x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ამერიკული ფირმა ასტეროიდებზე მადნის მოსაპოვებლად ემზადება
ამერიკულმა სტარტაპმა AstroForge-მ განაცხადა, რომ ასტეროიდებზე მადნის მოსაპოვებლად სამზადისს იწყებს და კოსმოსში მისიის გაგზავნასაც გეგმავს, რისთვისაც SpaceX-ის მრავალჯერად ხომალდს გამოიყენებს.


როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, სტარტაპს კონკრეტულად პლატინის და ირიდიუმის მოპოვება აინტერესებს და ემზადება საიმისოდ, რომ ათწლეულის ბოლომდე ასტეროიდებზე პირველი სამთამადნო მისია გაგზავნოს.


სტარტაპის დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ მათ კოსმოსში ლითონების გაკეთილშობილების და გაწმენდის ახალ მეთოდს მიაგნეს. მათივე განცხადებით, მათი ინტერესის საგანს დიდწილად მცირე ზომის, 20 მეტრიდან 1, 5 კილომეტრამდე დიამეტრის ასტეროიდები წარმოადგენს, რომელთა ათვისება შედარებით უფრო იოლია.


SpaceX-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას რაც შეეხება, მისი მიზანი არის მასკის კომპანიის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდით სპეციალისტის გაგზავნა 2024 წლისთვის, რომლის მიერ განხორციელებული ექსპერიმენტი დაარწმუნებს ინვესტორებს, რომ სტარტაპის მიერ დანერგილი ტექნოლოგია უწონადობის პირობებში მართლაც ეფექტურია.



ცნობისათვის, კოსმოსში ერთი კილოგრამი ტვირთის გაგზავნისთვის საწვავის და ტექნიკური აღჭურვილობის ღირებულება დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც დედამიწაზე ღირს ერთი კილოგრამი ბაჯაღლო ოქრო. სწორედ ამიტომ ასტეროიდზე ოქროს მოპოვებას ამ ეტაპზე არანაირი აზრი არ გააჩნია, რადგან მსგავსი მისია საკუთარ ხარჯებს ვერ აანაზღაურებდა. მაგრამ პლატინას და ირიდიუმს რაც შეეხება, თითოეული ეს ლითონი გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ოქრო, თუმცა აქამდე პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ კოსმოსში მხოლოდ დაბალი სინჯის პლატინის და ირიდიუმის მოპოვება იყო შესაძლებელი. თუ ადგილზევე მოხდება აღნიშნული ძვირფასი ლითონების მოპოვება და გაკეთილშობილება, რათა ისინი უმაღლესი სინჯის გახდეს, მაშინ ამას ეკონომიკური ეფექტი ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს.


არადა, წარსულში არაერთმა პირმა სცადა კოსმოსში ძვირადღირებული ლითონების მოპოვება (მათ შორის Google-ის დამფუძნებელმა ლარი პეიჯმა), თუმცა ეს მცდელობები აქამდე ყოველთვის წარუმატებლად სრულდებოდა. მაგრამ დღეს სიახლეს წარმოადგენს NASA-ს მისია ასტეროიდ ფსიქეზე, რომელიც 2026 წელს უნდა განხორციელდეს და რომელმაც უნდა დაადგინოს, მართლაც აქვს თუ არა ამ ასტეროიდს პლატინის და ირიდიუმის შემადგენლობა. AstroForge-ს სურს, რომ როცა NASA დაადასტურებს, რომ ფსიქე მართლაც ძვირფასი ლოთონებისგან შედგება, უკვე მზად იყოს და ბირჟებზე გატანილი აქციებიდან დიდძალი თანხები მიიღოს, რათა კეთილშობილი ლითონების მოპოვება და რაფინირება უმოკლეს ვადებში დაიწყოს.


მადანი

2
115
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
115
  
2023, 26 იანვარი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 იანვარი, 19:01
პლატინა ორჯერ იაფია ოქროზე
0 1 2