრი, ხოლო გენიას დედა ორ შვილთან ერთად მოშორდა იმ ცოდვიან ადგილს და გადასახლდა ჩელიაბინსკში.

imageფოტოზე: გენია გერშოვიჩი-1940 -იანი წლები



გენიას მამა ომამდე დახვრიტეს, მაგრამ ამის შესახებ მისმა ახლობლებმა მოგვიანებით გაიგეს. მიუხედავად რეპრესირებული ქმრისა, დედამისმა მოახერხა და სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.


გერშოვიჩი აბსოლუტური ნონკონფორმისტი იყო – მაგალითად, თავს უფლებას აძლევდა, პიონერთა ჰალსტუხი არ ეტარბინა.


"ფიზიოლოგიურად ვერ ვიტან ჰალსტუხს", - განუმარტა მან ახლობლებს.


მხოლოდ მიშა ულმანი გაიზარდა სრულყოფილ ოჯახში - ეს ის ბიჭია, აჩეჩილი თმით პურის მაღაზიის . ის და მისი მშობლები კიროვის ქარხნის სხვა მუშებთან ერთად ლენინგრადიდან გადაასახლეს ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხანაში, სადაც, ბუნებრივია, ომის დროს ტანკებს აწყობდნენ.

imageფოტოზე: მიშა ულმანი-1940-იანი წლები


მაგრამ მისი მოგზაურობა ჩელიაბინსკში ხანგრძლივი იყო: თავიდან მიშა ცხოვრობდა ევაკუირებული ბავშვების სკოლა-ინტერნატში იაროსლავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ზრდასრული ბიჭები უხამს სიმღერებს მღეროდნენ და დანებით დადიოდა. მისთვის, რომელიც გაიზარდა ლენინგრადის ცენტრში თბილ, შინაურ გარემოში, ეს სულ სხვა სამყარო იყო.


ჩელიაბინსკში, ულმანის ოჯახი შეუსახლეს ერთ ადგილობრივ ქალთს, რომლის ქმარი ციხეში იყო "კრიმინალური ნიშნით". ორი ოჯახს ერთმანეთს შუაში ჩამოფარებული ზეწარი ჰყოფდა.




ბიჭები ერთად სწავლობდნენ ჩელიაბინსკის ტრაქტორების ქარხნის მუშათა დასახლების 48-ე სკოლაში, ულმანი და გერშოვიჩი ერთ მერხთან ისხდნენ. ისინი, ისევე როგორც სხვა საბჭოთა სკოლის მოსწავლეები, აღიზარდნენ კლასიკურ და რევოლუციურ ლიტერატურაზე და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სამარცხვინო იყო უსამართლობა დაგენახა და შეგუებოდი.


13-14 წლის ასაკში კითხულობდნენ მარქსს, ლენინს და სტალინს. სხვათა შორის ლენინის 1930-იანი წლების გამოცემის რედაქტორი იყო ნიკოლაი ბუხარინი.


იმ დროისთვის ბუხარინი დიდი ხნის წინ დახვრეტილი და ბიჭებს აინტერესებდათ, როგორ იყო ე შესაძლებელი, რომ ადამიანმა თავად შეასწორა ლენინის ტექსტები, შემდეგ კი აღმოჩნდა "ხალხის მტერი".


ბუხარინის ხელმძღვანელობით შედგენილი ლენინის სტატიების კომენტარებიდან მათ აღადგინეს ოპოზიციური ჯგუფების პროგრამა, რომელიც არსებობდა კომუნისტურ პარტიაში 1920-იან წლებში. და ეს ჯგუფები მიუთითებდნენ იმას, რაც ბიჭებმა, ირგვლივ დაინახეს - რევოლუციის გადაგვარება და პარტიული ბიუროკრატიის პრივილეგიები.


ინტერნაციონალი, სსრკ-ის ეროვნული ჰიმნი 1944 წლამდე, მათთვის ანტისაბჭოთა ნაწარმოებად ჩანდა - ბოლოს და ბოლოს, ის უთანასწორობასთან ბრძოლას მოუწოდებდა..


სტალინმაც კი მისცა მათ დაეჭვების საბაბი. 1920-იანი წლების შიდაპარტიული ბრძოლის დროს "ხალხთა ბელადის " ერთ-ერთ სტატიაში პოლიაკოვმა აღმოაჩინა იმ შემთხვევების აღწერა, როდესაც პარტია შორდებოდა ხალხს.


მაგალითად, სტალინი წერდა, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ „პარტიის პოლიტიკა აშკარად არასწორია, მაგრამ მას არ სურს გადახედოს და გამოასწოროს თავისი შეცდომები“. პოლიაკოვს მოეჩვენა, რომ ეს სიტყვები მართლაც ძალიან ზუსტად აღწერდა 1946 წლის რეალობას.


"როგორღაც ის პროვოცირებას მიკეთებს!" – წამოიძახა თავისთვის პოლიაკოვმა.



ბიჭებთან ერთად იმავე სკოლაში სწავლობდა ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხნის დირექტორის ვაჟი, ლენია ზალცმანი.


ასეთი მეგობრის წყალობით, ტრიო ხედავდა, რომ საბჭოთა სკოლის მოსწავლეებს შესაძლოა განსხვავებული ბავშვობაც ჰქონოდათ. ზალცმანი სკოლაში მანქანით მოჰყავდა მამამისის პირად მძღოლს, სხვების თვალწინ სახლიდან მოტანილ ფუნთუშებს მიირთმევდა და სკოლის უგემოვნო სკოლის სასაუზმეს არც ეკარებოდა, როცა ამ ფონზე რომ მისმა კლასელმა, რომელიც მის უკან იჯდა მერხზე იჯდა, შიმშილისგან ორჯერ გონება დაკარგა.


იმ დროს ბავშვებს კვებავდნენ ე.წ. „დამოკიდებულების ბარათებით“. ამ ბარათებზე ასეთი ანეკდოტი იყო მოსახლეობაში.


„ ყირიმის კონფერენციაზე, რუზველტს, ჩერჩილსა და სტალინს შორის წარმოიშვა დავა, რა სახის სიკვდილით დასჯა მოეფიქრებინათ ჰიტლერისთვის. რუზველტმა შესთავაზა ელექტროსკამი, ჩერჩილმა - სახრჩობელა, სტალინმა კი შესთავაზა მათ საბჭოთა " დამოკიდებულ კვებით ბარათზე" დაესვათ ჰიტლერი. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რა სახის ბარათი იყო, სამივემ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ ამაზე უფრო მკაცრ სასჯელს ვერ მოიფიქრებდნენ. ”


ერთ დღეს, კლასის მასწავლებელმა ლენია ზალცმანს სთხოვა შეეძლო თუ არა მამამისს რამდენიმე კარგი ხარისხის ქაღალდის შოვნა, რათა მოწაფეებისთვის ნიშნები დაეწერა. რამდენიმე დღის შემდეგ მან დაბეჭდილი ცხრილი მოიტანა, სადაც მასწავლებელს შეეძლო ნიშნები დაეწერა


-ლენია, დიდი მადლობა მამაშენს”, - მადლობა გადაუხადა მასწავლებელმა.


-მე არ მითქვამს მამაჩემისთის, ” უპასუხა ლენიამ.


- აბა ეს ვინ გააკეთა?


-ჩემმა მძღოლმა.



ლენია ზალცმანი ცხოვრობდა არა რაღაც გადატიხრულ ოთახში, არამედ ოთხსართულიანი კორპუსის ვრცელ ბინაში ე.წ. უცხოელებისთვის განკუთნილ კორპუსში(ИНОРС)ცხოვრობდა.


ერთხელ პოლიაკოვი და ულმანი ლენია ზალცმანს დაბადების დღეზე ეწვივნენ. იქ მათ პირველად ნახეს, რომ ხალხს შეეძლო თურმე გაზიანი წყლის სიფონი ჰქონოდათ და სახლის კინოპროექტორი: სტუმრებს კედელზე აჩვენეს ჩარლი ჩაპლინის ფილმები, რომლებიც იმ დროს მიუწვდომელი ფუფუნება იყო.


"რაში მიდის ხალხის ფული!" ფიქრობდა ჯერ კიდევ მტკიცე მარქსისტი პოლიაკოვი.


დაბადების დღის ბოლოს ბიჭის ყველა მეგობარს, როგორც მოსალოდნელი იყო, კანფეტების შეკვრა გადასცეს. ბიჭებმა ისინი მაშინვე არ შეჭამეს, სიამოვნება მომავლისთვის გადადეს.


ტრაქტორის ქარხანა ჩელიაბინსკის გარეუბანში 1930-იანი წლების დასაწყისში პირველი ხუთწლიანი გეგმის დროს აშენდა, ქარხნის ირგვლივ წარმოიშვა „სოციალური ქალაქი“ - ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსი იგივე ელიტური ИНОРС-ი.

imageფოტოზე: ელიტური ИНОРС -ის კორპუსი


მაგრამ ამ სამაგალითო კვარტლის პარალელურად ისეთი კომფორტით, როგორიცაა გათბობა და კანალიზაცია, მეფობდა სრულიად განსხვავებული ჩელიაბინსკი - ყაზარმებითა და მიწური ქოხებით.


ჩვეულებრივი, ადამიანური საცხოვრებელი საკმარისი არ იყო ჩელიაბინსკის მკვიდრი მოსახლეობისთვის. მით უმეტეს ომის დროს ქალაქის მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა: ლენინგრადის ტრაქტორის ქარხნის გარდა, ხარკოვის და სტალინგრადის ქარხნის ევაკუაციაც მოხდა.


ჩასულები მოათავსეს ჩელიაბინსკის მაცხოვრებლებთან, სარდაფებში, ქოხებში, ყაზარმებში. ბევრი ღამეს პირდაპირ ქარხნის საამქროში ათენებდა.


1943 წლის დეკემბერში ქარხნის ხელისუფლებამ ჩაატარა რეიდი, რათა დაედგინათ ისინი, ვინც ღამეს ათევდა საამქროში. სულ სამასი . კითხვაზე, რატომ არ მიდიოდნენ სახლში, 25-მა უპასუხა, რომ ფეხსაცმელი არ ჰქონდათ.


კიდევ ასმა ადამიანმა აღნიშნა, რომ მათ არ ჰქონდათ ზამთრის ტანსაცმელი, ამიტომ უფრო ადვილი იყო ღამის გათევა ქარხანაში, ვიდრე ცივ ბინაში.


ომის დროს სირთულეები საკმაოდ გასაგებია. მაგრამ ომის დასრულების შემდეგ არ ჩქარობდნენ ევაკუირებულების სახლში გაშვებას. ომში გამარჯვების სიხარულს ემატებოდა სრულიად საპირისპირო განცდა – უკმაყოფილება დამამცირებელი საყოფაცხოვრებო პირობებით.


1945 წლის აგვისტოში, ქარხნის ერთ-ერთ საამქროში, გაიმართა მუშების შეხვედრა ქარხნის დირექტორთან, ისააკ ზალცმანთან.

-მომავალ თვეებში, ანუ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ არავის გავუშვებთ აქედან- განაცხადა მან შეხვედრის დასაწყისშივე.


ამ „თვეებმა“, რომელიც მაშინვე „დაახლოებით ერთ წელში“ გადაიზარდა, აღშფოთება გამოიწვია - ხალხისგან უკმაყოფილო სტვენა გაისმა.

imageფოტოზე: ქარხნის დირექტორი ისააკ ზალცმანი(მარცხნიდან მეორე)


- სტვენებისა და ხულიგნებისთვის 5 წუთში შესაბამისი ადგილი გამოიძებნება, - დაემუქრა საპასუხოდ ზალცმანი.


მაგრამ ხალხი, რომელიც ქარხნის შრომით გამარჯვებაში მონაწილეობდა, რომელმაც ომის წლებში 18000-ზე მეტი ტანკი გამოუშვა. საკუთარი თავის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას მოითხოვდნენ: „კარგი იქნება, რომ თქვენი ქვეშევრდომები აიძულოთ ხალხს ადამიანურად მოეპყრან. ეს ის ხალხია, ვისი მეოხებითაც ქარხანა გმირი გახადა“, - უხეშად უპასუხა ერთ-ერთმა მუშამ ზალცმანს.


ქარხნის ხელმძღვანელი პრეტენზიებით აავსეს.


-ოთხი წელი გვატყუებთ!


- თითქოს ამხანაგმა დირექტორმა ყველაფერი კარგად აღწერა, მაგრამ როცა ხედავ საპირისპიროს.... იყო კონფერენცია კვების შესახებ და მიიღეს დადგენილება. კონფერენციის შემდეგ ახლა ჭინჭარს გვაძლევენ [...]. მე თვითონ მე-5 ყაზარმაში ვცხოვრობ, სახურავი ცუდ მდგომარეობაშია: როცა წვიმს, ტაშტის დადება მიწევს. ვნახოთ ახლა, ამხანაგი ზალცმანის გამოსვლის შემდეგ, როდის შემიკეთებენ სახურავს.


- მუშების ოჯახებს ოთხი წელია საპონი არ მიუღიათ, იქნება თუ არა მისი მიღების შესაძლებლობა?


ერთ-ერთი თანამშრომელი ჩიოდა, რომ სარდაფი, სადაც ის შვილებთან ერთად ცხოვრობს, ყოველ კვირეულად წყლით იტბორება.


-თქვენს შვილებს უნდათ სუფთა ჰაერი და ჩემებსაც უნდათ", - მიმართა ქარხნის დირექტორს ერთ-ერთი მუშა.

image


სიღარიბემ და უსამართლობას არა მარტო ზრდასრულები ხედავდნენ. ბუნებრივია, ამა ს მათი შვილების ხედავდნენ. პოლიაკოვი, გერშოვიჩი და ულმანი ერთმანეთში მსჯელობდნენ: რატომ აშენებენ ქალაქში ოპერისა და ბალეტის თეატრს, როცა ხალხს შაქრის ნაცვლად ქაშაყს აძლევენ? რატომ აქვს ვიღაც ლენია ზალცმანს, ბევრი ოთახი, ვიღაც კი გადატიხრულ ოთახში ცხოვრობს?


მათ ესმოდათ, რომ ზოგიერთი რამ ომით აიხსნება. მაგრამ არა ყველაფერი.



მათ ბავშვურად უკვირდათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სოციალიზმი ოფიციალურად შენდებოდა, უთანასწორობა არ გაქრა. ეს აშკარად გამოიხატებოდა ქარხნის სასადილოში.


ქარხნის უმაღლესი ტექნიკური პერსონალის სასადილოები იყო ორი ტიპის - A და B. მათ, ვისაც მათზე წვდომა ჰქონდა, ხალხი უწოდებდა "ლიტერატორებს " და "ლიტერბოტებს". უბრალო ინჟინრებს სასადილოებში უარესი მენიუ ჰქონდათ, რის გამოც მათ "კოკაკერებს" ეძახდნენ.


ამ ჯაჭვის ბოლოში იყო უბრალო სასადილოები მუშებისთვის.რომელიც "უფრო ბოსელს ჰგავდა", - ასე დაახასიათა ულმანმა.


მშობლები სულ მუშაობდნენ, სახლში გვიან ბრუნდებოდნენ. გაკვეთილების შემდეგ დანარჩენ დროს პოლიაკოვი, ულმანი და გერშოვიჩი ერთად იყვნენ. რა ნახულობდნენ ქუჩაში?


იყო ომისშემდგომი პერიოდის მოსალოდნელი მომენტები - მაგალითად, ომის ინვალიდები, რომლებიც მთელი დღე ისხდნენ ბაზარში და მათხოვრებდნენ ან ბანქოს ფულზე თამაშობდნენ.


მაგრამ ყველაზე მეტად ბიჭებზე იმოქმედა, შუა აზიიდან ემიგრანტების მიმართ დამოკიდებულებამ.


ევაკუირებულთა გარდა, ჩელიაბინსკში ათი ათასზე მეტი ე.წ. შრომითი არმია იყო ჩამოყვანილი მათ შორის იყო ბევრი უზბეკი, ტაჯიკი და თურქმენი.


მათ რუსული ძალიან ცუდად იცოდნენ, ყაზარმებში ცხოვრობდნენ და ქალაქში ყველაზე დაჩაგრულ ხალხად ითვლებოდნენ


-ბაბაი-ბაბაი- ბიჭები მათ ქვებს ესროდნენ.


პოლიაკოვი, გერშოვიჩი და ულმანი ამ ბიჭებს შორის არ იყვნენ: მათ ეცოდებოდათ უზბეკები, თუმცა არ ესმოდათ, როგორ გამოეხატათ თანაგრძნობა. მათ ჯერ კიდევ არ ესმოდათ, როგორ შეიძლებოდა მსოფლიოს პირველ სოციალისტურ სახელმწიფოში ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია.


ამიტომ ბიჭებს გაუჩნდათ იდეა, დაერწმუნებინათ უზბეკები გაფიცულიყვნენ. მაგრამ შემდეგ ეს გადაიზარდა უფრო გრანდიოზულ გეგმაში - რადგან მთელი ხალხი ცუდად ცხოვრობდა, საპროტესტო ბრძოლაში უნდა ჩაერთოს ყველა.


იგივე წიგნებიდან რევოლუციონერების შესახებ, ბიჭებმა იცოდნენ, რომ ბრძოლა იწყებოდა პროკლამაციებით . და 1946 წლის აპრილში მათ ტრაქტორის ქარხნის მუშათა დასახლების მაცხოვრებლებს პირველი მიმართვა დაუწერეს.



„ამხანაგებო მშრომელებო, მიმოიხედეთ გარშემო! ხელისუფლებამ თქვენი გაჭირვება ომს მიაწერა. ომი დასრულდა. გაუმჯობესდა თქვენი მდგომარეობა? არა! რა მოგცათ მთავრობამ? არაფერი!


პურის მაგივრად მიიღეთ მინისტრები და გენერლები, ფულის მაგივრად - სამხრეები


თქვენი შვილები დაბნეულები და მშივრები დადიან და ამ დროს გიყვირიან ბედნიერ ბავშვობაზე!


მიმოიხედეთ გარშემო და გაიგეთ, ამხანაგებო!”


თავდაპირველად, პროკლამაციებს გვიან საღამოს უბრალოდ ქუჩაში ფანტავდნენ. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მათ არავინ აიღებდა ძირიდან და არავინ წაიკითხავდა, მით უმეტეს თუ წვიმა წამოვიდოდა, მათი წაკითხვა საერთოდ შეუძლებელი გახდებოდა. ამის შემდეგ მათ პურის ცომით ფურცლების კედლებზე მიწებება გადაწყვიტეს ღამეები იმ გაზაფხულზე ცივი იყო და ცომი სწრაფად იყინებოდა.


საღამოობით მუშათა დასახლება ცუდად იყო განათებული. სანამ ერთი "ატასზე" იდგა დანარჩენი ორი ფურცლებს აკრავდა.ისინი ირჩევდნენ ხალხმრავალ ადგილებს: პოკლამაციები ყველგან იყო - საცხოვრებელ კორპუსებზე, პურის საცხობებთან, ფოსტასთან, აფთიაქთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან.


რევოლუციური ლიტერატურის კითხვას უშედეგოდ არ ჩაუვლია . ბიჭებს ჰქონდათ გარკვეული კონსპირაციის უნარი: ისინი ვერავინ შეამჩნია ისინი. დილით, სკოლის დაწყებამდე, ისინი ცდილობდნენ გაეგოთ, რას ამბობდა ხალხი მათ ბუკლეტებზე. დადებითმა რეაქცია, რომელიც ულმანმა მოისმინა, ახალი ბრძოლის და შთამაგონების წყარო გახდა.


მთელი აპრილი ბიჭები დაუღალავად წერდნენ და აწებებდნენ ბუკლეტებს. მათ თითქმის მიატოვეს სწავლა და სკოლა აინტრესებდათ მხოლოდ როგორც აგიტაციის ადგილი.


მაგრამ 1 მაისის წინა დღეს - საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულზე - მათ თავიანთ პროკლამაციები გააკრეს ქვეყნის ხელმძღვანელობის და ტრაქტორის ქარხნის სტახანოველების პორტრეტების ქვეშ. სამ მეგობარს, რა თქმა უნდა, აღარ ჰქონდათ ამდენი დრო, რომ დაეწერათ ასეთი რაოდენობის ფურცლებო: მათ კიდევ ოთხი ბიჭი და ერთი გოგო ეხმარებოდა..

imageჩელიაბინსკი-1946 წლის 1 მაისი


1946 წლის გაზაფხულზე ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხნის მუშათა დასახლების „მუზა“ იყო გოგონა, სახელად რიტა პელცი, რომელიც ჯგუფის თითქმის ყველა წევრს და მათ ამხანაგებს უყვარდათ.


ის მოდიოდა ბიჭების შეხვედრებზე და უსმენდა მათ ცეცხლოვან გამოსვლებს, მაგრამ, როგორც ჩანს, არ იცოდა პროკლამაციების შესახებ. პოლიაკოვს მოსწონდა, რომ ეს აღიარებული სილამაზე აღფრთოვანებული იყო მათი გამბედაობით: იგი ხედავდა საკუთარ თავს როგორც რომანტიკოსი რევოლუციონერი .


მაგრამ რიტა პელცი არ იყო ის გოგონა რომელიც ნამდვილად იატაკქვეშა ბრძოლას, არამედ გოგონა, სახელად ვალია გლუხოვა.

imageფოტოზე: ვალია გლუხოვა


ის ბიჭებზე ოთხი წლით უფროსი იყო და თითქოს მათთვის ზემოდან უნდა ეცქირა.


მაგრამ იგი დაუახლოვდა მიშა ულმანს: ჯერ ერთი, ისინი მეზობლები იყვნენ და მეორეც, ორივე ლენინგრადიდან იყო. გლუხოვას მამა, ულმანის მამასავით, მუშაობდა ლენინგრადში, კიროვის ქარხანაში, შემდეგ ისიც ოჯახთან ერთად ევაკუირებული იქნა ჩელიაბინსკში.


ორი ოჯახი დამეგობრდა. კომუნალური ბინის დერეფანში მდგომი მიშა ხშირად განიხილავდა წაკითხულ წიგნებს 18 წლის ვალიასთან ერთად: ასაკობრივი სხვაობის გამო გოგონა ისეთ რაღაცეებს ამჩნევდა რასაც 13 წლის მოზარდი ჯერ ვერ აღიქვამდა.


მაგრამ გოგონა მაინც უფრო განზე იყო გამდგარი : ჯგუფის ბირთვი კვლავ სამი თანამებრძოლი - პოლიაკოვი, გერშოვიჩი და ულმანი რჩებოდნენ. სამივემ გადაწყვიტა ჯგუფის ისტორიაში ყველაზე სასოწარკვეთილი ნაბიჯის გადადგმა - სტალინის სახელობის თაღის გამორთვა.


ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხნის მუშათა დასახლების შესასვლელში დიდი ლითონის თაღი იდგა, რომელსაც ამშვენებდა იმ დროის მთავარი ლოზუნგი – „დიდება დიდ სტალინს"


თაღი აშენდა ქარხნის დირექტორის, ზალცმანის მითითებით, რომელიც იქვე ცხოვრობდა ძალიან კომფორტულ ИНОРС-ში, სადაც პოლიაკოვი, გერშოვიჩი და ულმანი ესტუმრნენ შვილის დაბადების დღეზე. თაღს ირონიულად უწოდეს „წმ.ისააკის სახელობის" თაღი, სადაც გაერთიანებული იყო ზალცმანის სახელი(ისააკი) და ლენნგრადის ისააკის ტაძარი.სავარაუდოდ, დამცინავი სახელის ავტორი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ევაკუირებული იყო ქალაქ ლენინგრადიდან. შესაძლოა თავად ზალცმანი, რომელიც 1930-იან წლებში, ჩელიაბინსკში გადასვლამდე, იყო ლენინგრადის კიროვის ქარხნის დირექტორი.

imageმუშათა დასახლებისკენ მიმავალ გზაზე აშენებული თაღი


ღამით ლოზუნგი განათებული იყო ნათურებით, სწორედ სტალინის სახელი უნათებდა გზას ფეხით მოსიარულეთა და მანქანებს, რომლებიც გვიან ბრუნდებოდნენ მუშათა დასახლებაში.


პოლიაკოვი, გერშოვიჩი და ულმანი, მიუხედავად იმისა, რომ მარქსის იდეების მიმდევრები დარჩნენ, ანტისტალინელები გახდნენ. 1946 წლის გაზაფხულისთვის მათ დისკუსიებში რადიკალიზმმა პიკს მიაღწია.

" როგორ ფიქრობთ, რა სასჯელს იმსახურებენ სტალინი, მოლოტოვი და ვოროშილოვი, რომ გაესამართლებინათ? - კამათობდნენ ისინი.


პოლიაკოვმა ბიჭებს შესთავაზა თაღის გამორთვა. ეს, რა თქმა უნდა, სიმბოლური ჟესტი იყო: მისთვის, როგორც მარქსისტისთვის, სტალინი იყო ის ადამიანი, რომელმაც რევოლუციურ გზიდან გადაუხვია.




14 წლის მოზარდებისთვის თაღის გამორთვა თავგადასავალს უფრო ჰგავდა, თუმცა შედეგები შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული ყოფილიყო, ვიდრე სასჯელი იგივე პროკლამაციებზე, რადგან საბჭოთა ხელისუფლება წმინდათწმინდად თვლიდა ისეთ სიმბოლოებს, როგორიცაა სტალინი ან ნამგალი და ურო.


იცოდნენ თუ არა ბიჭებმა ეს, ახლა ძნელი სათქმელია, მაგრამ ყველაფერი ისე დაგეგმეს, რომ არავის შეემჩნია.


ბანერზე ელექტროენერგიის გათიშვა გვიან ღამით დაგეგმეს . უმცროსი, ულმანი, "ატასზე" იდგა. დანარჩენმა ორმა, მთავარ ამოცანად დაისახეს ამომრთველის გამორთვა..


გერშოვიჩს ჯგუფის ლიდერი პოლიაკოვი მხრებზე შეაჯდა და ამომრთველს მისწვდა.


"დიდი სტალინის" პატივსაცემის ნიშნად განათებულმა სიტყვებმა შეწყვიტა დასახლებისკენ და ქარხნის დირექტორის, ზალცმანის სახლისკენ მიმავალი გზის განათება. ბიჭები სასწრაფოდ იმ ადგილს მოშორდნენ. ეს იყო მათი ბრძოლის კულმინაცია.

image



ბიჭებს გაუმართლათ, ისინი ვერავინ შეამჩნია: ერთი კვირის განმავლობაში თაღი ჩამქრალი იყო, სანამ ბოლობოლო ისევ არ ჩართეს, ეგონათ, რომ ჩვეულებრივ მოკლე ჩართვა მოხდა.




სამაგიეროდ შენიშნეს ფლაერები. პირველი პროკლამაცია სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადგილობრივ სამმართველოში 11 აპრილს მიიტანეს. საერთო ჯამში, ამ საქმეზე იყო 29 საჩივარი - აკინძული და დანომრილი.


დაიწყეს პროკალამაციების გამავრცლებლების ძებნა. პოლიაკოვი და მისი მეგობრები პროკლამაციებს საბეჭდ მანქანაზე დაწერის ავრცელებდნენ რათა ისინი ხელწერით არ მიეგნოთ.


მაგრამ რაც არ უნდა ეცადათ, ხანდახან ხელნაწერებსაც ავრცელებდნენ. გამოძიებისთვის ეს იყო მყარი ხელჩასაჭიდი იყო. მხოლოდ ხელწერის ავტორი იყო საპოვნელი.


ერთხელ აპრილში, სასწავლო ნაწილი შემოვიდა იმ კლასში, სადაც ბიჭები სწავლობდნენ.


-ახლა იქნება კარნახი”, - თქვა მან.


მას არ აუხსნია ამ მოულოდნელი კარნახის მიზეზი, რომელიც ისედაც უცნაურად გამოიყურებოდა. კიდევ უფრო საეჭვო ის იყო, რომ ის კარნახობდა არა მთელ წინადადებებს, არამედ ცალკეულ სიტყვებს. ამ სიტყვების ზოგიერთი ნაწილი ასევე პროკლამაციებში იყო მოხსენიებული - მაგალითად, "ამხანაგი".


იგივე კარნახები გრძელდებოდა სხვა კლასებშიც – ეძებდნენ მიმართვის ავტორებს.


ჯგუფს არ ჰქონდა გეგმა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ შემდგომ. მაგრამ არც ეშინოდათ - ბიჭები არ განიხილავდნენ ერთმანეთში თუ რა მოხდებოდა, როცა დაიჭერდნენ.


საკუთარი ხელით ჰექტოგრაფის გაკეთებაც კი დაგეგმეს - პრიმიტიული ქსეროქსი, რომელიც საშუალებას მისცმედათ გაეზარდოთ ფურცლების რაოდენობა.


მაგრამ შემდეგ დაიწყო დაპატიმრებები. ყველას იყვანდნენ არა გაკვეთილებზე ან სკოლაში, არამედ სახლში.


გერშოვიჩი პირველი იყო, ვინც დააპატიმრეს. ალბათ ეს იმით არის განპირობებული, რომ ბიჭები ხანდახან იყენებდნენ იმ ფურცლებს, რომლებსაც გენია აწვდიდა მათ მოწოდებების დასაწერად. ის კი, თავის მხრივ, ფურცლებს ხევდა სახლში დაგროვილი რვეულებიდან, დედამისი გოგონათა სკოლის მასწავლებელი იყო.


გერშოვიჩის შემდეგ ორიოდე დღეში პოლიაკოვი დააკავეს. შემდეგ კი, მაისის ბოლოს, მიშა ულმანთან მივიდნენ. საღამოს სახლში დაბრუნებულმა ნახა რომ სახლში ჩხრეკა მიმდინაროებდა, მამამისი კი შოკირებული უყურებდა შვილს.


შედეგად ისივ წაიყვანეს - სასკოლო რვეულებთან და იმ წიგნთან ერთად, რომელშიც მიშა იმიშნავდა ის გამონათქვამებს, რომლებიც მოსწონდა.

image


1946 წლის აგვისტოში ჩელიაბინსკში გაიმართა სასამართლო პროცესი, რომლის წინაშეც წარდგნენ პოლიაკოვი და გერშოვიჩი. ორივეს მიესაჯა სამწლიანი პატიმრობა სასჯელაღსრულების კოლონიაში მოხდით სისხლის სამართლის მუხლით 58-10 - „ანტისაბჭოთა პროპაგანდა და აგიტაცია“.


ჯგუფის მესამე წევრი, მიშა ულმანი, ციხეს გადაურჩა, როდესაც ის დააკავეს, ჯერ კიდევ 14 წლის არ იყო და ამან ფორმალურად გაათავისუფლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან . ეს იყო ნამდვილი იღბალი: მაისში დააკავეს და ივნისის დასაწყისში დაბადების დღე ჰქონდა.

image

ბიჭების ასაკი შეიძლებოდა ყოფილიყო შედარებით რბილი სასჯელის მიზეზი, აღნიშნავს ალექსეი მაკაროვი, რეპრესიების ისტორიკოსი საზოგადოება " მემორიალიდან":საბჭოთა მართლმსაჯულებისთვის სამივე ჯერ კიდევ ძალზე პატარა იყო და ბროშურებს და პროკლამაციებს ლმობიერად მოეპყრნენ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ დროს: ომისშემდგომი პირველი წლებში გარკვეულწილად ხალხს მღელვარების ტალღამ გადაუარა.


მაგრამ პოლიაკოვმა და გერშოვიჩმა მაინც მოიხადეს სასჯელი არასრულწლოვან დამნაშავეთა კოლონიაში. წლების შემდეგ ორივემ საშინლად იხსნებედა იმ პერიოდს.


”ჯოჯოხეთი იყო”, - უყვებოდა გერშოვიჩი თავის ნათესავებს, რომელიც ღიმილით უყვებოდა პროკლამაციების გავრცლების ამბავს, თითქოს ოდნავ რცხვენოდა მისი გულუბრყვილო შეხედულებების: ”სირცხვილიც კია ამაზე საუბარი”.


ხოლო პოლიაკოვი ჯერ კიდევ ვერ უყურებს ფილმებს, სადაც ციხის სცენებია.


თუმცა სასამართლომ მაინც შეუმცირა ორივე სასჯელი და მათ მხოლოდ წელიწადნახევარი მოუწიათ კოლონიაში ყოფნა, დანარჩენი პირობითი სასჯელი დაუტოვეს.



მომზადებულია BBC-ის მიხედვით, მცირეოდენი შემოკლებით

0
327
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0