ფსიქონევროლოგია დეპრესია გაქვთ?- მაშინ იცოდეთ, რომ მისი სამკურნალო უებარი საშუალება უკვე ცნობილია 2023, 26 იანვარი, 15:11 როცა ადამიანს დეპრესია და პანიკის შეტევები ტანჯავს, სექსი ყველაზე უკანასკნელი რამაა, რაც მას ახსენდება. მაგრამ როგორც გაირკვა, სწორედ სექსს შეუძლია ადამიანის დეპრესიისგან განკურნება ყველაზე სწრაფად და ეფექტურად.
სექსის არქონის და დეპრესიის მყარი ურთიერთკავშირი ჯერ კიდევ ფსიქოანალიზის და კლინიკური ფსიქიატრიის მამამ, ზიგმუნდ ფროიდმა შეამჩნია. ფროიდის მიხედვით, სწორედ სექსზე უარის თქმა და საკუთარი სექსუალობის დათრგუნვა არის დეპრესიის და სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობების ყველაზე გავრცელებული მიზეზი. სექსის დროს სხეულში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ეპინეფრინის, ოქსიტოცინის, დოპამინის და სეროტონინის დოზები, რაც ამაღლებს განწყობას, გვმატებს მხნეობას და გვეხმარება ფსიქიკურ აშლილობებთან გამკლავებაში. დეპრესია ადამიანს სექსის მოთხოვნილებას ართმევს. დეპრესიული ადამიანი თავს მარტოსულად და სამყაროსგან მოწყვეტილად გრძნობს. მეორეს მხრივ, სწორედ სექსის არქონა და ის გარემოება, რომ ადამიანს სექსის სურვილიც კი არ აქვს, კიდევ უფრო მძიმე დეპრესიაში აგდებს მას. ეს მოჯადოებული წრეა, საიდანაც თითქოს გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების დაწყებისთანავე დეპრესიული ადამიანის მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. თუმცა ისე ნუ გავიგებთ, თითქოს სექსი პანაცეა იყოს და დეპრესიის მძიმე ფორმებისგან განკურნება მხოლოდ სექსით, სპეციალისტების ჩაურევლად და სწორი თერაპიული მეთოდების დაცვის გარეშე იყოს შესაძლებელი. არსებობს დეპრესიის უმძიმესი ფორმები, როცა სპეციალისტების ჩარევა აუცილებელია. აქ საუბარი მხოლოდ დეპრესიის შედარებით მსუბუქ ფორმებზე გვაქვს. სექსი არამხოლოდ კურნავს დეპრესიის შედარებით მსუბუქ ფორმებს, არამედ ის წარმოადგენს ასევე დეპრესიისგან პრევენციის საუკეთესო საშუალებასაც. ამიტომ თუ გსურთ, რომ დეპრესიამ არ მოგაკითხოთ და მისგან თავი მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვათ, სექსით რაც შეიძლება ხშირად უნდა დაკავდეთ. 115 შეფასება არ არის
|