იარაღი და ტექნიკა როგოზინის თქმით, რუსებს აქვთ უნიკალური რობოტი, რომელსაც Abrams-ის და Leopard-ის განადგურება შეუძლია 2023, 31 იანვარი, 12:29
სამხედრო ტექნიკა აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით.
როსკოსმოსის ყოფილმა ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა სოციალურ ქსელში ისაუბრა რუსული წარმოების საბრძოლო რობოტზე, რომელსაც შეუძლია დაარტყას თანამედროვე ტანკებს, როგორიცაა M1 Abrams და Leopard 2. სულ მალე ოთხი „მარკერი“ უკრაინაში, საბრძოლო ზონაში გაიგზავნება. სამხედრო ტექნიკის ფუნქცია იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე ტექნიკის აღმოჩენა და მისი განადგურების შესაძლებლობა. როგოზინის თქმით, უკრიანისთის Abrams და Leopard-ის ტანკების მიწოდებისთანავე "მარკერი" მიიღებს შესაბამის ელექტრონულ გამოსახულებას და შეძლებს ავტომატურად დაარტას მოწინააღმდეგეს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით. ამისთვის გამოიყენება ელექტრონული კატალოგი სამიზნეების გამოსახულებით, რომელიც ჩაშენებულია სისტემაში. უფრო მეტიც, რობოტი ხედავს სამიზნეებს როგორც ჩვეულებრივ, ასევე ინფრაწითელ დიაპაზონში. , „მარკერს“ შეუძლია მტრის აღჭურვილობის გამოთვლა და მისი განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება"-ციტირებს გამოცემა РИА Новости-ი როგოზინის სიტყვებს. ადგილზე ჩატანილი რობოტების ყველა ეს უნარი ჯერ საცდელ პოლიგონზე შემოწმდება, შემდეგ კი საბრძოლო პირობებში მოხდება მისი „გაშვება“. ცნობილია, რომ „მარკერის“ წონა თითქმის 3 ტონაა. აპარატის ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი ეხმარება მას გადაადგილდეს და ამოიცნოს ობიექტები ადამიანის ჩარევის გარეშე. ასევე, მანქანა აღჭურვილია მბრუნავი სამიზნის თანმხლები საბრძოლო მოდულით, მას შეუძლია წამში 540 გრადუსით შებრუნება, ასევე მასზე შეიძლება გემსაწინააღმდეგო რაკეტების, ტყვიამფრქვევების და ყუმბარმტყორცნების დაყენება. – 743 2-ს მოსწონს
|