იცოდით, რომ 1924 წელს დეტროიტში თოჯინას ბრალი დასდეს სამი ადამიანის მკვლელობაში?
ამ თოჯინას ერქვა ფრენკ ბაირონ უმცროსი და იყო ადამიანის ვენტრილოკვისტის სტანდარტული "მოდელი" თოჯინა. თოჯინა დიდებულ ლესტერს ეკუთვნოდა და მას ტყუილად არ ეძახდნენ დიდებულს: სწორედ მან გამოიყენა პირველი მეთოდი, რომლის დროსაც თავად წყალს სვამდა, ხოლო თოჯინა განუწყვეტლივ “საუბრობდა".
ლესტერის შოუ ყოველთვის დიდი წარმატება ჰქონდა. დარბაზები სავსე იყო: ბევრი მეზობელი ქალაქებიდან ჩამოდიოდა ასეთი სასწაულის ნახვის სურვილით.
ერთ-ერთი სპექტაკლის დროს სცენაზე მყოფმა კოლეგებმა გადაწყვიტეს ოსტატს გახუმრებოდნენ და წყლის ნაცვლად ჭიქაში ვისკი ჩაუსხეს. თუმცა, შედეგი შოკისმომგვრელი იყო: ლესტერმა დალია ალკოჰოლი და არ შეიმჩნია, აი თოჯინამ კი ხველა და თავის ქნევა დაიწყო.
ლესტერის კონცერტები განთქმული იყო იმითაც, რომ ოსტატს რიგებს შორის უნდა გაევლო, ფრენკი კი იმ მომენტში ხუმრობებსა და სასაცილო ისტორიებს ყვებოდა. თითოეულ ხუმრობას თან ახლდა დარბაზში სიცილის აფეთქება.
მსგავსი წარმოდგენა ერთხელ სამი მაყურებლის სიკვდილით დასრულდა: მათ იმდენი იცინეს, რომ გულის შეტევით დაიღუპნენ.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მაშინვე მივიდა და დარბაზში მყოფი თითქმის ყველა მაყურებელი გამოიკითხა. მათ თქვეს, რომ ფრენკი იყო დამნაშავე ხუმრობების გამო, რადგან ის იყო ის, ვინც ყვებოდა ამბებს, სანამ დიდი ლესტერი ხმას არ ამოიღებდა.
ამგვარად, თოჯინა სამმაგ მკვლელობაში დაადანაშაულეს და გაათავისუფლეს, რადგან მისი დაკითხვა შეუძლებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ლესტერმა შეიმუშავა სპეციალური სავარჯიშოები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს ეხმარებოდა ვენტროლოგიის უნარის შესწავლაში. ცოტა მოგვიანებით მან საერთოდ გახსნა საავტორო სკოლა.