x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რუსეთის ეკონომიკა კატასტროფის წინაშე: სანქციების ეფექტი სულ უფრო მძიმდება
ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს რუსეთის ეკონომიკას დასავლური სანქციების გამო არსებითი პრობლემები არ გააჩნია; ხელფასები და პენსიები ძველებურად რიგდება და ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახერხებს უკრაინაში ომის დაფინანსებას, თუმცა ეკონომიკის ექსპერტების აზრით ეს ყოველივე მხოლოდ მოჩვენებითი და დროებითია.


ვლადიმერ პუტინი გასული თვეების მანძილზე გამუდმებით უსვამდა ხაზს იმას, რომ უკრაინაში გაჩაღებული აგრესიული ომის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არანაირი ეფექტი არ ჰქონდა. თუმცა მარტის ბოლოს რუს დიქტატორს შემდეგი ფრაზა წამოსცდა:


“სანქციებს რუსული ეკონომიკისთვის საშუალოვადიან პერსპექტივაში ნეგატიური შედეგები ექნება.”


პუტინმა თქვა, რომ არსებობს “პრობლემები, ” რომლებსაც “მოგვარება” სჭირდება. სწორედ ასე განაცხადა მან თავის ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში.



ექსპერტების აზრით კრემლის ბოსის გამონათქვამები რეალისტურია. სწორედ ამგვარ შეფასებას აძლევს პუტინის სიტყვებს არნო დუბიენი, რომელიც კვლევით ცენტრ L'Observatoire-ს დირექტორია. მისი აზრით ამ ფრაზით პუტინმა მიანიშნა რუს მეწარმეებს, რომ სიტუაცია მართალია იმაზე უკეთესია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ რუსული ბიზნესი ალტერნატივების ძიებას დაიწყებდა.


როგორც რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრა პროკოპენკო ამბობს, თავისი ამ სიტყვებით პუტინმა იმ მეწარმეებს მიმართა, ვინც სანქციებით დაზარალდა. პუტინის ფრაზა მსგავს ქვეტექსტს გულისხმობდა საკუთარ თავში: “2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ აღარ არსებობს უკანდასახევი გზა. თქვენი ბიზნესები კი მხოლოდ ჩემ კონტროლქვეშ იქნება დაცული.”


რუსული ეკონომიკის ზოგიერთი დარგი სანქციების შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა. ასეთია მაგალითად ხეტყის მოპოვება და ექსპორტი. ომამდე რუსეთის შემოსავლების დიდი ნაწილი გაზის და ნავთობის გაყიდვის გარდა ხეტყის ექსპორტზეც მოდიოდა, ახლა კი ეს დარგი თითქმის გაჩერებულია.


რუსეთს პრობლემები აქვს გაზის ექსპორტში, განიცდის სამუშაო ძალის დეფიციტს და ჩავარდნას მომარაგების ნაწილში. რუბლი სულ უფრო უფასურდება. დაღმასვლის გზაზეა სამოქალაქო ავიაცია და არც ავტოინდუსტრიის სფეროშია სახარბიელო ვითარება. სტაგნაციაა ტურიზმის დარგშიც.


რუსეთი დასავლეთთან ტექნოლოგიების სფეროში გაწყვეტილი თანამშრომლობის კომპენსირებას ჩინეთთან და ინდოეთთან ურთიერთობით ცდილობს, თუმცა როგორც ჩინეთი, ასევე ინდოეთი განვითარებადი ქვეყნები არიან და ბევრ უახლეს ტექნოლოგიაზე ხელი თავადაც არ მიუწვდებათ.


კრემლის პროპაგანდა ცდილობს იმგვარად წარმოაჩინოს, რომ მას ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს, არადა, ომის დაწყების დღიდან რუსეთი ასიათასობით ადამიანმა დატოვა. რუსეთის სიდიდის მეორე ფინანსური ინსტიტუტი, “ვი თი ბი ბანკი” 7 მილიარდი ევროს ზარალზეა. 42 %-ით იკლო ნავთობიდან მიღებულმა შემოსავლებმა. რუსეთი ვერ ყიდის ასევე გაზს - იმისათვის, რათა გაზი აზიაში გაყიდოს, რუსეთს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მილსადენები სჭირდება, რაც წლების საქმეა. გარდა ამისა, მოსაძიებელია ასევე ახალი ბაზრებიც, აზიური ბაზარი კი ევროპულივით გადახდისუნარიანი ვერ არის.


ამ ყოველივეს გათვალისწინებით ექსპერტები საუბრობენ იმის შესახებ, რომ მომავალი თვეების მანძილზე რუსეთის მდგომარეობა სულ უფრო დამძიმდება.


დუბიენის აზრით რუსეთის ეკონომიკურ სტაბილურობას უახლოესი კვირების მანძილზე ჯერჯერობით მაინც არაფერი ემუქრება. რუსეთი კვლავაც შეძლებს ომის ხარჯების დაფინანსებას 3-4 წლის მანძილზე, თუმცა ეს მას რასაკვირველია კიდევ უფრო გააღარიბებს და თანაც ეს იმ პირობებში, როცა დასავლეთი სულ უფრო წინ მიდის და ვითარდება, ეს კი კატასტროფის ტოლფასი მოცემულობაა.


თუნდაც ირანის მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რა ზემოქმედება აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე წლობით დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. ირანი დღეს პლანეტის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, მიუხედავად მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების ფლობისა. იგივე პერსპექტივა მოელის რუსეთსაც. მომავალში ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ირანს ეკონომიკური თვალსაზრისით და ცხოვრების დონით სულ უფრო დაემსგავსება.


ომი

2
414
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
414
  
2023, 20 აპრილი, 22:55
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 18 აპრილი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2